თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2017, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3184,
კომენტარები: 22
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"როსტოვი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. 1/8 ფინალი. მე-2 მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 16 მარტი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: გედიმინას მაჟეიკა (ლიტვა)
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: რუნი, შვაინშტაიგერი, მარსიალი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: მხითარიანი, ერერა
განაცხადი: De Gea, Romero, O'Hara; Valencia, Jones, Rojo, Smalling, Blind, Darmian, Young; Carrick, Herrera, Fellaini, Pogba, Mata, Lingard, Mkhitaryan;, Rashford, Ibrahimovic.

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ენტონი მარსიალი და უეინ რუნი კვლავ ტრავმირებულები არიან და "როსტოვთან" გუნდის დახმარებას ვერ შეძლებენ, ასე რომ, პორტუგალიელის განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელია, ვინც "ჩელსისთან" ითამაშა და მათ დამატებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)

"როსტოვი"

ტრავმირებულები: გრანატი, ჯანაევი
დისკვალიფიკაცია: გაცკანი, კალაჩიოვი
გაფრთხილების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: ბუხაროვი, გრანატი
განაცხადი:

"როსტოვის" შემადგენლობაში მატჩს გამოტოვებს ტრავმირებული მცველი ვლადიმირ გრანატი, ასევე როსტოვში გამართულ შეხვედრაში გაფრთხილებული კალაჩიოვი და გაცკანი


"მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს "როსტოვს", რომელიც პირველად ასპარეზობს ევროტურნირების საგაზაფხულო სტადიაზე.

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი "იუნაიტედსა" და "როსტოვს" შორის 1-1 დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)


წინა შეხვედრები


დონის როსტოვში გამართულ მატჩამდე ეს გუნდები ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. "როსტოვი" პირველად ხვდება ინგლისურ გუნდს.

"იუნაიტედის" მიერ რუსული გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ათი მატჩის შედეგი ასეთია: მ2 ფ7 წ1 (მ1 ფ3 "ოლდ ტრაფორდზე", მ1 ფ3 სტუმრად). ერადერთი მარცხი რუსულ კლუბთან "იუნაიტედმა" 2008 წელს ნეიტრალურ მოედანზე, მონაკოში განიცადა, როცა უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ზენიტთან" წააგო. ორმატჩიან დუელში კი "იუნაიტედი" მოსკოვის "ტორპედოსა" და "როტოს" ჰყავთ დამარცხებული.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)


ფაქტები გუნდების შესახებ


მიმდინარე გათამაშებაში "იუნაიტედიმა" წინა სამივე საშინაო მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 12:1.

"როსტოვს" ევროარენაზე ჩატარებულ ბოლო 5 გასვლით მატჩში არ გაუმარჯვია (ფ3 წ2).

"მანჩესტერ იუნაიტედი" 1/8 ფიანლში 2015/16 წლების სეზონშიც გავიდა, მაგრამ უეფა-ს თასი/ევროპა ლიგა - ერთადერთია იმ სამ დიდ ევროპულ ტურნირებს შორის, რომელიც "იუნაიტედს" ჯერ კიდევ არ მოუგია. "წითელმა" ეშმაკებმა სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა (1968, 1999, 2008), 1991 წელს კი თასების მფლობელთა თასი აღმართა.

"იუნაიტედის" საუკეთესო შედეგი უეფა-ს თასზე/ევროპა ლიგაზე - მეოთხედფინალია. ამ ეტაპზე 1984/85 წლებში "ეშმაკები" "ვიდეოთონთან" პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

"იუნაიტედის" საუკეთესო შედეგი უეფა-ს თასზე/ევროპა ლიგაზე - მეოთხედფინალია. ამ ეტაპზე 1984/85 წლებში "ეშმაკები" "ვიდეოთონთან" პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

კავშირი გუნდებს შორის და სხვა ფაქტები


მანჩესტერიდან როსტოვამდე მანძილი დაახლოებით 3000 კილომეტრს შეადგენს.

პოლ პოგბას 15 მარტს - საპასუხო მატჩამდე ერთი დღით ადრე - 24 წელი შეუსრულდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტურნირზე მოასპარეზე 12 შვედს შორის ერთ-ერთია, რომელსაც მშობლიური ქვეყნის დედაქალქში, სტოქჰოლმში "ფრენდს არენაზე" გასამართ ფინალში მონაწილეობის შანსი აქვს.

"როსტოვის" თავდამსხმელი მარკო დევიჩი და "იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი 2012/13 წლებში ერთად თამაშობდნენ დონეცკის "შახტიორში".

"როსტოვის" ნახევარმცველი კრისტიან ნობოა და "იუნაიტედის" მცველი ანტონიო ვალენსია - ეკვადორის ნაკრებში პარტნიორები არიან.

"იუნაიტედის" მცველი მარკოს როხო 2011/12 წლებში რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში თამაშობდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ანდერლეხტი" - ორადორი შემორჩენილი გუნდია, რომლებიც გასული სეზონის 1/8 ფინალშიც თამაშობდნენ.

გუნდების მწვრთნელები

ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.

ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.

ივან დანილიანცმა "როსტოვი" 2016 წლის სექტემბერში ჩაიბარა, გუნდის სამწვრთნელო შტაბში კი 2014 წლიდან მუშაობს. ფეხბურთელობის ჟამს თურქმენეთში და მოლდოვაში თამაშობდა. "როსტოვში" მისვლამდე მან ამავე ქვეყნის ნაკრები და რამდენიმე კლუბი გაწვრთნა.

პენალტები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედის" პენალტების სერია UEFA-ს ტურნირებზე: მ1, წ2

წაგება:

5-4 სტუმრად "ვიდეოთონთან" (უნგრეთი) – UEFA-ს თასის მეოთხედფინალი 1984-85
4-3 სტუმრად "ტორპედოსთან" (რუსეთი) – UEFA-ს თასის პირველი რაუნდი 1992-93.

მოგება:

6-5 ნეიტრალურ მოედანზე "ჩელსის" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2007-08.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "როსტოვი" (პრევიუ)

"როსტოვი"


"როსტოვს" ევროტურნირების პენალტების სერიაში არ უთამაშია


გუნდების ბოლო შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატში:


04.03.2017. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" 1-1 (როხო 23 - კინგი 40 (პენალტი))

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვალენსია, ჯონსი, როხო, შოუ (რეშფორდი 70), კერიკი (ფელაინი 70), პოგბა, მატა, რუნი (ლინგარდი 70), მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 49 ქულა.

12.03.2017. "როსტოვი" - "ტერეკი" 0-0

"როსტოვი": მედვედევი, კირეევი (ბუხაროვი 72), მევლია, ნავასი, ტერენტიევი (ბაირამიანი 88), გაცკანი, ეროხინი, პრეპელიცე (კალაჩიოვი 72), ნობოა, პოლოზი, აზმუნი

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-8 ადგილი, 29 ქულა.
მატჩის წინ
22 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi kandelakisvili
15 მარტი 2017 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
გაედით აქაც
0
№2
ავტორი: gela-manutd
15 მარტი 2017 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უნდა გადაუაროდ
0
№3
ავტორი: Alexander
15 მარტი 2017 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
მეოთხე ადგილზე გასვლას და ზაფხულში ლიგაზე თამაშს ჯობია მოვიოთ ეს ლიგა და პირდაპირ ჩავჯდეთ ჯგუფურებში თან სუპერ თასის დამატების შანსიც გვექნება. manunited
0
№4
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2017 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi maniu unda gadavuarot xval ❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2017 21:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აბა ერერა თუ მიითებს ყვითელს და თუ გამოტოვებს შემდგე თამაშს რამენაირად derpwhy
0
№6
ავტორი: Alexander
15 მარტი 2017 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
O'Hara ეს ახალია ვინმე და არ ვიცით ? wink
0
№7
ავტორი: Mixito
15 მარტი 2017 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
უნდა მოვუგოთ სადაა მაგათი საბლათაო
0
№8
ავტორი: RojoDiablo
15 მარტი 2017 22:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Alexander
O'Hara ეს ახალია ვინმე და არ ვიცით ? wink

კირან ო'ჰარა. სარეზერვო გუნდის მეკარეა. ჟოელ კაშტრუ პერეირამ ტრავმა მიიღო და მის შემცვლელად დააბრუნეს გუნდში. აქამდე განათხოვრებული იყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: gache1991
15 მარტი 2017 23:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
იმის გარდა რო როსტოვი სუსტი გუნდია მითუმეტეს გასვლაზე გაცკანის არ ყოფნა ამათთვის ძალიან ცუდი რამეა.ყველას გვახსოვს რა გოლი გაგვიტანა თბილისში გაცკანმა:))ამათთVის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იგროკია ნობოასთან ერთად.. რომერო ვალენსია სმოლინგი ჯონსი ბლინდი მატა ერერა მხიტარიანი რაშფორდი იბრა მშვენიერი იქნებოდა..იმედია იანგს აღარ დააყენებს ძაან მოუხშირა ამ ბოლო დროს:)))
1
№10
ავტორი: Alexander
15 მარტი 2017 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Alexander
O'Hara ეს ახალია ვინმე და არ ვიცით ? wink

კირან ო'ჰარა. სარეზერვო გუნდის მეკარეა. ჟოელ კაშტრუ პერეირამ ტრავმა მიიღო და მის შემცვლელად დააბრუნეს გუნდში. აქამდე განათხოვრებული იყო.


ნუ ეხლა ჟოელ კასტრო თუ დაიმტვრა..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top