თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2017, 20:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2472,
კომენტარები: 14
იანგი: "ვამაყობ კაპიტნის სტატუსით"
ეშლი იანგი მოურინიოს გადაწყვეტილებით ამაყობს.
იანგი:
ეშლი იანგი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის სამკლაურის პირველად მორგება მისთვის სიამაყის მიზეზია.

უეინ რუნის, მაიკლ კერიკისა და კრის სმოლინგის არყოფნაში 31 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოსგან კაპიტნის სამკლაური მიიღო და მწვრთნელს ამაგი ტიპიური ენერგიული, მარცხენა ფლანგზე გამოჩენილი თავდადებით გადაუხადა.

93-ე წუთზე მოედანზე ადგილის ტიმოთი ფოსუ-მენსასთვის დათმობის შემდეგ იანგს "იუნაიტედის" გულშემატკივარი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს, მწვრთნელი კი მას მოედნის კიდეზე ხელის ჩამორთმევით შეხვდა. მატჩის შემდეგ მედიასთან საუბრისას ეშლიმ თავისი გამოცდილება აღწერა.

"კაპიტნობა მატჩის მიმდინარეობისას მრგებია, მაგრამ გუნდის გაძღოლა თავიდანვე ფანტასტიკურია. მთავარი კი მაინც შედეგი იყო. როცა მოედანზე გადიხარ, 11 ლიდერი გყავს, მწვრთნელი კი გვერდიდან აღმოგიჩენს დახმარებას და ცვლილებებს ვახორციელებთ, მთელ მოედანზე ლიდერებს ვიღებთ. ერთად უნდა დავდგეთ, რთული დრო დგას, მაგრამ სწორად უნდა მიუდგე, სწორი მანერით. როცა 11 ლიდერი გყავს, მთელ მოედანზე დახმარება გაქვს",
- განაცხადა იანგმა.

ახალი წლის შემდეგ იანგი გუნდის რეგულარული წევრი გახდა, რის გამოც მას ჰკითხეს, თუ რა გააკეთა ისეთი, რითაც მწვრთნელის გული მოიგო: "ზუსტად არ ვიცი, მე მხოლოდ ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც იბრძვის. მეც ვიბრძოლე, მეც ვგრძნობდი შიმშილს და წარმატების სურვილს. ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ჩემ შესახებ, მაგრამ მე თავდახრილი ვაგრძელებ შრომას.

ვარჯიშზე ყოველდღე ვშრომობ, გუნდში მოსახვედრად ბევრ რამეს ვაკეთებ და როცა ასეთი კონკურენციაა გუნდში მოსახვედრად, ეს მოტივაციას გმატებს. ვარჯიშს რომ დაესწროთ, დაინახავთ, რომ ისეთს არაფერს ვაკეთებთ, რაც თამაშში არ უნდა გამოვლინდეს. ყველას სურს ამ მაისურზე ჩაბღაუჭება და 100 პროცენტით დახაჯრვა. არც მე ვარ განსხვავებული".


იანგი კარგ ფორმაში იმყოფება და ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ელის თუ არა ინგლისის ნაკრებში დაბრუნებას: "სიმართლე გითხრათ, ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ. ჩემი ქვეყნის წარდგენა ყოველთვის პატივია.

შესაძლოა, ერთი დღე ასეც მოხდეს. მე მხოლოდ "იუნაიტედზე" ვფიქრობ და აქ კარგად თამაში მინდა, მაგრამ თუ გამომიძახებენ, მზად ვიქნები. თუმცა, ეს ინგლისის ნაკრების მწვრთნელის საქმეა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GRIEZMANN 7
19 აპრილი 2017 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ციტატა: Luciferi
ციტატა: GRIEZMANN 7
მე ერერა მინდა კაპიტნად იმენა მხეციაა

გეთანხმები ბრატ ერერა ნამდვილ პატრიოტ მანჩესტერელად იქცა თითოეულ თამაშში ეტყობა ტიპს რო გულით თამაშობს მანჩესტერისთვის ასევე როდესაც გუნდი გოლს იტანს ყველაზე მაგარ გახარებას სწორედ ერერას სახეზე ვხედავ..ესეთი გულიანი იგროკები გვინდა

კაპიტანი ეგეთი ჟილკიანი და მებრძოლი უნდაიყოს მე ყველაზე ძაან ეს ბიჭი მიყვარს
0
№12
ავტორი: ROI
19 აპრილი 2017 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ვახ როი კინი იყო ნამდვილი კაპიტანი:*
0
№13
ავტორი: Lalana
19 აპრილი 2017 16:16
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: giorgi_mg
დემბელე მართლა ძალიან კარგი ბიჭია და დიდი მომავალიც აქვს, მაგრამ სად უნდა დავაყენოთ ეგ რო მოვიყვანოთ?! მარჯვნიდან თამაშბს, თუ მიკის 10_იანზე გადაიყვანს ნუ მაშინ ხო, თუმცა მოუ დარწმუნებული ვარ თუ იყიდის ტყუილად არა
დემბელე+გრიზმანი იფიფიფი კამფეტ

ნუ ბარკლის დრო წავიდა, ზამენისთვის თუ უნდა არ ვიცი მარა ეგ ჩვენ ზამენებსაც არ ჯობია ჩემი აზრით

ასევე ცენტრ ფორვარდადაც შეუძლია თამაში.უნივერსალია და ძალიან მომწონს დემბელე,ახალგაზრდებში ერთ-ერთი ჩემი ფავორიტიაა და შესანიშნავი ტალანტია.ბარკლის ყიდვას კი აზრი არ აქვს,პირველი იმიტომ რომ ევერტონი საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს და დღეს კი ბარკლი აღარ არის ის მოთამაშე რომლისთვისაც ღირს დიდი თანხის გადახდა.
0
№14
ავტორი: Iunaitedi
19 აპრილი 2017 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Valensia rato araaa.? Kapitani
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top