თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2017, 11:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3901,
კომენტარები: 26
"როსტოვი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის პრევიუ.
"როსტოვი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"(პრევიუ)


სტადიონი: "ოლიმპ 2", როსტოვი
მონაცემი: ევროპა ლიგა. 1/8 ფინალი. 1-ლი მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 9 მარტი, 2017
მთავარი მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)
მატჩის დასაწყისი: 22:00, (ჩვენი დროით)

"როსტოვი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"როსტოვი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"როსტოვი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯანაევი, პოლოზი
გაფრთხილების მიღების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებენ: გაცკანი, გრანატი, კალაჩევი
განაცხადი:
"როსტოვის" შემადგენლობაში საეჭვოა მეკარე სოსლან ჯანაევისა და ფორვარდ დმიტრი პოლოზის თამაში


"როსტოვი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: ბაიი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, O'Hara; Valencia, Jones, Rojo, Smalling, Blind, Darmian, Young; Carrick, Herrera, Fellaini, Pogba, Mata, Lingard, Mkhitaryan; Martial, Rashford, Ibrahimovic.
როსტოვში "მანჩესტერ იუნაიტედის" 20 ფეხბურთელი გაემგზავრა. გუნდის შემადგენლობაში დისკვალიფიცირებულია ერიკ ბაიი, მანჩესტერში დარჩნენ ლუკ შოუ, უეინ რუნი და ბასტიან შვაინშტაიგერი, მაგრამ პარტნიორებთან ერთად არის ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა.


"მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც არასდროს მოუგია ევროპა ლიგა/UEFA-ს თასი, სტუმრად ეწვევა "როსტოვს", რომელიც პირველად თამაშობს ევროტურნირების შემოდგომის ეტაპზე.

წინა შეხვედრები


გუნდები აქამდე არასდროს შეხვედრილან UEFA-ს ტურნირის ეგიდით. "როსტოვი" პირველად ეთამაშება ინგლისურ კლუბს.

"იუნაიტედის" მიერ რუსული გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ცხრა მატჩის შედეგი ასეთია: მ2 ფ6 წ1 (მ1 ფ3 "ოლდ ტრაფორდზე", მ1 ფ3 სტუმრად). ერადერთი მარცხი რუსულ კლუბთან "იუნაიტედმა" 2008 წელს ნეიტრალურ მოედანზე, მონაკოში განიცადა, როცა უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ზენიტთან" წააგო. ორმატჩიან დუელში კი "იუნაიტედი" მოსკოვის "ტორპედოსა" და "როტოს" ჰყავთ დამარცხებული.

"როსტოვი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ფაქტები გუნდების შესახებ


"როსტოვმა" ბოლო შვიდი საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (მ3 ფ3 წ1). რუსებს ერთადერთი მარცხი "ატლეტიკომ" მიაყენა, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

"იუნაიტედი" მე-11 კლუბია, რომელმაც ევროპა ლიგის ზედიზედ 4 მატჩში მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა. მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა - "ნაპოლიმ" - შეძლო ასეთი მატჩების ხუთამდე აყვანა.

"როსტოვი" პირველად მონაწილეობს ევროთასების შემოდგომის ეტაპზე. ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით რუსები მე-13 მატჩს ჩაატარებენ ევროტურნირის მიმდინარე სეზონში, რომელიც უკვე გამოდგა კლუბის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 1/8 ფიანლში 2015/16 წლების სეზონშიც გავიდა, მაგრამ უეფა-ს თასი/ევროპა ლიგა - ერთადერთია იმ სამ დიდ ევროპულ ტურნირებს შორის, რომელიც "იუნაიტედს" ჯერ კიდევ არ მოუგია. "წითელმა" ეშმაკებმა სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა (1968, 1999, 2008), 1991 წელს კი თასების მფლობელთა თასი აღმართა.

"იუნაიტედის" საუკეთესო შედეგი უეფა-ს თასზე/ევროპა ლიგაზე - მეოთხედფინალია. ამ ეტაპზე 1984/85 წლებში "ეშმაკები" "ვიდეოთონთან" პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

კავშირი გუნდებს შორის და სხვა ფაქტები


მანჩესტერიდან როსტოვამდე მანძილი დაახლოებით 3000 კილომეტრს შეადგენს.

პოლ პოგბა მოედანზე გასვლის შემთხვევაში 50-ე მატჩს ჩაატარებს ევროტურნირებზე. ფრანგ ნახევარმცველს 15 მარტს - საპასუხო მატჩამდე ერთი დღით ადრე - 24 წელი შეუსრულდება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტურნირზე მოასპარეზე 12 შვედს შორის ერთ-ერთია, რომელსაც მშობლიური ქვეყნის დედაქალქში, სტოქჰოლმში "ფრენდს არენაზე" გასამართ ფინალში მონაწილეობის შანსი აქვს.

"როსტოვის" თავდამსხმელი მარკო დევიჩი და "იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი 2012/13 წლებში ერთად თამაშობდნენ დონეცკის "შახტიორში".

"როსტოვის" ნახევარმცველი კრისტიან ნობოა და "იუნაიტედის" მცველი ანტონიო ვალენსია - ეკვადორის ნაკრებში პარტნიორები არიან.

"იუნაიტედის" მცველი მარკოს როხო 2011/12 წლებში რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში თამაშობდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ანდერლეხტი" - ორადორი შემორჩენილი გუნდია, რომლებიც გასული სეზონის 1/8 ფინალშიც თამაშობდნენ.

გუნდების მწვრთნელები

ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.

ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.

ივან დანილიანცმა "როსტოვი" 2016 წლის სექტემბერში ჩაიბარა, გუნდის სამწვრთნელო შტაბში კი 2014 წლიდან მუშაობს. ფეხბურთელობის ჟამს თურქმენეთში და მოლდოვაში თამაშობდა. "როსტოვში" მისვლამდე მან ამავე ქვეყნის ნაკრები და რამდენიმე კლუბი გაწვრთნა.


გუნდების ბოლო შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატში:


04.03.2017. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბორნმუთი" 1-1 (როხო 23' - კინგი 40 (პენალტი))

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვალენსია, ჯონსი, როხო, შოუ (რეშფორდი 70), კერიკი (ფელაინი 70), პოგბა, მატა, რუნი (ლინგარდი 70), მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 49 ქულა.

03.03.2017. "ტომი" -"როსტოვი" 0-6 (ბუხაროვი 17, 45, დევიჩი 69, ეროჰინი 78, აზმუნი 80, 90)

"როსტოვი": მედვედევი, კალაჩევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი, გაცკანი (პრეპელიცზე 79), ნობოა (მოგილევეცი 60), ეროჰინი, აზმუნი, ბუხაროვი (დევიჩი, 61).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 28 ქულა
მატჩის წინ
26 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
9 მარტი 2017 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სალაპარაკოდაც არ ღირს ისეთი მეტოქე შეგვხვდა, რა უნდა განიხილო აქ ყველგან დაწიოკდება როსტოვი lol am
0
№12
ავტორი: Mixito
9 მარტი 2017 02:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ევროპას ვიგებთ რა არანაირი სასწავლები და რამე ჩვენია ეს თასი
0
№13
ავტორი: gaga1987
9 მარტი 2017 02:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
რაშუაშია მაგრამ ბარსამ რაიკისრა ეს )))კაი 10 კუში კი ამოვაგდე ))))
0
№14
ავტორი: giorgisamnidze99
9 მარტი 2017 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
საგოლ ბარსაააა დღეიდან აგარ მჯერა ტოტალიზატორების 100 ლარატ 1000 მოვიგე
0
№15
ავტორი: Mixito
9 მარტი 2017 02:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ბარსამ სასწაული გაკეტა მე კი მაგრად ვიკაიფე კავანი და დიმარია რო ერტი ერტზე დარჩნენ და ვერ გეიტანეს
0
№16
ავტორი: giorgisamnidze99
9 მარტი 2017 02:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Mixito
ბარსამ სასწაული გაკეტა მე კი მაგრად ვიკაიფე კავანი და დიმარია რო ერტი ერტზე დარჩნენ და ვერ გეიტანეს

:D :D :D :D ბარსა ჩვენი მტერია მარა გულით ულოცავ წელს ლიგა უნდა დადონ
0
№17
ავტორი: stepno
9 მარტი 2017 02:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
:-D :-D :-D barsas naxee raa :-D :-D baavarias vergacdeba ar arseboobs ese mgonia
0
№18
ავტორი: Ronni
9 მარტი 2017 02:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ადრე ჩელსის და მილანს ვაგინებდი ბილეთებს რომ მიფუჭებდა და ახლა ჩემი გუნდი მიფუჭებს, ამათაც ხომ არ ვაგინებ :-D ახლაც ორიანში მაქვს აღებული და ტრაკები გაანძრიეთ ბუბლიკ!
0
№19
ავტორი: gajichi
9 მარტი 2017 09:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
აუ ბარსას თამაში ნახეთ ტიპებმა რა ქნეს სასწაული მოახდინეს

ციტატა: stepno
:-D :-D :-D barsas naxee raa :-D :-D baavarias vergacdeba ar arseboobs ese mgonia

ნახე ბარსამ ლლუბოი უნდს დედა თუ არ მოუ****

ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: Mixito
ბარსამ სასწაული გაკეტა მე კი მაგრად ვიკაიფე კავანი და დიმარია რო ერტი ერტზე დარჩნენ და ვერ გეიტანეს

:D :D :D :D ბარსა ჩვენი მტერია მარა გულით ულოცავ წელს ლიგა უნდა დადონ

და ბარსა თქვენი კი არა რეალის მტერია
0
№20
ავტორი: HENRIK MKHITARYAN
9 მარტი 2017 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
იეს მხითო განაცხადშია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top