თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2017, 20:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 14
იანგი: "ვამაყობ კაპიტნის სტატუსით"
ეშლი იანგი მოურინიოს გადაწყვეტილებით ამაყობს.
იანგი:
ეშლი იანგი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის სამკლაურის პირველად მორგება მისთვის სიამაყის მიზეზია.

უეინ რუნის, მაიკლ კერიკისა და კრის სმოლინგის არყოფნაში 31 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოსგან კაპიტნის სამკლაური მიიღო და მწვრთნელს ამაგი ტიპიური ენერგიული, მარცხენა ფლანგზე გამოჩენილი თავდადებით გადაუხადა.

93-ე წუთზე მოედანზე ადგილის ტიმოთი ფოსუ-მენსასთვის დათმობის შემდეგ იანგს "იუნაიტედის" გულშემატკივარი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს, მწვრთნელი კი მას მოედნის კიდეზე ხელის ჩამორთმევით შეხვდა. მატჩის შემდეგ მედიასთან საუბრისას ეშლიმ თავისი გამოცდილება აღწერა.

"კაპიტნობა მატჩის მიმდინარეობისას მრგებია, მაგრამ გუნდის გაძღოლა თავიდანვე ფანტასტიკურია. მთავარი კი მაინც შედეგი იყო. როცა მოედანზე გადიხარ, 11 ლიდერი გყავს, მწვრთნელი კი გვერდიდან აღმოგიჩენს დახმარებას და ცვლილებებს ვახორციელებთ, მთელ მოედანზე ლიდერებს ვიღებთ. ერთად უნდა დავდგეთ, რთული დრო დგას, მაგრამ სწორად უნდა მიუდგე, სწორი მანერით. როცა 11 ლიდერი გყავს, მთელ მოედანზე დახმარება გაქვს",
- განაცხადა იანგმა.

ახალი წლის შემდეგ იანგი გუნდის რეგულარული წევრი გახდა, რის გამოც მას ჰკითხეს, თუ რა გააკეთა ისეთი, რითაც მწვრთნელის გული მოიგო: "ზუსტად არ ვიცი, მე მხოლოდ ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც იბრძვის. მეც ვიბრძოლე, მეც ვგრძნობდი შიმშილს და წარმატების სურვილს. ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ჩემ შესახებ, მაგრამ მე თავდახრილი ვაგრძელებ შრომას.

ვარჯიშზე ყოველდღე ვშრომობ, გუნდში მოსახვედრად ბევრ რამეს ვაკეთებ და როცა ასეთი კონკურენციაა გუნდში მოსახვედრად, ეს მოტივაციას გმატებს. ვარჯიშს რომ დაესწროთ, დაინახავთ, რომ ისეთს არაფერს ვაკეთებთ, რაც თამაშში არ უნდა გამოვლინდეს. ყველას სურს ამ მაისურზე ჩაბღაუჭება და 100 პროცენტით დახაჯრვა. არც მე ვარ განსხვავებული".


იანგი კარგ ფორმაში იმყოფება და ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ელის თუ არა ინგლისის ნაკრებში დაბრუნებას: "სიმართლე გითხრათ, ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ. ჩემი ქვეყნის წარდგენა ყოველთვის პატივია.

შესაძლოა, ერთი დღე ასეც მოხდეს. მე მხოლოდ "იუნაიტედზე" ვფიქრობ და აქ კარგად თამაში მინდა, მაგრამ თუ გამომიძახებენ, მზად ვიქნები. თუმცა, ეს ინგლისის ნაკრების მწვრთნელის საქმეა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: nugo-nugo
18 აპრილი 2017 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ჯერ ფელაინი იყო კაპიტანი ახლა ეს და ანდერლეხტთან დარმიანი რო დავინხაო კაპიტნის სმაკლაურით ან ლინგარდი გულის შეტევით მოვკვდები
5
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2017 20:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჩელსისთან კარგად ითამაშა ეშლიმ, სათადარიგო ფეხბურთელის პირობაზე მშვენიერი მოთამაშეა, თვითონ თუ აკმაყოფილებს ეს სტატუსი ესაა საქმე
1
№3
ავტორი: Phil Jones
18 აპრილი 2017 21:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
საერთოდ არ გამკვირვებია, იმ შემადგენლობიდან ყველაზე გამოცდილი მანჩესტერელი ეს იყო და პლიუს მოურინიომ ზუსტად იცის მსგავსი ხრიკები, მაგ კაპიტნობით 10-20 პროცენტით მეტი თავდაჯერებულობა და ხარისხით ათამაშა.
0
№4
ავტორი: stepno
18 აპრილი 2017 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
თავდადება არ აკლია ამ კაცს მაგრამ კიდე ერთხელ ვიძახიი! იმედიაა შემდეგ სეზონშიც იანგების დარმიანების და ფელაინების იმედზე არ ვიქნებით რაა თორეე ვიბრძოლებთ ისევ საცოდავი მე-4 ადგილისათვის.
0
№5
ავტორი: GRIEZMANN 7
18 აპრილი 2017 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
მე ერერა მინდა კაპიტნად იმენა მხეციაა
0
№6
ავტორი: Lalana
18 აპრილი 2017 21:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ევენინგზე წავიკითხე სიახლეები და ოსმან დემბელეზე მიდის საუბარი,ბენჟამინ მენდისა და ალვარო მორატაზე.აქედან ყველაზე მეტად დემბელეს მოყვანა გამიხარდებოდა,ძალიან კარგი ბიჭია და თან საკმაოდ ახალგაზრდაა,მისი ასაკიდან გამომდინარე მშვენივრად თამშობს.ასევე ბარკლიზეც დაწერა მირორმა და ნამდვილად არ მინდა მაგაში ტყუილად გადაყარონ თანხა.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
18 აპრილი 2017 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Lalana
ევენინგზე წავიკითხე სიახლეები და ოსმან დემბელეზე მიდის საუბარი,ბენჟამინ მენდისა და ალვარო მორატაზე.აქედან ყველაზე მეტად დემბელეს მოყვანა გამიხარდებოდა,ძალიან კარგი ბიჭია და თან საკმაოდ ახალგაზრდაა,მისი ასაკიდან გამომდინარე მშვენივრად თამშობს.ასევე ბარკლიზეც დაწერა მირორმა და ნამდვილად არ მინდა მაგაში ტყუილად გადაყარონ თანხა.

დემბელე მართლა ძალიან კარგი ბიჭია და დიდი მომავალიც აქვს, მაგრამ სად უნდა დავაყენოთ ეგ რო მოვიყვანოთ?! მარჯვნიდან თამაშბს, თუ მიკის 10_იანზე გადაიყვანს ნუ მაშინ ხო, თუმცა მოუ დარწმუნებული ვარ თუ იყიდის ტყუილად არა
დემბელე+გრიზმანი იფიფიფი კამფეტ

ნუ ბარკლის დრო წავიდა, ზამენისთვის თუ უნდა არ ვიცი მარა ეგ ჩვენ ზამენებსაც არ ჯობია ჩემი აზრით
0
№8
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2017 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Sagol eshli ashkarad formashia da imedia kide miecema shansi
0
№9
ავტორი: Vikings
19 აპრილი 2017 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
ციტატა: GRIEZMANN 7
მე ერერა მინდა კაპიტნად იმენა მხეციაა

გეთანხმები ბრატ ერერა ნამდვილ პატრიოტ მანჩესტერელად იქცა თითოეულ თამაშში ეტყობა ტიპს რო გულით თამაშობს მანჩესტერისთვის ასევე როდესაც გუნდი გოლს იტანს ყველაზე მაგარ გახარებას სწორედ ერერას სახეზე ვხედავ..ესეთი გულიანი იგროკები გვინდა
0
№10
ავტორი: GeorgeBest
19 აპრილი 2017 11:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინის კაპიტნობის მერე იანგის კაპიტნობა თუ გამიკვირდებოდა მარტო

ისე ვან გაალმა რაც სმოლინგს კაპიტნობა მისცა იმის მერე გამოცოცხლდა და ვნახოთ აბა wink მაგარი მზე ფეხბურთელია, თუმცა მონდომებას ვერ დაუკარგავ, მეტი არ შეუძლია უბრალოდ და რა ქნას wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top