თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2017, 11:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2672,
კომენტარები: 12
მოურინიოს მოწოდება ინგლისელ მცველებს
მოურინიომ ჯონსსა და სმოლინგს მიმართა.
მოურინიოს მოწოდება ინგლისელ მცველებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ტრავმირებულ მცველებს, კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს მოუწოდა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქარონ და ფორმაში მალე დაბრუნდნენ.

"ანდერლეხტთან" მატჩში "წითელ ეშმაკებს" მარკოს როხოც დაუშავდათ და როგორც მოსალოდნელია, არგენტინელი სექტემბრამდე ვეღარ შეძლებს თამაშს, რაც მოურინიოს გუნდს დაცვაში სერიოზულ პრობლემებს უჩენს.

მოურინიოს მოწოდება ინგლისელ მცველებს


ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ჟოზემ ჯონსსა და სმოლინგს გუნდის დასახმარებლად გარისკვისკენ მოუწოდა.

"ვფიქრობ, ახლა ჯონსისა და სმოლინგის დროა, რომ მამაცები იყვნენ და გარისკონ, რადგანაც გუნდისთვის ყველაფერზე უნდა იყო წამსვლელი. სასწაულები არ ხდება. სასწაულს არც ველოდები, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ამ განსაკუთრებული სულისკვეთების მქონე ფეხბურთელი მოსალოდნელზე ადრე ბრუნდება. მაისის შუა რიცხვების ნაცვლად მათ მაისის დასაწყისში შეუძლიათ დაბრუნება. მათ ადგილას მე ხვალვე ჩავდგებოდი ფორმაში",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GRIEZMANN 7
22 აპრილი 2017 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
აუუ როხო

ჯონსი მაინც დაბრუნდეს
0
№2
ავტორი: shotkin
22 აპრილი 2017 11:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მაგარი კაცია მოუ. ისე დავაკვირდი და ხანდახან ისე ლაპარაკობს თითქოს ფეხბურთელებს მონდომებას უწუნებს,შოუზეც ძაან ისე ილაპარაკა სულ გადაკვრით მიანიშნა ყველაფერი და ეხლაც, საინტერესო კაცია თავის სტილი აქვს)))) მომწონს
1
№3
ავტორი: rene harrison_
22 აპრილი 2017 11:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ესენი სუფთა ეს მთავრობა არიან. ორივე გასაგდებია, არაფრისმკეთებლები არიან და არაფერში იღებენ ამხელა ხელფასს. თან სუფთა უიგანის დონეები არიან.

როხოზე ცოტა გული მწყდება
1
№4
ავტორი: kaxeti
22 აპრილი 2017 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
რა დროს ეს იყო რა თფუი
0
№5
ავტორი: nugo-nugo
22 აპრილი 2017 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
მალე დაბრუდნით თორე ბლინდის იმედად ჩემი მტერი იყოს.შარშან როხო როდის წავიდოდა ერთი სული მქონდა და ახლა მეწყინა ტრამვა რომ მიიღო შესანიშნავი დუეტია ბაიი როხო.მალე დაბრუნდი როხო love
1
№6
ავტორი: ROI
22 აპრილი 2017 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
აუ ჯინსი მაინც გამოკდეს სასწრაფოდ ტორემ მაგრად გაგვიცჰირდება
0
№7
ავტორი: pere
22 აპრილი 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
სმოლინგი დაბრუნდება მალე რამდენიმე დღის წინ ვიდეო დადო ინდივიდუალურად ვარჯიშობს უკვე. სავარაუდოდ სიტისთან იქნება
0
№8
ავტორი: Phil Jones
22 აპრილი 2017 12:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეხ ჯონსი ჯონსი არაფერი ეშველბა ამ ბიჭს რაა!!! რამხელა ტალანტი იყო არადა გული მწყდება ძალიან, კიდევ გააგრძელებს ეს ტრავმიანობას ((
0
№9
ავტორი: LASHQARA
22 აპრილი 2017 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ჯონსმა ერთ დროს მაგარი ფორმა დაიბრუნა, ერთი 4 თამაში მაგრად ითამაშა, დაჟე იმას ვფიქრობდი მცველი აღარაა საჭირო თქო და რათ გინდა ეგრევე ტრამვა აიკიდა, მართლა შუშისაა ეს ჩემისაა am
0
№10
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2017 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
იმედია როხოს ტრამვა არ იქნება სერიოზული და ბიჭებიც მალე დაბრუნდებიან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top