თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2017, 11:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2670,
კომენტარები: 12
მოურინიოს მოწოდება ინგლისელ მცველებს
მოურინიომ ჯონსსა და სმოლინგს მიმართა.
მოურინიოს მოწოდება ინგლისელ მცველებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ტრავმირებულ მცველებს, კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს მოუწოდა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქარონ და ფორმაში მალე დაბრუნდნენ.

"ანდერლეხტთან" მატჩში "წითელ ეშმაკებს" მარკოს როხოც დაუშავდათ და როგორც მოსალოდნელია, არგენტინელი სექტემბრამდე ვეღარ შეძლებს თამაშს, რაც მოურინიოს გუნდს დაცვაში სერიოზულ პრობლემებს უჩენს.

მოურინიოს მოწოდება ინგლისელ მცველებს


ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ჟოზემ ჯონსსა და სმოლინგს გუნდის დასახმარებლად გარისკვისკენ მოუწოდა.

"ვფიქრობ, ახლა ჯონსისა და სმოლინგის დროა, რომ მამაცები იყვნენ და გარისკონ, რადგანაც გუნდისთვის ყველაფერზე უნდა იყო წამსვლელი. სასწაულები არ ხდება. სასწაულს არც ველოდები, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ამ განსაკუთრებული სულისკვეთების მქონე ფეხბურთელი მოსალოდნელზე ადრე ბრუნდება. მაისის შუა რიცხვების ნაცვლად მათ მაისის დასაწყისში შეუძლიათ დაბრუნება. მათ ადგილას მე ხვალვე ჩავდგებოდი ფორმაში",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2017 16:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როხო მართლა დიდი დანაკლისია, ბოლო პერიოდში კარგად ათამაშდა
0
№12
ავტორი: stepno
23 აპრილი 2017 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ ოღონდ ეხლაა არ დავკარგოთ ყველაფერიი გთხოოვთ არ გამაგიჟოთ რაააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top