თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2017, 22:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3131,
კომენტარები: 19
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)
ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. 1/4 ფინალი. მე-2 მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 20 აპრტილი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)
მატჩის დასაწყისი: 23:05, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: მატა, სმოლინგი, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: მხითარიანი, ბაიი ერერა
განაცხადი: De Gea, Romero, O'Hara; Valencia, Rojo, Smalling, Blind, Darmian, Young; Carrick, Herrera, Fellaini, Pogba, Lingard, Mkhitaryan;, Rashford, Ibrahimovic.

ჟოზე მოურინიომ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანი უეინ რუნი, რომელმაც ბოლო ოთხი მატჩი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე მოხვდეს. პორტუგალიელმა ასევე დაადასტურა, რომ მეკარის პოზიციას სერხიო რომერო დაიკავებს. მატა, სმოლინგი და ჯონსი კვლავ ტრავმირებულნი არიან.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

"ანდერლეხტი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: აშამპონგი, დენდონკერი, ანი, ნეტინკი, სოვა, სპაიიჩი, თეოდორჩიკი, კიზე-თელინი, ტილემანსი.
განაცხადი:

[/center]

ბელგიაში გოლის გაშვებამ "იუნაიტედს" საქმე ოდნავ გაურთულა, მაგრამ ინგლისელები იმან უნდა დაამშვიდოს, რომ "ანდერლეხტის" წინააღმდეგ ჩატარებული სამივე საშინაო მატჩი მოიგეს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბელგიური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ოთხივე საშინაო მატჩი მოიგო, "ანდერლეხტს" კი ჯერ არასდროს გაუმაჯრვია ინგლისში.

[center]"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)


წინა შეხვედრები


კლუბები UEFA-ს ტურნირზე მერვე მატჩს ჩაატარებენ და "ანდერლეხტმა" წინა შვიდიდან 2 მატჩი მოიგო. 4 გამარჯვება "იუნაიტედის" ანგარიშზეა, სამი მათგანი კი მანჩესტერში მოიგო.

პირველ მათგანში - 1956 წლის 26 სექტემბერს "მეინ როუდზე" - "ანდერლეხტმა" ევროტურნირზე თავისი უდიდესი მარცხი განიცადა ანგარიშით 0:10.

თუკი ხსენებულ შვიდ მატჩს არ ჩავთვლით, "იუნაიტედი" სულ ერთხელ დაუპირისპირდა ბელგიურ კლუბს. 2015/16 წლების ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდში მანჩესტერელებმა "ბრიუგეს" საერთო ანგარიშით 7:1 სძლიეს. ბელგიაში ჩატარებული მატჩი "წითლებმა" 4:0 მოიგეს.

"ანდერლეხტის" 33 მატჩი ინგლისურ კლუბებთან: მ7 ფ6 წ20. ბელგიელებს ინგლისში სტუმრად ჩატარებული 15 მატჩიდან არცერთი არ მოუგიათ (2ფ 13წ). ბოლოს ინგლსის ჩემპიონატის წარმომადგენელს "ანდერლეხტი" 2015/16 წლების ევროპა ლიგის სეზონში შეხვდა. მაშინ ჯგუფურ ეტაპზე "ვესტ ჰემს" ეთამაშა, რომელთანაც გასვლაზე 1:2 დამარცხდა, მაგრამ იმავე ანგარიშით სახლში იმარჯვა.

"ანდერლეხტის" ორი მატჩი ინგლისელებთან ფინალზე მოდის: 1975/76 წლების თასების თასის ბრიუსელურ ფინალში "ვესტ ჰემს" 4:2 სძლიეს, ხოლო 1983/84 წლების უეფა-ს თასის ორმატჩიან ფინალში საბოლოოდ პენალტების სერიაში დამარცხდა 3:4 (ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)


ფაქტები გუნდების შესახებ


მიმდინარე სეზონში ევროტურნირზე ჩატარებული ხუთივე შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა და გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. "წითლების" წაუგებელი საშინაო სერია 16 მატჩია გრძელდება: მ13 ფ3. უკანასკნელი საშინაო მარცხი 2012/13 წლებში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "რეალთან" განიცადეს.

უეფა-ს თასი/ევროპა ლიგა - ერთადერთია იმ სამ დიდ ევროპულ ტურნირებს შორის, რომელიც "იუნაიტედს" ჯერ კიდევ არ მოუგია. "წითელმა" ეშმაკებმა სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა (1968, 1999, 2008), 1991 წელს კი თასების მფლობელთა თასი აღმართა.

"იუნაიტედის" საუკეთესო შედეგი უეფა-ს თასზე/ევროპა ლიგაზე - მეოთხედფინალია. ამ ეტაპზე 1984/85 წლებში "ეშმაკები" "ვიდეოთონთან" პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

ევროტურნირის მეოთხედფინალში "ანდერლეხტი" უკანასკნელად 1996/97 წლების სეზონში გავიდა. მაშინ ბელგიელებმა ორი მატჩის ჯამში უეფა-ს თასზე "ინტერთან" წააგეს. 1990/91 წლების სეზონში ბრიუსელურმა კლუბმა უეფა-ს თასის ანალოგიურ სტადიაზე სერია ა-ს კიდევ ერთ წარმომადგენელთან, "რომასთან" წააგო.


კავშირი გუნდებს შორის და სხვა ფაქტები


ბრიუსელიდან მანჩესტერამდე 550 კილომეტრია.

"იუნაიტედის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, "სელტას" ფორვარდმა იაგო ასპასმა და "ანდერლეხტის" შემტევმა თეოდორჩიკმა ჯგუფური ეტაპის დაწყების შემდეგ 5-5 გოლი გაიტანეს ტურნირზე და 1/4 ფინალისტებს შორის ლიდერობენ. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიას კი "ზენიტის" ფლეიმეიქერი ჟულიანო და "რომას" ფორვარდი ედინ ჯეკო ლიდერობენ 8 გოლით.

2013 წლის ოქტომბერში იბრაჰიმოვიჩმა პოკერი შეასრულა და მისმა "პარი სენ-ჟერმენმა" "ანდერლეხტი" 5:0 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით მატჩში. საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა, შვედმა კი კვლავ გაიტანა.

1/4 ფინალში სამი შვედი გავიდა - მოცემული წყვილიდან იბრაჰიმოვიჩი და "ანდერლეხტის" თავდამსხმელი კიზე-თელინი წარმოადგენენ ამ ქვეყანას, მათ კი "სელტას" რიგებიდან იონ გვიდეტი უერთდება, რომლებსაც შანსი აქვთ, სამშბოლოში ითამაშონ ტურნირის ფინალი.

მარუან ფელაინის ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული "ანდერლეხტის" წინააღმდეგ, როცა "სტანდარდში" ასპარეზობდა. ამ მატჩებში მისმა გუნდმა ორჯერ მოიგო, 1 წააგო და ერთხელ ფრე ითამაშა.

"იუნაიტედი" ევროტურნირებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით "ანდერლეხტს" ჩამორჩება (337 - 389), მაგრამ გამარჯვება ინგლისელებს უფრო მეტი აქვთ - 178:173.

"ანდერლეხტი" პირველ ადგილზე იმყოფება ევროტურნირზე განცდილი მარცხების რაოდენობით - 134. უეფა-ს ტურნირებზე გაშვებული გოლების რაოდენობით ბელგიელები მხოლოდ "რეალს" ჩამორჩებიან - 504 / 550

გუნდების მწვრთნელები

ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.

ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.

მოურინიო ორჯერ დაუპირისპირდა "ანდერლეხტს" 2005/06 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებში. მისმა "ჩელსიმ" ორი გამარჯვება მოიპოვა - 1:0 სახლში და 2:0 გასვლაზე.

რენე ვაილერი "ანდერლეხტში" პირველ სეზონს ატარებს. 2014 წლიდან 2016 წლამდე იგი "ნიურნბერგს" წვრთნიდა. უფრო ადრე მან შვეიცარიაში გაითქვა სახელი, სადაც "შაფჰაუზენსა" და "არაუს" წვრთნიდა.

პენალტები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედის" პენალტების სერია UEFA-ს ტურნირებზე: მ1, წ2

წაგება:

5-4 სტუმრად "ვიდეოთონთან" (უნგრეთი) – UEFA-ს თასის მეოთხედფინალი 1984-85
4-3 სტუმრად "ტორპედოსთან" (რუსეთი) – UEFA-ს თასის პირველი რაუნდი 1992-93.

მოგება:

6-5 ნეიტრალურ მოედანზე "ჩელსის" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2007-08.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

"ანდერლეხტი"


"ანდერლეხტმა" ევროტურნირზე ჩატარებული სამივე პენალტების სერია წააგო.

1:4, სტუმრად "ბარსელონასთან" (თასების მფლობელთა თასის მეორე წრე - 1978/79)

3:4, სტუმრად "ტოტენჰემთან" (უეფა-ს თასის ფინალი - 1983/84)

2:3, სახლში "პარტიზანთან" (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდი - 2010/11)


გუნდების ბოლო შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატში:


04.03.2017. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" 2-0 (რეშფორდი 7; ერერა 49')

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვალენსია, ბაიი, როხო, დარმიანი. პოგბა, ერერა, ლინგარდი (კერიკი 60), ფელაინი, იანგი (ფოსუ-მენსა), რეშფორდი (იბრაჰიმოვიჩი 83)

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 60 ქულა.

12.03.2017. "ოსტენდე" - "ანდერლეხტი" 0-1

მდგომარეობა ჩემპიონატში: 1-ლი ადგილი, 61 ქულა.
მატჩის წინ
19 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
20 აპრილი 2017 09:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
ფრანგულმა კლუბმა 2 წლიანი ბანი მიიღო. ის ამ დროის განმავლობაში ვერ ითამაშებს ვერცერთ ევროტურნირზე და გარდა ამისა მოუწევს 100 ათასი ევროს გადახდა ჯარიმის სახით. ბუნებრივია, რომ ეს უდიდესი დარტყმა იქნება “ლიონისთვის“.-ბიჭებო ეს სიმართლეაა?და თუ სიმართლეა,ანუ ლიონი ვეღარ გააგრძელებს ასპარეზს ევროპა ლიგაზე?


მე 1 წელი ვიცოდი, ლიონსაც მიცეს და ბეშიქთაშსაც ეგ ბანი, მაგრამ არ ვიცი მიმდინარეზე ტურნიზე ვრცელდება თუ არა, წელს რაც არ უნდა ქნან, მომავალ წელს ვერც ევროპაზე ითამაშებე და ვერც ლიგაზე, მაგრამ არამგონია ახლა შეაწყვეტინონ თამაში, თუ რამე იდიოტობა არ ქნეს კიდე wink
0
№12
ავტორი: LASHQARA
20 აპრილი 2017 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: JuanMata
ციტატა: Lalana
ფრანგულმა კლუბმა 2 წლიანი ბანი მიიღო. ის ამ დროის განმავლობაში ვერ ითამაშებს ვერცერთ ევროტურნირზე და გარდა ამისა მოუწევს 100 ათასი ევროს გადახდა ჯარიმის სახით. ბუნებრივია, რომ ეს უდიდესი დარტყმა იქნება “ლიონისთვის“.-ბიჭებო ეს სიმართლეაა?და თუ სიმართლეა,ანუ ლიონი ვეღარ გააგრძელებს ასპარეზს ევროპა ლიგაზე?


მე 1 წელი ვიცოდი, ლიონსაც მიცეს და ბეშიქთაშსაც ეგ ბანი, მაგრამ არ ვიცი მიმდინარეზე ტურნიზე ვრცელდება თუ არა, წელს რაც არ უნდა ქნან, მომავალ წელს ვერც ევროპაზე ითამაშებე და ვერც ლიგაზე, მაგრამ არამგონია ახლა შეაწყვეტინონ თამაში, თუ რამე იდიოტობა არ ქნეს კიდე wink

და რაზე დაისაჯნენ ??
0
№13
ავტორი: gache1991
20 აპრილი 2017 10:21
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
juneit chaqiri iyo eg wyeuli nani ro gaagdo:))turqi

juneit chaqiri iyo eg wyeuli nani ro gaagdo:))turqi
0
№14
ავტორი: Phil Jones
20 აპრილი 2017 13:18
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: giorgisamnidze99
ეჰ ის დღე არ დამავიწყდება რეალმა რო გამოგვთიშა 2013 წელს რონალდო რო არა ვეჯექით თავზე იანგი რო იანგი ის ფრინავდა რეალთან ნანის გაგდება კიდე და კოზირი რეალის აღმოჩნდა და კი გავიდნენ თორე ჩვენ რო გავსულიყავით დორტმუნდთან არ წავაგებდით და ფინალსაც ვითამაშებდით ბავარიასთან

რონალდო კიარა ჩაქირი რო არა!! მაგ მსაჯს ეხალაც სადმე თამაშზე რო ვხედავ სასტიკად ვაგინებ, არასდროს დამავიწყდება, თანაც თვითერზე რეალის ფალოუერია, რაც არ შეიძLება და რა ქნა უეფამ???!! უბრალოდ მიუთითეს რომ არ შეეძლო, ამათი პლატინი და მაფიოზი.... იმენნა მარტო იუნაიტედზე არაა საუბარი ინგლისურ ფეხბურთს ერჩიან ეს ფაქტია და მილიონი დამადასტურებელი ფაქტია ამაზე... ძაან შევყევი ეხლა, უბრალოდ ეგ თამაშI რო მახსენდება სულ ასე ვარ ))))))
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2017 13:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხარისხიან ფეხბურთს ველოდები შესაბამისი შედეგით
0
№16
ავტორი: Lalana
20 აპრილი 2017 13:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
მე 1 წელი ვიცოდი, ლიონსაც მიცეს და ბეშიქთაშსაც ეგ ბანი, მაგრამ არ ვიცი მიმდინარეზე ტურნიზე ვრცელდება თუ არა, წელს რაც არ უნდა ქნან, მომავალ წელს ვერც ევროპაზე ითამაშებე და ვერც ლიგაზე, მაგრამ არამგონია ახლა შეაწყვეტინონ თამაში, თუ რამე იდიოტობა არ ქნეს კიდე

მე რაც წავიკითხე ორი იყო და აბა რას გაუგებთ მაგათ.:დდ იმ შემთხვევაშ თუ დღესაც განმეორდა მსგავსი ინციდენტი ორივე გუნდი მოიხსნებიან ევროპა ლიგიდან აი ასე ეწერა სქაიზე.:დ
ზოგადად ლივერპულის საიტზე არ შევდივარ ხოლმე,მაგრამ კლოპის განცხადება იდო ჩვენ შანსებზე ევროპა ლიგაზე და აი კომენტარები იყო რაღაც სასწაული. recourse
0
№17
ავტორი: ROI
20 აპრილი 2017 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
დგეს ადერლეხტი განადგურდება:*
0
№18
ავტორი: gache1991
20 აპრილი 2017 15:47
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეგ ბანი [ირობითია დღევანდელ თამაშებში თუ ვერ დააწყნარებენ ბალეშიკებს მაგ შემთხვევაში შევა ძალაში..ძაან მეეჭვება თურქებმა თავის შეკავება იცოდნენ:)) უკვე შეუთვალეს მოედანი თავზე დაგემხობათო:D:D:D იქნება სალუტების წვიმა:D:D:Dმტერს არ ვუსურვებდი მანდ ჩასვლას ეხლა:D:D
0
№19
ავტორი: JuanMata
21 აპრილი 2017 15:38
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: LASHQARA

და რაზე დაისაჯნენ ??



გულშემატკივებმა დაცხეს ერთმანეთს, 1 საათის დაგვიანებით დაიწყო პირველი თამაში.

ციტატა: Lalana

მე რაც წავიკითხე ორი იყო და აბა რას გაუგებთ მაგათ.:დდ იმ შემთხვევაშ თუ დღესაც განმეორდა მსგავსი ინციდენტი ორივე გუნდი მოიხსნებიან ევროპა ლიგიდან აი ასე ეწერა სქაიზე.:დ
ზოგადად ლივერპულის საიტზე არ შევდივარ ხოლმე,მაგრამ კლოპის განცხადება იდო ჩვენ შანსებზე ევროპა ლიგაზე და აი კომენტარები იყო რაღაც სასწაული. recourse


ლივერპულის ფანები კარგს რას დაწერდენ wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top