თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2017, 11:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2346,
კომენტარები: 13
კონტე: "მინდა, მოურინიოსავით ლეგენდა გავხდე"
ანტონიო კონტეს პორტუგალიელივით წარმატებული ლონდონური კარიერას სურს.
კონტე:
ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიოს ღვაწლი "ჩელსის" ისტორიაში სათანადოდ შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალიელის წარმატებულ კარიერას გაიმეორებს.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ბოლო პერიოდში თავისი ყოფილი კლუბის მისამართით გონებრივი თამაშები წამოიწყო და "ჩელსის" სტილს ჯერ მოსაწყენი უწოდა, მერე კი გაუკვირდა, როგორ არ ითხოვენ გულშემატკივრები სათამაშო სტილის შეცვლას.

კონტე მოურინიოს ამ თამაშში არ აჰყვა და პოზიტიურად ისაუბრა ჟოზეს მიერ "ჩელსიზე" მომხდარ ეფექტზე.

როცა ჰკითხეს, ისურვებდა თუ არა, ისეთივე წარმატებული ყოფილი "ჩელსიში", როგორც მოურინიო, იტალიელმა უპასუხა: "იმედი მაქვს, იმედი მაქვს. "ჩელსისთან" ერთად დიდებული ისტორია შექმნა. ძალიან კარგად ვიცი, რომ "ჩელსის" გულშემატკივართა გულებში ჯერ კიდევ უჭირავს თავისი ადგილი. მშვენიერია, ის ამას იმსახურებს.

რა თქმა უნდა, მეც ვიმედოვნებ სამომავლოდ, რომ მის გამარჯვებებს გავიმეორებ. ვფიქრობ, ჟოზე მოურინიომ "ჩელსის" ისტორიაში კარგი ნაწილი დაწერა. ფეხბურთელებთან ერთად ბევრი რამ მოიგო. დიდებული სამუშაო შეასრულა - მნიშვნელოვანია, ყოველთვის, რომ არ დავივიწყოთ.

მას დიდ პატივს ვცემ, რადგან გამარჯვებულია. მომწონს მისი მენტალობა. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და აქ დიდი სამუშაო შეასრულა. ყველა გულშემატკივარმა უნდა სცეს პატივი".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2017 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Dges chagidebt konte
0
№12
ავტორი: gela-manutd
13 მარტი 2017 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ფერგი რაც მწვრთნელი აღარაა იმის მერე არცერთი თამაში არ გამოუტოვება ყველა თამაშზე სტადიონზეა და დარჩენილიყო რაღას მიდიოდა მომენატრა ფერგი და ფერგის მანჩესტერი
0
№13
ავტორი: stepno
13 მარტი 2017 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამას ხოარ გგონია რო დღეს მოიგებს?? :)))) დარწმუნებული ვარ ჩელსის დავამარცხებთ დღეს აიი რატომღაც 100 პროცენტით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top