თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2017, 11:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2346,
კომენტარები: 13
კონტე: "მინდა, მოურინიოსავით ლეგენდა გავხდე"
ანტონიო კონტეს პორტუგალიელივით წარმატებული ლონდონური კარიერას სურს.
კონტე:
ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიოს ღვაწლი "ჩელსის" ისტორიაში სათანადოდ შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალიელის წარმატებულ კარიერას გაიმეორებს.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ბოლო პერიოდში თავისი ყოფილი კლუბის მისამართით გონებრივი თამაშები წამოიწყო და "ჩელსის" სტილს ჯერ მოსაწყენი უწოდა, მერე კი გაუკვირდა, როგორ არ ითხოვენ გულშემატკივრები სათამაშო სტილის შეცვლას.

კონტე მოურინიოს ამ თამაშში არ აჰყვა და პოზიტიურად ისაუბრა ჟოზეს მიერ "ჩელსიზე" მომხდარ ეფექტზე.

როცა ჰკითხეს, ისურვებდა თუ არა, ისეთივე წარმატებული ყოფილი "ჩელსიში", როგორც მოურინიო, იტალიელმა უპასუხა: "იმედი მაქვს, იმედი მაქვს. "ჩელსისთან" ერთად დიდებული ისტორია შექმნა. ძალიან კარგად ვიცი, რომ "ჩელსის" გულშემატკივართა გულებში ჯერ კიდევ უჭირავს თავისი ადგილი. მშვენიერია, ის ამას იმსახურებს.

რა თქმა უნდა, მეც ვიმედოვნებ სამომავლოდ, რომ მის გამარჯვებებს გავიმეორებ. ვფიქრობ, ჟოზე მოურინიომ "ჩელსის" ისტორიაში კარგი ნაწილი დაწერა. ფეხბურთელებთან ერთად ბევრი რამ მოიგო. დიდებული სამუშაო შეასრულა - მნიშვნელოვანია, ყოველთვის, რომ არ დავივიწყოთ.

მას დიდ პატივს ვცემ, რადგან გამარჯვებულია. მომწონს მისი მენტალობა. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და აქ დიდი სამუშაო შეასრულა. ყველა გულშემატკივარმა უნდა სცეს პატივი".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
13 მარტი 2017 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მაურინიოსაც უნდა სერ ალექსივით ლეგენდა გახდეს wink love am
0
№2
ავტორი: giorgi_mg
13 მარტი 2017 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმაზე ვღადაობ რო არავის აქვს სურვილი ფერგისნაირი ისტორია დაწეროს, ყველა ხვდება რომ ეგ შეუძლებელია და ოცნებაც არ ღირს მაგაზე, მოუს არ ვთვლი სათვალავში ისედაც ლეგენდაა და თან აქ არის, მაგრამ ვერ გაიმეორებს მაგას თითქმის დარწმუნებული ვარ.
აი კონტეს კი აქვს პოტენციალი აშკარად რომ გაუტოლდეს მოუს, კარგი მწვრთნელი და კარგი ტაქტიკოსიცაა
1
№3
ავტორი: mufc1878
13 მარტი 2017 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: giorgi_mg
იმაზე ვღადაობ რო არავის აქვს სურვილი ფერგისნაირი ისტორია დაწეროს, ყველა ხვდება რომ ეგ შეუძლებელია და ოცნებაც არ ღირს მაგაზე


იასნია ფერგი ნომერ 1 ლია ყველა დროის
1
№4
ავტორი: gaga1987
13 მარტი 2017 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ფერგის ვერავინ ვერასდროს შეედრება. fellow
1
№5
ავტორი: giorgi_mg
13 მარტი 2017 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: mufc1878
ციტატა: giorgi_mg
იმაზე ვღადაობ რო არავის აქვს სურვილი ფერგისნაირი ისტორია დაწეროს, ყველა ხვდება რომ ეგ შეუძლებელია და ოცნებაც არ ღირს მაგაზე


იასნია ფერგი ნომერ 1 ლია ყველა დროის

ხანდახან რომ ვუკვირდები, რა შედეგები დადო და როგორ გვაკლია, თვალში ცყალი მიდგება და სისხლი ტვინში მასხავს, სად ვართ ეხლა და ვისი საღადაო გავხდით...
0
№6
ავტორი: ROI
13 მარტი 2017 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ფეხბურტის მეფე პელეა და მწვრტნელების ფერგი ეს ხომ ფაქტია:P
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2017 12:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჩელსიში ბევრს არ უყვარს მოურინიო არადა მათი ისტორიის ნაწილია
0
№8
ავტორი: nugo-nugo
13 მარტი 2017 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: giorgi_mg
იმაზე ვღადაობ რო არავის აქვს სურვილი ფერგისნაირი ისტორია დაწეროს, ყველა ხვდება რომ ეგ შეუძლებელია და ოცნებაც არ ღირს მაგაზე, მოუს არ ვთვლი სათვალავში ისედაც ლეგენდაა და თან აქ არის, მაგრამ ვერ გაიმეორებს მაგას თითქმის დარწმუნებული ვარ.
აი კონტეს კი აქვს პოტენციალი აშკარად რომ გაუტოლდეს მოუს, კარგი მწვრთნელი და კარგი ტაქტიკოსიცაა

ფერგიუსონი ნაირი მწვრთნელი ად დაბადებულა და არც დაიბადება გენია იყო ფერგი love ვერც კი წამომიდგენია მასზე უკეთესი მწვრთნელი იყოს ვინმე love
0
№9
ავტორი: giorgi_mg
13 მარტი 2017 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: SANDROGRIGA
ჩელსიში ბევრს არ უყვარს მოურინიო არადა მათი ისტორიის ნაწილია

ძაან უმადური ფანები ყავთ თავის ბოსიანათ, დღეს თუ რამეს წარმოადგენს ჩელსი (გრანდი) პირდაპირ მოუს დამახურებაა 70% მაინც
0
№10
ავტორი: Mixito
13 მარტი 2017 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ფერგიიი მენატრებიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top