თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2017, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2346,
კომენტარები: 11
იბრაჰიმოვიჩი: "მიზანს საიდუმლოდ შევინახავ"
იბრაჰიმოვიჩი არ აპირებს გაამხილოს, თუ რამდენი გოლის გატანას აპირებს.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით გატანილ 20 გოლს არ დასჯერდება და უფრო მეტის მიღწევას ისახავს მიზნად.

შვედი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც რობინ ვან პერსის შემდეგ 20 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში.

რა რაოდენობის გოლის გატანასაც უნდა ისახავდეს ზლატანი, მის გამხელას არ აპირებს, მაგრამ აცხადებს, რომ სავსებით რეალურია მისი მიღწევა და უფრო მეტადაც კი, ვიდრე გასულ სეზონში "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში გატანილი 50 გოლი.

"მიზანი უკვე დავისახე, მაგრამ არ გეტყვით! ჯერ არ მიმიღწევია. მაგრამ მიზანი დავისახე და ყოველ წელს ამას ვაკეთებ. ჩემთვის ახალი არ არის. ასე გავაგრძელებ. ჩემი მხრივ მაქსიმუმს ვაკეთებ და ჩემი თანაგუნდელებისგან დახმარებას ვიღებ. ვიცი, რომ ბევრს ეგონა, 20 გოლსაც კი ვერ გავიტანდი, მაგრამ ამისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია.

20 გოლი გავიტანე და შვიდი საგოლე გადაცემა გავაკეთე და მიზანი ისევე მიღწევადია, როგორც სხვა წლებში, გარდა შარშანდელისა, რომელიც გიჟური წელი გამოდგა!

ყველაფერი მოტიცავიას მაძლევს - თითოეული მიზანი, თითოეული კრიტიკა, ატმოსფერო, პრემიერ ლიგაში მოსვლა და ამ ჩემპიონატისთვის უფრო მეტი გულშემატკივრის შეძენა",
- განაცხადა შვედმა.

იბრაჰიმოვიჩი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პირად წარმატებაზე მეტად მას გუნდის წარმატება აინტერესებს და ცხრილში მაღლა აწევის იმედს გამოთქვამს.

"ჩემთვის უმთავრესი მიზანი ჩემი გუნდის დახმარება და მაქსიმუმის კეთებაა, ამის შემდეგ კი გამოჩნდება, რა მოხდება.

ბევრს ვშრომობთ და მართლაც ძალიან გვინდა ოთხეულში შესვლა. ჩემპიონობა რთული იქნება, მაგრამ ესეც ჩვენი მიზანია და არ დავნებდებით.

ვფიქრობ, რბოლაში დავბრუნდით. რამდენიმე თვის წინ ჩამორჩენა დიდი იყო, მაგრამ ახლა შემცირდა. საკუთარი თავის მტრები თავად ჩვენ ვიყავით. ჩვენი მატჩები რომ მოგვეგო და ის ქულები დაგვეგროვებინა, რომლებიც გვეკუთვნოდა, სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. მაგრამ, არაუშავს, ახლა სხვა გუნდებს ვუყურებთ და ვიმედოვნებთ, რომ ქულებს დაკარგავენ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
7 თებერვალი 2017 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
სხვა გუნდების ყურებას დაანებეთ თავი ყველამ და ჩათვალეთ არც კი იცით თუ ვინ რა ანგარიშით ითამაშა, თქვენ ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ ბოლომდე და უკვე ძალიან ბევრი მომენტის გაცუდებას შეეშვით და მეტად დახვეწეთ სახიფატო მომენტის გამოყენება.. ეს არაა... ერედივიზიონი, სერია A, პრიმერა დივიზიონი ან და ლიგა 1..........
ეს პრემიერ ლიგაა ზლატან ყველგან ყვესათვის გამორჩეული და ყველაზე ცეცხლოვანი ჩემპიონატი, აქ კისრის მოტახვაც შეუძლიათ შენზე მიუხედავად იმისა რომ ვერ შეძლეს ვერცერთ შენ ნათამაშებ ქვეყნებში და ჭ-კლასის ჩემპიონატებში wink აქ ყველაფერი სხვაგვარადარის მეგობარო, მთავარია არ მოდუნდე და მაგ გაჭიმულ გაბღინძულ მანერებს და საუბარს მოეშვი... მეტი გოლი მეტი მოგება ჩემპიონობა ლიგის მოგება აი ამით ემახსოვრები სამუდამოდ იუნაიტედს თორე ვან პერსიმაც და ბევრმა სხვამაც ითამაშა აქ მშვენივრად მაგრამ, ყველა და ყველაფერი მივიწყებადია.....
მიუხედავად შენდამი სიმპათიისა, ჩვენ ყველა გულშემატკივარი გირჩევთ შენც და ყველას რომ, ნებისმიერთან თამაშს ყურადგებით მოეკიდეთ და ვინმე ხავს-ჩაკიდებულ გუნდებთან ქულებს ნუ კარგავთ... ეს მანჩესტერ იუნაიტედია.... ღმერთმა დაგლოცოთ ჯანმრთელად გამყოფოთ და დასახული მიზნები აგსრულებოდეთ...
,,აქედან არ წახვალ მანამ, სანამ პრემიერ ლიგას და და ჩემპიონთა ლიგას არ აღმართევ შემდეგ წელს,,

უფალმა გაანათლოს იუნაიტედის ის ფეხბურთელები რომლებიც ტრაგიკულად დავკარგეთ და ელოცოთ ყველა დანატოვარისთვის თქვენთვის და გქონოდეთ წარმატებები ხანგრძლივი და ღირსეული...
3
№2
ავტორი: LASHQARA
7 თებერვალი 2017 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ნათელია რომ ბომბარდირობა უნდა, მაგრამ ამით ხანდახან გუნდი ზარალდება და შედეგს ვერ აღწევს სასურველს, ამიტომ ჯობია გუნდურად ვითამაშოთ ყოველთვის, ვიდრე ერთი კაცი გავხადოთ ბომბარდირი და ლიგის მიღმა დავრჩეთ winked am
1
№3
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2017 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
უბერებელი და შეუდარებელი ზლატანიშე love
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2017 17:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ლესტერთან როგორც იმუშავა და იმოძრავა, ისე თუ ,,შეიწუხებს" თავს ყველა თამაში კაი იქნება wink
1
№5
ავტორი: gaga1987
7 თებერვალი 2017 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან დიდი ბრძოლააა 4ეულისთვის დაკაცა არიცის რამოხდება.ვისაც გარანტირებული ადგილი აქვს ეს ჩელსია და იმედია არავინ შეეწინააღმდეგება იმიტო რო კარგ ფორმაში არიან.სასტიკი ბრძოლები გაჩაღდება.
0
№6
7 თებერვალი 2017 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ჩვენი ბედოლათი. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№7
ავტორი: giorgiginturi
7 თებერვალი 2017 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: gaga1987
ძალიან დიდი ბრძოლააა 4ეულისთვის დაკაცა არიცის რამოხდება.ვისაც გარანტირებული ადგილი აქვს ეს ჩელსია და იმედია არავინ შეეწინააღმდეგება იმიტო რო კარგ ფორმაში არიან.სასტიკი ბრძოლები გაჩაღდება.

შესაძლოა, მაგრამ არაქვს ჯერ პრემიერ ლიგის მოგება გარანტირებული wink
0
№8
ავტორი: heath ledger
7 თებერვალი 2017 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
იბრა უბერებელია, იბრა შე ძველო.
0
№9
ავტორი: levionok
7 თებერვალი 2017 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: LASHQARA
ნათელია რომ ბომბარდირობა უნდა, მაგრამ ამით ხანდახან გუნდი ზარალდება და შედეგს ვერ აღწევს სასურველს, ამიტომ ჯობია გუნდურად ვითამაშოთ ყოველთვის, ვიდრე ერთი კაცი გავხადოთ ბომბარდირი და ლიგის მიღმა დავრჩეთ winked am

მიზანია ლიგა და ბომბარდირობა ;) ეს უეჭველიაეს თუ გახდება ბომბარდირი მაშინ ლიგაზეც გავალთ იმიტომ რომ გატანილ გოლებს ძნელათ ვანიავებთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში
0
№10
ავტორი: Phil Jones
7 თებერვალი 2017 23:41
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: giorgiginturi
სხვა გუნდების ყურებას დაანებეთ თავი ყველამ და ჩათვალეთ არც კი იცით თუ ვინ რა ანგარიშით ითამაშა, თქვენ ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ ბოლომდე და უკვე ძალიან ბევრი მომენტის გაცუდებას შეეშვით და მეტად დახვეწეთ სახიფატო მომენტის გამოყენება.. ეს არაა... ერედივიზიონი, სერია A, პრიმერა დივიზიონი ან და ლიგა 1..........
ეს პრემიერ ლიგაა ზლატან ყველგან ყვესათვის გამორჩეული და ყველაზე ცეცხლოვანი ჩემპიონატი, აქ კისრის მოტახვაც შეუძლიათ შენზე მიუხედავად იმისა რომ ვერ შეძლეს ვერცერთ შენ ნათამაშებ ქვეყნებში და ჭ-კლასის ჩემპიონატებში wink აქ ყველაფერი სხვაგვარადარის მეგობარო, მთავარია არ მოდუნდე და მაგ გაჭიმულ გაბღინძულ მანერებს და საუბარს მოეშვი... მეტი გოლი მეტი მოგება ჩემპიონობა ლიგის მოგება აი ამით ემახსოვრები სამუდამოდ იუნაიტედს თორე ვან პერსიმაც და ბევრმა სხვამაც ითამაშა აქ მშვენივრად მაგრამ, ყველა და ყველაფერი მივიწყებადია.....
მიუხედავად შენდამი სიმპათიისა, ჩვენ ყველა გულშემატკივარი გირჩევთ შენც და ყველას რომ, ნებისმიერთან თამაშს ყურადგებით მოეკიდეთ და ვინმე ხავს-ჩაკიდებულ გუნდებთან ქულებს ნუ კარგავთ... ეს მანჩესტერ იუნაიტედია.... ღმერთმა დაგლოცოთ ჯანმრთელად გამყოფოთ და დასახული მიზნები აგსრულებოდეთ...
,,აქედან არ წახვალ მანამ, სანამ პრემიერ ლიგას და და ჩემპიონთა ლიგას არ აღმართევ შემდეგ წელს,,

უფალმა გაანათლოს იუნაიტედის ის ფეხბურთელები რომლებიც ტრაგიკულად დავკარგეთ და ელოცოთ ყველა დანატოვარისთვის თქვენთვის და გქონოდეთ წარმატებები ხანგრძლივი და ღირსეული...

აიიი ძალიან რთულია ეგრე მოიქცე და სხვას არ უყურო დამიჯერე ჩემი გამოცდილებით ვიცი (ფეხბურთი არაფერ შუაშია სხვა სპორტიდან) გადიხარ და ამბობ სხვა არმაინტერესებსო თავს არწმუნებ რომ მარტო შენსაზე იფიქრო, მაგრამ აი შააანსი არაა, არ არსებობს რო კონკურენტებზე არ იფიქრო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top