თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2017, 09:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2164,
კომენტარები: 11
"ანდერლეხტთან" რუნი ვერ ითამაშებს
გუნდის კაპიტანი თამასს კვლავ ვერ შეძლებს.
ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიო უეინ რუნის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რუნიმ "იუნაიტედის" ბოლო ორი მატჩი გამოტოვა და არც იმ გუნდის რიგებშია, რომელიც გუშინ ბრიუსელში გაემგზავრა.

მოურინიო ამ ვითარებას შემდეგი კომენტარით ხსნის: "თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. შრომობს, მაგრამ თავდაჯერებული და ბედნიერი არ არის.

მუხლში გარკვეულ ტკივილს გრძნობდა. ვნახოთ, რა იქნება კვირის ბოლოს, მომდევნო კვირას. ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს და ყველა გვჭირდება, ვინც ხელმისაწვდომია, მაგრამ რუნი ვერ ითამაშებს".


ანტონიო ვალენსიამ ასევე ივარჯიშა გუნდთან ერთად და მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მის თამაშს ელის, ხოლო ერიკ ბაიი და ანდერ ერერა ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ROONEY-RUNI
13 აპრილი 2017 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
შეილება ვეღარ თამაშობს ისე რგორც თამაშობდა მაგრამ რუნის ესე უცებ დავიწყება და იმაზე ფიქრი რო გუნდიდან გაუშვათ არასწორიცააა რუნის მიმართ და დაუფასებლობა. რავი მე არ წარმომიდგენია რო მანჩესტერის ფანს უნდოდეს რუნის წასვლა და ასე უცებ დავიწყება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top