თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2017, 10:52
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3104,
კომენტარები: 11
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" 3-2
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ლიგის თასის ფინალურ მატჩში “საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა და მეტოქე დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა.

"უემბლიზე" შეკრებილმა მაყურებელმა 5 გატანილი გოლი იხილა. პირველი ტაიმის მიწურულს "წითელი ეშმაკები" ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ჯერსი ლინგარდის გოლების წყალობით უკვე 2 ბურთიანი უპირატესობით გადიოდნენ გასახდელში, თუმცა ტაიმის დამატებით წუთებზე გაბიდიანიმ 1 ბურთის გაქვითვა მოახერხა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "საუთჰემპტონმა" წონასწორობის აღდგენა მოახერხა, თავი კლავ გაბიადინიმ გამოიჩინა. მეორე ტაიმი დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა, შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთმა გამოიყენა. შეხვედრის 87-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა დუბლის შესრულება და საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვება მოახერხა.


მანჩესტერ იუნაიტედი – საუთჰემპტონი 3:2

სტადიონი: ლონდონი, “უემბლი”
გოლები: 1:0, 3:2 იბრაჰიმოვიჩი (19', 87'), 2:0 ლინგარდი (38'), 2:1, 2:2 გაბიადინი (45', 48')
გაფრთხილებები: ერერა, ლინგარდი – რომეუ, სტეფენსი, რედმონდი
მსაჯი: ანდრე მარინერი

შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, როხო, სმოლინგი, ვალენსია, პოგბა, ერერა, მატა (კერიკი 46'), ლინგარდი (რეშფორდი 77'), მარსიალი (ფელაინი 90'), იბრაჰიმოვიჩი.

საუთჰემპტონი: ფორსტერი, იოშიდა, სტეფენსი, სოარეში, ბერტრანი, ს.დევისი (ჯ.როდრიგესი 90'), რომეუ, რედმონდი, უარდ-პროუსი, ტადიჩი (ბუფალი 77'), გაბიადინი (ლონგი 83').

მიმოხილვა



პირველი ტაიმი



მეორე ტაიმი & დაჯილდოვების ცერემონია

მიმოხილვები, სრული მატჩები
11 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
27 თებერვალი 2017 17:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: manubro
ციტატა: shotkin
ციტატა: გაბადაძე
ბიჭებო რა მინდა გკითხოდ და გთხოვოთ თამაშის ლინკი რომ იდება თქვენთანაც არ აქვს მთელ ეკრანზე საყურებელი ღილაკი? და თუ არაქვს ადმინ შეგიძლია რო ეს გამოასწორო დავიტანჯე ეგრე ყურებით :/

კი ჩვენთანაც არ აქვს და მოდი კარგ რამეს გირჩევ მე ამოვისუნთქე და მაგიტო თუ ტელევიზორიში არუყურებ და ჩემსავით კომპში გიწევს ყურება შედი ამ საიტზე http://laivebi.com/ მარტივი აპლიკაციაა გადმოსაწერი კომპში როგორც სოფ ქასთს იწერენ და უმაგრესი ხარისხით სეხედავ აწი არც ჭედავს და დაისვენებ

შევედი მაგ საიტზე და ფლეშ პლეიერით მაყურებინებს მარტო და რა პროგრამაზე საუბრობ მასწავლე მეც თუ შეგიძლია?

მოკლედ ACE პლეიერი უნდა გადმოწერო და ჩართავს , მე როცა შევედი მანდვე ეგდო გადმოსაწერი ლინკი კარგად ნახე თუარადა ისე დააყენე არიქნება პრობლემა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top