თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2017, 00:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3022,
კომენტარები: 15
მოურინიოს ვერდიქტი "ლესტერთან" გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერ სიტისთან" პრემიერ ლიგის მატჩში დომინირებდა და 3-0 გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.

იგივე თამაში, იდეალური შედეგი

"ვფიქრობ, ისე ვითამაშეთ, როგორც ყოველთვის. კარგად ვითამაშეთ, მოგება ვცადეთ. ნამდვილად რთული მეტოქე გვყავდა, მაგრამ ეს ის არის, რაც ხდება ხოლმე. საუკეთესო სტარტი არ გვქონდა - პირველ 15 ან 20 წუთში. მაგრამ შემდეგ კონტროლი მოვიპოვეთ და ბურთს ვაგორებდით, შანსს ვქმნიდით და გოლებიც გავიტანეთ. ეს არის ერთადერთი სხვაობა - შესვენებაზე 2-0 ანგარიშით გავედით. მერე კი თამაშს ვაკონტროლებდით და ყველაფერი ადვილი იყო."

შანსების გამოყენება

"საოცარი თამაშის შემდეგ მატჩის პირველი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, როცა რეშფორდმა დაარტყა. კარგად რომ დაერტყა, საოცარი გოლი იქნებოდა. მაგრამ მერე მეორე შანსი, მესამე შანსი და მეოთხე შანსი გოლად იქცა. და მატჩი ჩვენს ხელთ იყო. ბურთის შენარჩუნებაში ძალიან კარგები ვართ, თამაშსაც კარგად ვაკონტროლებთ და მეტოქის ემოციას ვკლავთ, მაგრამ გოლების გატანაც არის საჭირო და დღეს ეს გამოვიდა."

ტაქტიკური ცვლილება


"4-4-2 გამოვიყენეთ, სისტემა, რომელსაც ისინი იყენებენ. ვეცადეთ, რომ მორგანი და ჰუტი ზლატანის წინააღმდეგ ორი ერთზე არ დარჩენილიყვნენ. თავდასხმაში მარკუსის დაყენებით ზლატანს უფრო მეტი სივრცე მივეცით. კარგად გამოვიყურებოდით, სტაბილურად ვთამაშობდით, მაგრამ ბურთის ფლობისა და თამაშის კონტროლის გარეშე. მერე კი შევცვალეთ და უფრო მეტი სივრცის მოძებნა დავიწყეთ, პირველ ტაიმში გოლი გავიდა და ყველაფერი გაადვილდა."

გლობალური თამაში

"ბევრჯერ ვითამაშეთ კარგად. საერთო თამაშიც კარგი იყო და ინდივიდუალურიც. მიკი ყველაზე მეტად გვხვდებოდა თვალში გოლით, საგოლე გადაცემითა და საოცარი მოქმედებებით, მაგრამ ბევრ სხვა ინდივიდუალურად კარგად მოთამაშე ფეხბურთელსაც დავასახელებდი."

ზლატანმა 20 გოლს მიაღწია

ჩვეულებრივ, როცა თავდამსხმელს გოლი გააქვს, ვამბობთ "22 გოლი - 14 ჩვეულებრივ და 8 პენალტიდან", ან "21 გოლი - 14 ჩვეულებრივ და 7 პენალტიდან". ზლატანის შემთხვევაში კი თავს უნდა შევახსენოთ, რომ მას 20 გოლი აქვს - 19 ჩვეულებრივ და 1 პენალტიდან."

მეტოქეებზე ზეწოლა


"არ ვიცი, კონკურენტებზე ზეწოლას ვახდენთ თუ არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლოს ვართ. ჩვენ გაცილებით რთული სეზონი გვექნება, ბიდრე მათ და გაცილებით რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ახლოს ვართ. გუნდი კარგად თამაშობს; ამ გუნდმა იმედი მოგვცა, რომ ბოლომდე უნდა ენდო."

ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
6 თებერვალი 2017 08:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეს მესმის უკვე შემდეგი ვოთფურდია <3 მიდი მოუ 7 თამაში გადააბი მოგებების საღოლ მინდა უთხა მიკის იბრას და მატის

4 4 2 გადადი მოუ სწორია
0
№12
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2017 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Pirvel wutebs tuar chavtvlit yvelaferi mshvenivrad iyo ❤️
0
№13
ავტორი: gaga1987
6 თებერვალი 2017 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
tavic armouklavt ise moiges
0
№14
ავტორი: JuanMata
6 თებერვალი 2017 12:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: giorgisamnidze99
ეს მესმის უკვე შემდეგი ვოთფურდია <3 მიდი მოუ 7 თამაში გადააბი მოგებების საღოლ მინდა უთხა მიკის იბრას და მატის

4 4 2 გადადი მოუ სწორია


4-4-2 დაიწყო და რომ არ გაამართლა შეცვალეს, რთული ტაქტიკაა ძაან, ნახევარდაცვაში კაცი გაკლდება ცენტრის დაჭერა რთულია.

კარგი თამაში იყო, მომენტები გამოიყენეს და მოიგეს, ისიც აღსანიშნავია, რომ ლესტერმა ავტობუსი არ დადგა და ნაკლები ზეწოლა იყო წინ, მაგრამ ავტობუსთანაც გვაქვს ხოლმე გასატანი მომენტები.
0
№15
ავტორი: kobinio
6 თებერვალი 2017 13:36
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: tupaca
ციტატა: kobinio
ციტატა: RojoDiablo
ძალიან მომწონს ზლატანის მცდელობა და უკან ჩასვლის სურვილი, მის ადგილას კი რეშფორდის დადგომა და სისწრაფეზე თამაში. გათვლა იმდენად დიდი არაფერია, მაგას რა მოფიქრება უნდა, რომ მაღალმა ფორვარდმა თავზე ითამაშოს, სწრაფმა კი კონტრშეტევაზე, მაგრამ ფეხბურთელები ასრულებენ ამ დავალებას ძალიან კარგად და ესაა პლუსი

მთავარია ლივერპულს ჩვენ დავაკარგინოთ სამი ქულა და სიტის ამით ჩვენ ავტორიტეტს აღვადგენდით,ჩელსის მოგება უბრალოდ მაურინიოს თავმოყვარეობის ამბავია.
ეს საკმარისი იქნება სამეულში მოსახვედრად ასე მგონია.

ლივერპულს უკვე ვეთამაშეთ ორჯერ :)) 4 ქულა დავაკარგინეთ და ჩვენც დავკარგეთ სამწუხაროდ

ფაციფუცში გამეპარა ხო რაიყო :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top