თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2017, 12:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2068,
კომენტარები: 13
ბაიი: "გულშემატკივრები მე-12 მოთამაშე იქნებიან"
ერიკ ბაიის "ოლდ ტრაფორდზე" მხარდაჭერის იმედი აქვს.
ბაიი:
ერიკ ბაიიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს მე-12 მოთამაშედ ყოფნისკენ მოუწოდა, როცა "ოლდ ტრაფორდს" "როსტოვი" ეწვევა ევროპა ლიგის მატჩისთვის.

"წითლებმა" 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი რუსეთში ფრედ 1-1 დაასრულეს და მასში კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი მონაწილეობას არ იღებდა, რადგანაც "სენტ-ეტიენთან" მატჩში წითელი ბარათის მიღების მიზეზით დისკვალიფიცირებული იყო.

გუნდს ორშაბათს ინგლისის თასის ეგიდით "ჩელსისთან" გამართულ მატჩში დაუბრუნდა, თუმცა გუნდს მარცხისგან თავის არიდებაში ვერ დაეხმარა. სამაგიეროდ, წარმატების მიღწევა შეუძლია ევროპა ლიგაზე, სადაც მომდევნო ეტაპზე გასვლას იმედოვნებს.

2015/16 წლების სეზონში ბაიი "ვილიარეალთან" ერთად ტურნირის ნახევარფინალისტი იყო, ამჯერად კი ჩემპიონობას ეცდება, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.

"ოლდ ტრაფორდზე" გულშემატკივრები მე-12 მოთამაშესავით არიან. ისინი ყოველთვის ყველაფერს გვაძლევენ, სანამ ჩვენთან ერთად ყოფნა შეუძლიათ. კარგია, რომ ორმატჩიანი დუელის ბედი ჩვენს სტადიონზე გადაწყდება, სადაც მაქსიმუმს გავაკეთებთ საჭირო გამარჯვების მოსაპოვებლად და გულშემატკივართა გასაბედნიერებლად.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალიან რთული ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა. ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია მომდევნო ეტაპზე გასვლა და ასე შემდეგ, როცა მატჩის დღე ახლოვდება, კარგად დაწყებისთვის მზად ვართ.

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის მაღალ მიზანს ვისახავთ. გასულ წელს ნახევარფინალში ვიყავი, მაგრამ ეს არ კმარა. თასი არ მოგვიგია და არც ფინალში გავსულვართ, ასე რომ, ჩემთვის ახლა ბოლომდე მისვლის საკითხი დგას. ადრეც ვთქვი, რომ ამ ტურნირზე მთელი რიგი სიურპრიზები გვხვდება, ამიტომაც პირველ ყოვლისა, "როსტოვზე" უნდა ვიფიქროთ და მერე უფრო შორეულ მიზნებზეც",
- განაცხადა მცველმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Mixito
16 მარტი 2017 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ბაილი ამ ბოლოს არა სასტარტოში და მაგიტო იმედია დაყენებს ბოლომდე მცველების ასე შეცვლა არ შეილება რო ვიძახით როხოზე კაცი ერთ თამაშში ცენტრშია ერთში ფლანგზე და კიდე კარგად თამაშობს ერთხელ და სამუდამოდ დაყენოს
ვალენსია ბაილი სმოლინგი როჯო
და ვსო არუნდა მაგას ყველა თამაშში შეცვლა
0
№12
ავტორი: GeorgeBest
16 მარტი 2017 14:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გულშემატკივრები სულ მოწოდების სიმაღლეზე არიან

ამას დახვეწა სჭირდება, ძაან ქაჯია ტიპი თორე დღევანდელი მცველებიდან ერთადერთია ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს. სმოლინგის გამონათება კარგი იყო, მაგრამ სასტავისთვის ვერ გაიმეტებ, კარგი შემცვლელი იქნებოდა. მაღალი დონის ცენტრალურ მცველს ალბათ ოდესმე ვეღირსებით
0
№13
ავტორი: kaxeti
16 მარტი 2017 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
კაი მცველია მაგრამ უნდა გაიზარდოს ისე კი რას გადავრჩით ხომ შეიძლებოდა სტოუნსი და ოტამენდი ეს ორი დეგენერატი ჩენს გუნდში აღმოჩენილიყვნენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top