თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2017, 13:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1877,
კომენტარები: 14
ფელაინი: "ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ"
ფელაინი გუნდს ბრძოლისკენ მოუწოდებს.
ფელაინი:
მარუან ფელაინი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად და ამას ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით დაიწყებს.

ჟოზე მოურინიოს გუნდი დღეს "როსტოვს" დაუპირისპირდება "ოლდ ტრაფორდზე" და პირველ მატჩში მოპოვებული მცირე უპირატესობით სარგებლობას ეცდება.

"იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას ექვსი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩი აქვს თადარიგში.

თუმცა, გუნდს ევროპა ლიგის მოგების გზით შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, რასაც გუნდი დღესვე შეუდგება.

"ორშაბათს "ჩელსისთან" რთული მატჩი გვქონდა - 10 ფეხბურთელი ერთი საათის განმავლობაში. მატჩის მოგება რთული იყო, ჩვენ კი წავაგეთ და მოუთმენლად ველით მომდევნო შეხვედრას. ამ თამაშის მოგება მნიშვნელოვანია.

ლონდონიდან დიდი გზა გამოვიარეთ, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ. ვიცით, როგორც უნდა აღვიდგინოთ ფორმა. გუშინ ცოტა ვივარჯიშეთ. მომდევნო შეხვედრისთვის მზად ვიქნებით.

ყველა ფეხბურთელს, შტაბის წევრსა და გულშემატკივარს სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მომდევნო სეზონში, ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ იქ მოსახვედრად. ამისთვის შესაბამისი შემადგენლობა და ფეხბურთელები გვყავს, თავდაჯერებულები ვართ. ამას ყველა დაინახავს "როსტოვთან" მატჩში. ჩვენი თავის გვჯერა.

ევროპაში კარგ გუნდებს ვეთამაშეთ. პრემიერ ლიგაში ყველა მატჩი რთულია. ამიტომ მატჩიდან მატჩამდე უნდა მივუდგეთ.

ბევრი მატჩი გვქონდა, ყველა ტურნირზე ვთამაშობდით, მაგრამ ყველა მოთამაშე მზად არის. ფიზიკურად კარგად ვართ, კარგი შტაბი და გამოჯანსაღების დეპარტამენტი გვაქვს, ამიტომაც ყველა მზად ვართ. ეს ფეხბურთია - ბევრი მატჩის თამაში ამის ნაწილია."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: niksonpro101
16 მარტი 2017 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
ციტატა: shotkin
გაზაფხული დადგა და აყვავდა ესეც ბრძნული აზრებით

wlis komentari
0
№12
ავტორი: Temo-Mu
16 მარტი 2017 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
მიდი ფელაინი ერთი უნდა შეუგდო love
0
№13
ავტორი: gache1991
16 მარტი 2017 22:57
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დღეს რომა შალკე და რამდენიმე კაი გუნდი გავარდება გენტი-გენკიდან ვინ გავა აზრი არ აქ მაინც..აპოელი-ანდერლეხტიდანაც არანაირი მნიშვნელობა..ბეშიქთაში სელტა აიაქსის დონის გუნდს კი უნდა მოუგო ტურნირის მოგება თუ უნდა გუნდს..არ ვაწყენდა ევროპა ლიგა და მერე სუპერთასზე თუ მონაკოს მოუგებდით
0
№14
ავტორი: shotkin
16 მარტი 2017 23:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: gache1991
დღეს რომა შალკე და რამდენიმე კაი გუნდი გავარდება გენტი-გენკიდან ვინ გავა აზრი არ აქ მაინც..აპოელი-ანდერლეხტიდანაც არანაირი მნიშვნელობა..ბეშიქთაში სელტა აიაქსის დონის გუნდს კი უნდა მოუგო ტურნირის მოგება თუ უნდა გუნდს..არ ვაწყენდა ევროპა ლიგა და მერე სუპერთასზე თუ მონაკოს მოუგებდით

ბაზარი არაა და ერთ რამეს ვინატრებდი რო რომა ლიონიდან გამარჯვებულს ჩვენ სევხვდეთ ბარემ, იმიტორო მაგედა გასული სვვა გუნდებს მარტივად გათელ;ავს და ფინალის მნიშვნელობიდან გამომდინარე პატარა გუნდებიც კი რო სახეს იხევენ , ლიონი ან რომა უფრო აპასნი იქნება და ჯობია თავიდანვე 2 მატცსიანი დაპირისპირებით მოვიშოროთ უფრო მარტიუვიც იქნება და დალშე უკვე ფინალის ჩათვლით ვინც არუნდა შეგვხვდეს უკვე იოლია რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top