თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2017, 22:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3124,
კომენტარები: 19
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)
ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. 1/4 ფინალი. მე-2 მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 20 აპრტილი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)
მატჩის დასაწყისი: 23:05, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: მატა, სმოლინგი, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: მხითარიანი, ბაიი ერერა
განაცხადი: De Gea, Romero, O'Hara; Valencia, Rojo, Smalling, Blind, Darmian, Young; Carrick, Herrera, Fellaini, Pogba, Lingard, Mkhitaryan;, Rashford, Ibrahimovic.

ჟოზე მოურინიომ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანი უეინ რუნი, რომელმაც ბოლო ოთხი მატჩი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე მოხვდეს. პორტუგალიელმა ასევე დაადასტურა, რომ მეკარის პოზიციას სერხიო რომერო დაიკავებს. მატა, სმოლინგი და ჯონსი კვლავ ტრავმირებულნი არიან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

"ანდერლეხტი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: აშამპონგი, დენდონკერი, ანი, ნეტინკი, სოვა, სპაიიჩი, თეოდორჩიკი, კიზე-თელინი, ტილემანსი.
განაცხადი:

[/center]

ბელგიაში გოლის გაშვებამ "იუნაიტედს" საქმე ოდნავ გაურთულა, მაგრამ ინგლისელები იმან უნდა დაამშვიდოს, რომ "ანდერლეხტის" წინააღმდეგ ჩატარებული სამივე საშინაო მატჩი მოიგეს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბელგიური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ოთხივე საშინაო მატჩი მოიგო, "ანდერლეხტს" კი ჯერ არასდროს გაუმაჯრვია ინგლისში.

[center]"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

წინა შეხვედრები

კლუბები UEFA-ს ტურნირზე მერვე მატჩს ჩაატარებენ და "ანდერლეხტმა" წინა შვიდიდან 2 მატჩი მოიგო. 4 გამარჯვება "იუნაიტედის" ანგარიშზეა, სამი მათგანი კი მანჩესტერში მოიგო.

პირველ მათგანში - 1956 წლის 26 სექტემბერს "მეინ როუდზე" - "ანდერლეხტმა" ევროტურნირზე თავისი უდიდესი მარცხი განიცადა ანგარიშით 0:10.

თუკი ხსენებულ შვიდ მატჩს არ ჩავთვლით, "იუნაიტედი" სულ ერთხელ დაუპირისპირდა ბელგიურ კლუბს. 2015/16 წლების ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდში მანჩესტერელებმა "ბრიუგეს" საერთო ანგარიშით 7:1 სძლიეს. ბელგიაში ჩატარებული მატჩი "წითლებმა" 4:0 მოიგეს.

"ანდერლეხტის" 33 მატჩი ინგლისურ კლუბებთან: მ7 ფ6 წ20. ბელგიელებს ინგლისში სტუმრად ჩატარებული 15 მატჩიდან არცერთი არ მოუგიათ (2ფ 13წ). ბოლოს ინგლსის ჩემპიონატის წარმომადგენელს "ანდერლეხტი" 2015/16 წლების ევროპა ლიგის სეზონში შეხვდა. მაშინ ჯგუფურ ეტაპზე "ვესტ ჰემს" ეთამაშა, რომელთანაც გასვლაზე 1:2 დამარცხდა, მაგრამ იმავე ანგარიშით სახლში იმარჯვა.

"ანდერლეხტის" ორი მატჩი ინგლისელებთან ფინალზე მოდის: 1975/76 წლების თასების თასის ბრიუსელურ ფინალში "ვესტ ჰემს" 4:2 სძლიეს, ხოლო 1983/84 წლების უეფა-ს თასის ორმატჩიან ფინალში საბოლოოდ პენალტების სერიაში დამარცხდა 3:4 (ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

ფაქტები გუნდების შესახებ

მიმდინარე სეზონში ევროტურნირზე ჩატარებული ხუთივე შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა და გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. "წითლების" წაუგებელი საშინაო სერია 16 მატჩია გრძელდება: მ13 ფ3. უკანასკნელი საშინაო მარცხი 2012/13 წლებში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "რეალთან" განიცადეს.

უეფა-ს თასი/ევროპა ლიგა - ერთადერთია იმ სამ დიდ ევროპულ ტურნირებს შორის, რომელიც "იუნაიტედს" ჯერ კიდევ არ მოუგია. "წითელმა" ეშმაკებმა სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა (1968, 1999, 2008), 1991 წელს კი თასების მფლობელთა თასი აღმართა.

"იუნაიტედის" საუკეთესო შედეგი უეფა-ს თასზე/ევროპა ლიგაზე - მეოთხედფინალია. ამ ეტაპზე 1984/85 წლებში "ეშმაკები" "ვიდეოთონთან" პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

ევროტურნირის მეოთხედფინალში "ანდერლეხტი" უკანასკნელად 1996/97 წლების სეზონში გავიდა. მაშინ ბელგიელებმა ორი მატჩის ჯამში უეფა-ს თასზე "ინტერთან" წააგეს. 1990/91 წლების სეზონში ბრიუსელურმა კლუბმა უეფა-ს თასის ანალოგიურ სტადიაზე სერია ა-ს კიდევ ერთ წარმომადგენელთან, "რომასთან" წააგო.

კავშირი გუნდებს შორის და სხვა ფაქტები

ბრიუსელიდან მანჩესტერამდე 550 კილომეტრია.

"იუნაიტედის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, "სელტას" ფორვარდმა იაგო ასპასმა და "ანდერლეხტის" შემტევმა თეოდორჩიკმა ჯგუფური ეტაპის დაწყების შემდეგ 5-5 გოლი გაიტანეს ტურნირზე და 1/4 ფინალისტებს შორის ლიდერობენ. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიას კი "ზენიტის" ფლეიმეიქერი ჟულიანო და "რომას" ფორვარდი ედინ ჯეკო ლიდერობენ 8 გოლით.

2013 წლის ოქტომბერში იბრაჰიმოვიჩმა პოკერი შეასრულა და მისმა "პარი სენ-ჟერმენმა" "ანდერლეხტი" 5:0 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით მატჩში. საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა, შვედმა კი კვლავ გაიტანა.

1/4 ფინალში სამი შვედი გავიდა - მოცემული წყვილიდან იბრაჰიმოვიჩი და "ანდერლეხტის" თავდამსხმელი კიზე-თელინი წარმოადგენენ ამ ქვეყანას, მათ კი "სელტას" რიგებიდან იონ გვიდეტი უერთდება, რომლებსაც შანსი აქვთ, სამშბოლოში ითამაშონ ტურნირის ფინალი.

მარუან ფელაინის ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული "ანდერლეხტის" წინააღმდეგ, როცა "სტანდარდში" ასპარეზობდა. ამ მატჩებში მისმა გუნდმა ორჯერ მოიგო, 1 წააგო და ერთხელ ფრე ითამაშა.

"იუნაიტედი" ევროტურნირებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით "ანდერლეხტს" ჩამორჩება (337 - 389), მაგრამ გამარჯვება ინგლისელებს უფრო მეტი აქვთ - 178:173.

"ანდერლეხტი" პირველ ადგილზე იმყოფება ევროტურნირზე განცდილი მარცხების რაოდენობით - 134. უეფა-ს ტურნირებზე გაშვებული გოლების რაოდენობით ბელგიელები მხოლოდ "რეალს" ჩამორჩებიან - 504 / 550

გუნდების მწვრთნელები

ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.

ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.

მოურინიო ორჯერ დაუპირისპირდა "ანდერლეხტს" 2005/06 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებში. მისმა "ჩელსიმ" ორი გამარჯვება მოიპოვა - 1:0 სახლში და 2:0 გასვლაზე.

რენე ვაილერი "ანდერლეხტში" პირველ სეზონს ატარებს. 2014 წლიდან 2016 წლამდე იგი "ნიურნბერგს" წვრთნიდა. უფრო ადრე მან შვეიცარიაში გაითქვა სახელი, სადაც "შაფჰაუზენსა" და "არაუს" წვრთნიდა.

პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"იუნაიტედის" პენალტების სერია UEFA-ს ტურნირებზე: მ1, წ2

წაგება:

5-4 სტუმრად "ვიდეოთონთან" (უნგრეთი) – UEFA-ს თასის მეოთხედფინალი 1984-85
4-3 სტუმრად "ტორპედოსთან" (რუსეთი) – UEFA-ს თასის პირველი რაუნდი 1992-93.

მოგება:

6-5 ნეიტრალურ მოედანზე "ჩელსის" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2007-08.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ანდერლეხტი" (პრევიუ)

"ანდერლეხტი"

"ანდერლეხტმა" ევროტურნირზე ჩატარებული სამივე პენალტების სერია წააგო.

1:4, სტუმრად "ბარსელონასთან" (თასების მფლობელთა თასის მეორე წრე - 1978/79)

3:4, სტუმრად "ტოტენჰემთან" (უეფა-ს თასის ფინალი - 1983/84)

2:3, სახლში "პარტიზანთან" (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდი - 2010/11)

გუნდების ბოლო შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატში:

04.03.2017. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" 2-0 (რეშფორდი 7; ერერა 49')

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვალენსია, ბაიი, როხო, დარმიანი. პოგბა, ერერა, ლინგარდი (კერიკი 60), ფელაინი, იანგი (ფოსუ-მენსა), რეშფორდი (იბრაჰიმოვიჩი 83)

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 60 ქულა.

12.03.2017. "ოსტენდე" - "ანდერლეხტი" 0-1

მდგომარეობა ჩემპიონატში: 1-ლი ადგილი, 61 ქულა.
მატჩის წინ
19 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
20 აპრილი 2017 01:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ჰანდიკაპით მინდა მოგება ლამაზი ფეხბურთით
0
№2
ავტორი: mesxi
20 აპრილი 2017 01:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
Marsyali rato araris
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
20 აპრილი 2017 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეჰ ის დღე არ დამავიწყდება რეალმა რო გამოგვთიშა 2013 წელს რონალდო რო არა ვეჯექით თავზე იანგი რო იანგი ის ფრინავდა რეალთან ნანის გაგდება კიდე და კოზირი რეალის აღმოჩნდა და კი გავიდნენ თორე ჩვენ რო გავსულიყავით დორტმუნდთან არ წავაგებდით და ფინალსაც ვითამაშებდით ბავარიასთან
1
№4
ავტორი: shotkin
20 აპრილი 2017 01:40
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: giorgisamnidze99

მაგ წელს მაგარ ფორმაში ვიყავით , თან ფერგის ბოლო წელი იყო და ისედაც ფინალიც დაიდებოდა 100%
1
№5
ავტორი: giorgisamnidze99
20 აპრილი 2017 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: shotkin
ციტატა: giorgisamnidze99
ეჰ ის დღე არ დამავიწყდება რეალმა რო გამოგვთიშა 2013 წელს რონალდო რო არა ვეჯექით თავზე იანგი რო იანგი ის ფრინავდა რეალთან ნანის გაგდება კიდე და კოზირი რეალის აღმოჩნდა და კი გავიდნენ თორე ჩვენ რო გავსულიყავით დორტმუნდთან არ წავაგებდით და ფინალსაც ვითამაშებდით ბავარიასთან

მაგ წელს მაგარ ფორმაში ვიყავით , თან ფერგის ბოლო წელი იყო და ისედაც ფინალიც დაიდებოდა 100%

თან 2008 წელი გამეორდებოდა პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა 2013 პრემიერ ლიგა ჩვენი გახდა და იმ არასწორმა მსაჯმა გაგვიფუჭა ყველაფერი იმენა ეგ რო მახსენდება არ იყო ნანი 100 % გასაგდები ეგ არასოდეს არ დამავიწყდება ისეთი შეცდომა დაუშვესსს იგივე გამეორდა ახაც ბავარია რეალის თამაშსზე ორი აპსოლიტური თამაშგარე და ორივე ჩათვალეს მერე ვიდალი კი არ თამაშობდა ყვითლის მერეც ფრთხილათ მარა სუპთა ართმევის დრო გააძევააა
0
№6
ავტორი: Lalana
20 აპრილი 2017 02:10
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ფრანგულმა კლუბმა 2 წლიანი ბანი მიიღო. ის ამ დროის განმავლობაში ვერ ითამაშებს ვერცერთ ევროტურნირზე და გარდა ამისა მოუწევს 100 ათასი ევროს გადახდა ჯარიმის სახით. ბუნებრივია, რომ ეს უდიდესი დარტყმა იქნება “ლიონისთვის“.-ბიჭებო ეს სიმართლეაა?და თუ სიმართლეა,ანუ ლიონი ვეღარ გააგრძელებს ასპარეზს ევროპა ლიგაზე?
0
№7
ავტორი: shotkin
20 აპრილი 2017 02:27
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Lalana
ფრანგულმა კლუბმა 2 წლიანი ბანი მიიღო. ის ამ დროის განმავლობაში ვერ ითამაშებს ვერცერთ ევროტურნირზე და გარდა ამისა მოუწევს 100 ათასი ევროს გადახდა ჯარიმის სახით. ბუნებრივია, რომ ეს უდიდესი დარტყმა იქნება “ლიონისთვის“.-ბიჭებო ეს სიმართლეაა?და თუ სიმართლეა,ანუ ლიონი ვეღარ გააგრძელებს ასპარეზს ევროპა ლიგაზე?

სად წაიკითხე?))რომც იმსახურებდეს სასჯელს ლიონს ამ წუთას არავინ მოხსნის ტურნირიდან ამგის შანსი არაა) და თუ მაინდამაინც მაქსიმუმ სამომავალწლოდ დაეკისროს ეგ ვალდებულება მარა არა ეხლა))

ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: shotkin
ციტატა: giorgisamnidze99
ეჰ ის დღე არ დამავიწყდება რეალმა რო გამოგვთიშა 2013 წელს რონალდო რო არა ვეჯექით თავზე იანგი რო იანგი ის ფრინავდა რეალთან ნანის გაგდება კიდე და კოზირი რეალის აღმოჩნდა და კი გავიდნენ თორე ჩვენ რო გავსულიყავით დორტმუნდთან არ წავაგებდით და ფინალსაც ვითამაშებდით ბავარიასთან

მაგ წელს მაგარ ფორმაში ვიყავით , თან ფერგის ბოლო წელი იყო და ისედაც ფინალიც დაიდებოდა 100%

თან 2008 წელი გამეორდებოდა პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა 2013 პრემიერ ლიგა ჩვენი გახდა და იმ არასწორმა მსაჯმა გაგვიფუჭა ყველაფერი იმენა ეგ რო მახსენდება არ იყო ნანი 100 % გასაგდები ეგ არასოდეს არ დამავიწყდება ისეთი შეცდომა დაუშვესსს იგივე გამეორდა ახაც ბავარია რეალის თამაშსზე ორი აპსოლიტური თამაშგარე და ორივე ჩათვალეს მერე ვიდალი კი არ თამაშობდა ყვითლის მერეც ფრთხილათ მარა სუპთა ართმევის დრო გააძევააა

ზოგადად ესპანურ გუნდებს მაგრად ქაჩავენ უეფადან და მაგარი პაძეშკა აქვთ, ამასწინათ ლიგის ჟურნალი როა გადაცემა მანდ ვუსმენდი არმახსოვს ვინიყო ზუსტად და იტოკში ძველი ფეხბურთელი იყო და თქვა რო უეფას დელეგაციაში არიან ისეთი პირები ვინც მსოფლიო დონის ფეხბურთელებად თვლიან მარტო მათ ვისაც წარმატება ესპანეთში ან იტალიაში მიუღწევიაო)) იმიტორო მანდ რთულია თამაში უფროტ ექნიკური ფეხბურთია და ზოგადად თვლიან რო თუ გინდა დიდი სახელი მოიხვეჭო ან იტალიაში უნდა გაითქვა სახელი ან ესპანეთშიო, ხოდა როდაფიქრდე კაცს ამით წამოცდა ის რო პრიორიტეტს უეფა მაგ ქვეყნების გუნდს ანიჭებს და არ არის გასაკვირი რო ბარსას პსჟ-სთან გამოგონილ პენლებს უდებენ და რეალი ძალით გაყავთ მერამდენედ უკვე , ჯერ ჩვენთან ხო ძალით გაიყვანეს რეალი, მერე შარშან ხო ფინალამდე მეტოქე არ ყოლია ისეთი კალენდარი ჩაუწყეს და ეხლა კიდე ბავარიასთან)))) და ამის მერე უფრო მჯერა ამ კაცის სიტყვების, ბარსას მაგალითი ავიღოთ ჩელსისთან თუნდაც რო გააგდეს ))) აი ინგლისურ გუნდს დახმარებია მსაჯი ეგეთ დიდ თამაშებში??? არასდროს 18 წელია ფეხბურთს ვუყურებ და არასდროს. ხოდა ვფიქრობ მართალი იბაზრა იმ კაცმა კიარადა შემთხვევით სიმართლე წამოცდა))
0
№8
ავტორი: Lalana
20 აპრილი 2017 02:59
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: shotkin
სად წაიკითხე?))რომც იმსახურებდეს სასჯელს ლიონს ამ წუთას არავინ მოხსნის ტურნირიდან ამგის შანსი არაა) და თუ მაინდამაინც მაქსიმუმ სამომავალწლოდ დაეკისროს ეგ ვალდებულება მარა არა ეხლა))

სქაიზეც ეწერა და ასევე ბიბისიმაც დაწერა მაგის შესახებ

რაც შეეხება ბაიერნისა და რეალის თამაშს კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არაროფესიონალები მსაჯობენ და ეს მხოლოდ დიდ თამაშებში არ გამოიხატება,ყველგან სადაც არ უნდა ნახოთ აბსოლიტურად მასეა.კონკრეტულად მაგ ურთიერთ შეხვედრას რაც შეეხება,უმეტესად რეალს დაეხმარნენ მაგრამ ზოგადად რეალის წინააღმდეგაც შეცდნენ,თუნდაც დადებული პენალტი,თუნდაც რამოსის ავტო გოლი როდესაც გადაცემა ლევანდოვსკიზე კეთდებოდა და ის თამაშგარეში იყო.აი ვიდალის მომენტს რაც შეეხება საწითლე იყო,თავიდან მეც არ მეგონა,მაგრამ ვნახე ვიდეოები სადაც პირველად ვიდალი ასენსიოს ეხება და შემდეგ ბურთს.უბრალოდ გავიმეორებ ეს მსაჯების არაპროფესიონალობაზე მეტყველებს და სამწუხაროდ აუცილებელია ვიდეო რეფერის შემოღება,სამწუხარო იმიტომ არის,რადგან დინამიურ თამაშებში ეს მატჩების შეჩერებასა და ამ დინამიურობის დაქვეითებას გამოიწვევს,ამ მხრივ კი ნამდვილად არ არის კარგი.
0
№9
ავტორი: LASHQARA
20 აპრილი 2017 08:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ძალიან დაერხა ანდერლეხტს, ძალიან უბედური შედეგი იქნება, ინანებენ აქამდე რომ გამოვიდნენ wink love am
0
№10
ავტორი: GRIEZMANN 7
20 აპრილი 2017 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
მოკლედ ჟოზეს ვანგაალია ტრანსფერები არევასებაა მარსიალის ჯერიაა ისნია რო ფორმაში არაა მაგრამ მაინც მარსიალიაა

ოოხ რეალის დედაც არმინდა რო მოიგონ 12 ჯერ მოიგეს უკვეე მონაკო ისე ლამაზად თამაშობს მონაკო მინდაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top