თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2017, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3178,
კომენტარები: 22
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"როსტოვი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. 1/8 ფინალი. მე-2 მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 16 მარტი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: გედიმინას მაჟეიკა (ლიტვა)
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: რუნი, შვაინშტაიგერი, მარსიალი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: მხითარიანი, ერერა
განაცხადი: De Gea, Romero, O'Hara; Valencia, Jones, Rojo, Smalling, Blind, Darmian, Young; Carrick, Herrera, Fellaini, Pogba, Mata, Lingard, Mkhitaryan;, Rashford, Ibrahimovic.

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ენტონი მარსიალი და უეინ რუნი კვლავ ტრავმირებულები არიან და "როსტოვთან" გუნდის დახმარებას ვერ შეძლებენ, ასე რომ, პორტუგალიელის განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელია, ვინც "ჩელსისთან" ითამაშა და მათ დამატებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)

"როსტოვი"

ტრავმირებულები: გრანატი, ჯანაევი
დისკვალიფიკაცია: გაცკანი, კალაჩიოვი
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: ბუხაროვი, გრანატი
განაცხადი:

"როსტოვის" შემადგენლობაში მატჩს გამოტოვებს ტრავმირებული მცველი ვლადიმირ გრანატი, ასევე როსტოვში გამართულ შეხვედრაში გაფრთხილებული კალაჩიოვი და გაცკანი


"მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს "როსტოვს", რომელიც პირველად ასპარეზობს ევროტურნირების საგაზაფხულო სტადიაზე.

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი "იუნაიტედსა" და "როსტოვს" შორის 1-1 დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)


წინა შეხვედრები


დონის როსტოვში გამართულ მატჩამდე ეს გუნდები ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. "როსტოვი" პირველად ხვდება ინგლისურ გუნდს.

"იუნაიტედის" მიერ რუსული გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ათი მატჩის შედეგი ასეთია: მ2 ფ7 წ1 (მ1 ფ3 "ოლდ ტრაფორდზე", მ1 ფ3 სტუმრად). ერადერთი მარცხი რუსულ კლუბთან "იუნაიტედმა" 2008 წელს ნეიტრალურ მოედანზე, მონაკოში განიცადა, როცა უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ზენიტთან" წააგო. ორმატჩიან დუელში კი "იუნაიტედი" მოსკოვის "ტორპედოსა" და "როტოს" ჰყავთ დამარცხებული.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)


ფაქტები გუნდების შესახებ


მიმდინარე გათამაშებაში "იუნაიტედიმა" წინა სამივე საშინაო მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 12:1.

"როსტოვს" ევროარენაზე ჩატარებულ ბოლო 5 გასვლით მატჩში არ გაუმარჯვია (ფ3 წ2).

"მანჩესტერ იუნაიტედი" 1/8 ფიანლში 2015/16 წლების სეზონშიც გავიდა, მაგრამ უეფა-ს თასი/ევროპა ლიგა - ერთადერთია იმ სამ დიდ ევროპულ ტურნირებს შორის, რომელიც "იუნაიტედს" ჯერ კიდევ არ მოუგია. "წითელმა" ეშმაკებმა სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა (1968, 1999, 2008), 1991 წელს კი თასების მფლობელთა თასი აღმართა.

"იუნაიტედის" საუკეთესო შედეგი უეფა-ს თასზე/ევროპა ლიგაზე - მეოთხედფინალია. ამ ეტაპზე 1984/85 წლებში "ეშმაკები" "ვიდეოთონთან" პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

"იუნაიტედის" საუკეთესო შედეგი უეფა-ს თასზე/ევროპა ლიგაზე - მეოთხედფინალია. ამ ეტაპზე 1984/85 წლებში "ეშმაკები" "ვიდეოთონთან" პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

კავშირი გუნდებს შორის და სხვა ფაქტები


მანჩესტერიდან როსტოვამდე მანძილი დაახლოებით 3000 კილომეტრს შეადგენს.

პოლ პოგბას 15 მარტს - საპასუხო მატჩამდე ერთი დღით ადრე - 24 წელი შეუსრულდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტურნირზე მოასპარეზე 12 შვედს შორის ერთ-ერთია, რომელსაც მშობლიური ქვეყნის დედაქალქში, სტოქჰოლმში "ფრენდს არენაზე" გასამართ ფინალში მონაწილეობის შანსი აქვს.

"როსტოვის" თავდამსხმელი მარკო დევიჩი და "იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი 2012/13 წლებში ერთად თამაშობდნენ დონეცკის "შახტიორში".

"როსტოვის" ნახევარმცველი კრისტიან ნობოა და "იუნაიტედის" მცველი ანტონიო ვალენსია - ეკვადორის ნაკრებში პარტნიორები არიან.

"იუნაიტედის" მცველი მარკოს როხო 2011/12 წლებში რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში თამაშობდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ანდერლეხტი" - ორადორი შემორჩენილი გუნდია, რომლებიც გასული სეზონის 1/8 ფინალშიც თამაშობდნენ.

გუნდების მწვრთნელები

ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.

ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.

ივან დანილიანცმა "როსტოვი" 2016 წლის სექტემბერში ჩაიბარა, გუნდის სამწვრთნელო შტაბში კი 2014 წლიდან მუშაობს. ფეხბურთელობის ჟამს თურქმენეთში და მოლდოვაში თამაშობდა. "როსტოვში" მისვლამდე მან ამავე ქვეყნის ნაკრები და რამდენიმე კლუბი გაწვრთნა.

პენალტები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედის" პენალტების სერია UEFA-ს ტურნირებზე: მ1, წ2

წაგება:

5-4 სტუმრად "ვიდეოთონთან" (უნგრეთი) – UEFA-ს თასის მეოთხედფინალი 1984-85
4-3 სტუმრად "ტორპედოსთან" (რუსეთი) – UEFA-ს თასის პირველი რაუნდი 1992-93.

მოგება:

6-5 ნეიტრალურ მოედანზე "ჩელსის" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2007-08.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)

"როსტოვი"


"როსტოვს" ევროტურნირების პენალტების სერიაში არ უთამაშია


გუნდების ბოლო შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატში:


04.03.2017. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" 1-1 (როხო 23 - კინგი 40 (პენალტი))

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვალენსია, ჯონსი, როხო, შოუ (რეშფორდი 70), კერიკი (ფელაინი 70), პოგბა, მატა, რუნი (ლინგარდი 70), მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 49 ქულა.

12.03.2017. "როსტოვი" - "ტერეკი" 0-0

"როსტოვი": მედვედევი, კირეევი (ბუხაროვი 72), მევლია, ნავასი, ტერენტიევი (ბაირამიანი 88), გაცკანი, ეროხინი, პრეპელიცე (კალაჩიოვი 72), ნობოა, პოლოზი, აზმუნი

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-8 ადგილი, 29 ქულა.
მატჩის წინ
22 კომენტარი
№11
ავტორი: kashmara
16 მარტი 2017 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Btaci uyurebt sitis dedis......??? Mtliani monako mindaa iset xodze arian nu mbape da bakaioko martla magrad gamogvadgeboda.... mar es mbape realis fani yofila da aq ro ganvitatdes mere realshi moxios gatexavs... tan magas an markusa an marsiali unda shewiroa rac nagdad gamitydeba ase rom ar minda mara bakaioko modiiiii
0
№12
ავტორი: LASHQARA
16 მარტი 2017 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
წელს ყველაზე მეტის მიღწევა რისიც შეგვიძლია ამის მოგებაა ამაზე მეტად არაფერი არ გამახარებს love am
0
№13
ავტორი: kashmara
16 მარტი 2017 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Imdeni vidZaxe bakaioko bakaioko tqo sanam ar txara mtlianad sitis da gvardiolas ahahahaha
0
№14
ავტორი: tupaca
16 მარტი 2017 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ლემარი მომეწონა მე მაგრად მბაპე და ბერნარდო სილვაც კარგია მაგრამ არ გვჭირდება არცერთი ლემარს დავითრევდი მე და ან ფაბინიოს ან ბაკაიოკოს ერთი ვირი გვჭირდება ცენტრში :))
0
№15
ავტორი: giorgisamnidze99
16 მარტი 2017 01:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
gvardiolas gasxma momewona bolo 3 welia evropis chempionatebshi inglisuri gundebi 0 imedia chven gamovasworebt lesteris maksimumi eg iyo1/4
0
№16
ავტორი: Mixito
16 მარტი 2017 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
მთლიანი მონაკო საოცრად თამაშობდა
0
№17
ავტორი: Lalana
16 მარტი 2017 02:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მე ნამდვილად არ გამხარებია სიტის წაგება,რადგან უეფას ათეულის რეიტინგს რომ გადავხედოთ ერთი ინგლისის კლუბია,ისიც მეათეზე და ეს ჩელსია.ეს კი საფრთხის წინაშე აყენებს იმას რომ ინგლისიდან შეიძლება ვეღარ გავიდეს ოთხი გუნდი და ზოგადად არ მომწონს ის ტენდეცია,რომ ინგლისის გუნდები მეორე ხარისხოვან გუნდებად იქცნენ,მაგრამ ფაქტი ერთია,მონაკომ საოცრად ითამაშა და ეკუთვნოდა გასვლა,ახლა კი ინგლისიდან მხოლოდ მელიები დაგვრჩნენ და დიდი იმედი მაქვს 1/4 ფინალს გადალახავს.დღესა და გუშინ დავინახეთ რომ მილიარდები არ არის საჭირო გუნდის ასაშენებლად,მთავარია სწორი სტრატეგია და სწორი მიდგომა.დღეს და გუშინაც ვიხილეთ ორი შეკრული,ნამდვილი გუნდი,რომელსაც არ ჭირდებად დიდი ფინანსები იმისთვის რომ შედეგი დადოს.
0
№18
ავტორი: Mixito
16 მარტი 2017 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
აუ მონაკომ რა გამისწორააა
0
№19
ავტორი: Dato kutaisi
16 მარტი 2017 10:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
აი რა მიკვირს იცით.მონაკოში რა თავისუფლად თამაშობს ყველა და ლაღად ასე იყო მარსიალიც.აქ რო მოვლენ მერე ეწყებათ დაბრძენება და ის სილაღე აღარ აქვთ არადა სითავხედე ჭირდება ახალგაზრდას აი ისეთი პირველივე თამაშში მარსიალმა მთელი ყლივერპულის დაცვა რო ჩამოინცო და ჭედა
0
№20
ავტორი: temo-scholes
16 მარტი 2017 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
გუშინ მონაკოში ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, მაგრამ მე მაინც გამოვყოფდი: ლემარ, მბაპე, ბაკაიოკო და ბერნარდო სილვას...
მე პირადად კი ბაკაიოკო მინდა ამ ზაფხულს პოგბას გვერდით ვიხილოო... თან ისეთი მონაცემები აქვს რაც მოუს ძაან ევასება...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top