თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2017, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2346,
კომენტარები: 11
იბრაჰიმოვიჩი: "მიზანს საიდუმლოდ შევინახავ"
იბრაჰიმოვიჩი არ აპირებს გაამხილოს, თუ რამდენი გოლის გატანას აპირებს.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით გატანილ 20 გოლს არ დასჯერდება და უფრო მეტის მიღწევას ისახავს მიზნად.

შვედი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც რობინ ვან პერსის შემდეგ 20 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში.

რა რაოდენობის გოლის გატანასაც უნდა ისახავდეს ზლატანი, მის გამხელას არ აპირებს, მაგრამ აცხადებს, რომ სავსებით რეალურია მისი მიღწევა და უფრო მეტადაც კი, ვიდრე გასულ სეზონში "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში გატანილი 50 გოლი.

"მიზანი უკვე დავისახე, მაგრამ არ გეტყვით! ჯერ არ მიმიღწევია. მაგრამ მიზანი დავისახე და ყოველ წელს ამას ვაკეთებ. ჩემთვის ახალი არ არის. ასე გავაგრძელებ. ჩემი მხრივ მაქსიმუმს ვაკეთებ და ჩემი თანაგუნდელებისგან დახმარებას ვიღებ. ვიცი, რომ ბევრს ეგონა, 20 გოლსაც კი ვერ გავიტანდი, მაგრამ ამისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია.

20 გოლი გავიტანე და შვიდი საგოლე გადაცემა გავაკეთე და მიზანი ისევე მიღწევადია, როგორც სხვა წლებში, გარდა შარშანდელისა, რომელიც გიჟური წელი გამოდგა!

ყველაფერი მოტიცავიას მაძლევს - თითოეული მიზანი, თითოეული კრიტიკა, ატმოსფერო, პრემიერ ლიგაში მოსვლა და ამ ჩემპიონატისთვის უფრო მეტი გულშემატკივრის შეძენა",
- განაცხადა შვედმა.

იბრაჰიმოვიჩი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პირად წარმატებაზე მეტად მას გუნდის წარმატება აინტერესებს და ცხრილში მაღლა აწევის იმედს გამოთქვამს.

"ჩემთვის უმთავრესი მიზანი ჩემი გუნდის დახმარება და მაქსიმუმის კეთებაა, ამის შემდეგ კი გამოჩნდება, რა მოხდება.

ბევრს ვშრომობთ და მართლაც ძალიან გვინდა ოთხეულში შესვლა. ჩემპიონობა რთული იქნება, მაგრამ ესეც ჩვენი მიზანია და არ დავნებდებით.

ვფიქრობ, რბოლაში დავბრუნდით. რამდენიმე თვის წინ ჩამორჩენა დიდი იყო, მაგრამ ახლა შემცირდა. საკუთარი თავის მტრები თავად ჩვენ ვიყავით. ჩვენი მატჩები რომ მოგვეგო და ის ქულები დაგვეგროვებინა, რომლებიც გვეკუთვნოდა, სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. მაგრამ, არაუშავს, ახლა სხვა გუნდებს ვუყურებთ და ვიმედოვნებთ, რომ ქულებს დაკარგავენ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
8 თებერვალი 2017 04:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ibrakadabra chaatarebs saocrebeba rogorc chvevia. Ise ar wava manchesteridan seriozuli tituli tu ver moigoo magra mjera liga an premier ligas mainc moigebs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top