"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ლიგის თასის ფინალურ მატჩში “საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა და მეტოქე დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა.
"უემბლიზე" შეკრებილმა მაყურებელმა 5 გატანილი გოლი იხილა. პირველი ტაიმის მიწურულს "წითელი ეშმაკები" ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ჯერსი ლინგარდის გოლების წყალობით უკვე 2 ბურთიანი უპირატესობით გადიოდნენ გასახდელში, თუმცა ტაიმის დამატებით წუთებზე გაბიდიანიმ 1 ბურთის გაქვითვა მოახერხა.
მეორე ტაიმის დასაწყისში "საუთჰემპტონმა" წონასწორობის აღდგენა მოახერხა, თავი კლავ გაბიადინიმ გამოიჩინა. მეორე ტაიმი დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა, შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთმა გამოიყენა. შეხვედრის 87-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა დუბლის შესრულება და საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვება მოახერხა.