თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2017, 13:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1885,
კომენტარები: 14
ფელაინი: "ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ"
ფელაინი გუნდს ბრძოლისკენ მოუწოდებს.
ფელაინი:
მარუან ფელაინი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად და ამას ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით დაიწყებს.

ჟოზე მოურინიოს გუნდი დღეს "როსტოვს" დაუპირისპირდება "ოლდ ტრაფორდზე" და პირველ მატჩში მოპოვებული მცირე უპირატესობით სარგებლობას ეცდება.

"იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას ექვსი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩი აქვს თადარიგში.

თუმცა, გუნდს ევროპა ლიგის მოგების გზით შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, რასაც გუნდი დღესვე შეუდგება.

"ორშაბათს "ჩელსისთან" რთული მატჩი გვქონდა - 10 ფეხბურთელი ერთი საათის განმავლობაში. მატჩის მოგება რთული იყო, ჩვენ კი წავაგეთ და მოუთმენლად ველით მომდევნო შეხვედრას. ამ თამაშის მოგება მნიშვნელოვანია.

ლონდონიდან დიდი გზა გამოვიარეთ, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ. ვიცით, როგორც უნდა აღვიდგინოთ ფორმა. გუშინ ცოტა ვივარჯიშეთ. მომდევნო შეხვედრისთვის მზად ვიქნებით.

ყველა ფეხბურთელს, შტაბის წევრსა და გულშემატკივარს სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მომდევნო სეზონში, ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ იქ მოსახვედრად. ამისთვის შესაბამისი შემადგენლობა და ფეხბურთელები გვყავს, თავდაჯერებულები ვართ. ამას ყველა დაინახავს "როსტოვთან" მატჩში. ჩვენი თავის გვჯერა.

ევროპაში კარგ გუნდებს ვეთამაშეთ. პრემიერ ლიგაში ყველა მატჩი რთულია. ამიტომ მატჩიდან მატჩამდე უნდა მივუდგეთ.

ბევრი მატჩი გვქონდა, ყველა ტურნირზე ვთამაშობდით, მაგრამ ყველა მოთამაშე მზად არის. ფიზიკურად კარგად ვართ, კარგი შტაბი და გამოჯანსაღების დეპარტამენტი გვაქვს, ამიტომაც ყველა მზად ვართ. ეს ფეხბურთია - ბევრი მატჩის თამაში ამის ნაწილია."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
16 მარტი 2017 13:27
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
იმედია გაგიმართლდება იმედები და მანნჩესტერი გავა ისევ ლიგაზე მაგრამ იმედია მეც გამიმართლდება იმედები და შენ ამ გუნდში აღარ იქნები. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: SANDROGRIGA
16 მარტი 2017 13:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იდაყვები მოიმარჯვე მარუან
0
№3
ავტორი: shotkin
16 მარტი 2017 13:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
გაზაფხული დადგა და აყვავდა ესეც ბრძნული აზრებით
0
№4
ავტორი: rene harrison_
16 მარტი 2017 13:57
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
მართალს ამბობს. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე დრო არის. თავისუფლად უნდა ითამაშონ დაღლის გარეშე. თან ამათ პირობები რომ აქვთ... უეჭველი მოსაგები თამაშია
0
№5
ავტორი: ikeoni
16 მარტი 2017 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
მიდი მარუან დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ
1
№6
ავტორი: Mixito
16 მარტი 2017 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
მარუან შენ თუ უნაიტედი გიყვარს ადგები და წახვალ
0
№7
ავტორი: LASHQARA
16 მარტი 2017 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ფელაა თამაშით დაამტკიცე რომ შეგიძლიაა შენი თაური დარტყმა მომენატრაlove am
1
№8
ავტორი: nugo-nugo
16 მარტი 2017 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ჩვენ კი გავალთ მაგრამ შენ არამგონია ლიგაზე გახვიდე wink
0
№9
ავტორი: gaga1987
16 მარტი 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
derpwhy
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
16 მარტი 2017 19:06
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მეტი არ მინდა გოლი არ გაგიტანია დღეს თავით wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top