ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიო უეინ რუნის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
რუნიმ "იუნაიტედის" ბოლო ორი მატჩი გამოტოვა და არც იმ გუნდის რიგებშია, რომელიც გუშინ ბრიუსელში გაემგზავრა.
მოურინიო ამ ვითარებას შემდეგი კომენტარით ხსნის: "თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. შრომობს, მაგრამ თავდაჯერებული და ბედნიერი არ არის.
მუხლში გარკვეულ ტკივილს გრძნობდა. ვნახოთ, რა იქნება კვირის ბოლოს, მომდევნო კვირას. ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს და ყველა გვჭირდება, ვინც ხელმისაწვდომია, მაგრამ რუნი ვერ ითამაშებს".
ანტონიო ვალენსიამ ასევე ივარჯიშა გუნდთან ერთად და მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მის თამაშს ელის, ხოლო ერიკ ბაიი და ანდერ ერერა ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.