თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2017, 17:10
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2517,
კომენტარები: 16
პოლ მერსონის პროგნოზი
გთავაზობთ ინგლისელი ექსპერტის, პოლ მერსონის პროგნოზს, რომელიც მან მანჩესტერულ დერბისთან დაკავშირებით გამოაქყვეყნა.
პოლ მერსონის პროგნოზი
SkySports-ის ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, პოლ მერსონი ტრადიციას არ არღვევს და პრემიერ ლიგის ჩასატარებელ მატჩებზე კვლავაც აქვეყნებს საკუთარ პროგნოზებს. ასე რომ 27 აპრილს ჩასატარებელი შეხვედრა რომელიც "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის უნდა გაიმართოს, გამონაკლისი არ აღმოჩნდა. ექსპერტმა მანჩესტერულ დერბიზე საკმაოდ საინტერესო პროგნოზი გააკეთა.

"ორივე გუნდისთვის გამარჯვება ძალზედ მნიშვნელოვანია. მე ვუყურე "იუნაიტედის" და "ანდერლეხტის" დაპირისპირებას, ბელგიელები პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად მოქმედებდნენ, თუმცა "იუნაიტედმა" გამარჯვების გზა მაინც იპოვა. "ბარნლის" დამარცხება ადვილი საქმე არ არის, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვების მოპოვება კვლავ მოახერხა.

ეს დიდი თამაში იქნება. რომელი გუნდიც დამარცხდება, ის ჩამოსცილდება ოთხეულისათვის ბრძოლას. ხოლო გამარჯვებულისთვის ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ოთხეულისაკენ.

"სიტი" სათასო გათამაშებიდან "არსენალმა" გამოაგდო. ვფიქრობ "იუნაიტედის" მთავარი ძალა მარკუს რეშფორდი იქნება. ზლატანის შემცვლელი სწორედ მარკუსია, მისი სისწრაფე პეპ გვარდიოლას დიდ პრობლემებს შეუქმნის დაცვაში.

ვფიქრობ რომ ამ თამაშში გუნდები ერთმანეთის შეჩერებას ვერ შეძლებენ. მარკუს რეშფორდის განეიტრალება ძალიან რთული იქნება, თუმცა "სიტის" აგუერო, სანე, კევინ დე ბრუინი და რაჰიმ სტერლინგი ჰყავს, ისინი კი გატანას ყოველთვის ახერხებენ. ორივე გუნდს სამი ქულა სჭირდება, ასე რომ უხვგოლიანი მატჩი გველის."
- დაასრულა ექსპერტმა.

პოლ მერსონის საბოლოო პროგნოზი ასეთია: "მანჩესტერ სიტი" 3 - 3 "მანჩესტერ იუნაიტედი"

შეგახსენებთ, რომ მატჩი "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, 27 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო: SkySports
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
26 აპრილი 2017 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მამდენი გოლის გამტანი არც ისენი არიან და არც ჩვენები ამიტო მინიმალური ანგარიში ჩვენ სასარგებლოთ 1- 2 ან 0-1
0
№12
ავტორი: Phil Jones
26 აპრილი 2017 19:57
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ერთ რამეში მართალია ვინც წააგბს შანსი არ ენება. 6 ქულიანი თამაშია და ლუზერპულის წაგებამ ამ თამაშში ფრის საშუალება მისცა ამ გუნდებს ასე რმ შეიძლება ნიჩიაც დამთავრდეს, მაგრამ 3-3 ბევრია, მააქსიმუმ 2-2, მე დაჟე 0-0ც მგნია
0
№13
ავტორი: Temuri miminoshvili
26 აპრილი 2017 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
Moutmenlad velodebi sitis qafarchakebas
0
№14
ავტორი: Temo-Mu
26 აპრილი 2017 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
აუ ამას რა უნდა ვაფშე wink ამაზე უკეთ პროგნოზებს მე გავაკეთებ. ამ თამაშში მაქსიმუმ 3 გოლი გავა თუ ჩვენ გავიტანეთ პირველებმა მერე ნახეთ თქვენ დაცვა და მეორეც თუ მივუყოლეთ ხომ ვაფშე
0
№15
ავტორი: gache1991
26 აპრილი 2017 22:48
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
arcerti gundi ar ityvis preze uars.luzeris wagebam orive gunds mitumetes sitis magis upleba mica.aramgonia bevri goli gavides mousgan kidev velodebi surprizs tumca pre ar iqneba cudi
0
№16
ავტორი: Dato kutaisi
27 აპრილი 2017 07:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
"ბორია გადაეტ".ამის ნაბოდვარს რო ვკითხულო ბოშა ქალი მახსენდება თუთიყუშით რომ დადის და მარჩიელობს ბორია გადაეტ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top