ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერ სიტისთან" პრემიერ ლიგის მატჩში დომინირებდა და 3-0 გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.
იგივე თამაში, იდეალური შედეგი
"ვფიქრობ, ისე ვითამაშეთ, როგორც ყოველთვის. კარგად ვითამაშეთ, მოგება ვცადეთ. ნამდვილად რთული მეტოქე გვყავდა, მაგრამ ეს ის არის, რაც ხდება ხოლმე. საუკეთესო სტარტი არ გვქონდა - პირველ 15 ან 20 წუთში. მაგრამ შემდეგ კონტროლი მოვიპოვეთ და ბურთს ვაგორებდით, შანსს ვქმნიდით და გოლებიც გავიტანეთ. ეს არის ერთადერთი სხვაობა - შესვენებაზე 2-0 ანგარიშით გავედით. მერე კი თამაშს ვაკონტროლებდით და ყველაფერი ადვილი იყო."
შანსების გამოყენება
"საოცარი თამაშის შემდეგ მატჩის პირველი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, როცა რეშფორდმა დაარტყა. კარგად რომ დაერტყა, საოცარი გოლი იქნებოდა. მაგრამ მერე მეორე შანსი, მესამე შანსი და მეოთხე შანსი გოლად იქცა. და მატჩი ჩვენს ხელთ იყო. ბურთის შენარჩუნებაში ძალიან კარგები ვართ, თამაშსაც კარგად ვაკონტროლებთ და მეტოქის ემოციას ვკლავთ, მაგრამ გოლების გატანაც არის საჭირო და დღეს ეს გამოვიდა." ტაქტიკური ცვლილება
"4-4-2 გამოვიყენეთ, სისტემა, რომელსაც ისინი იყენებენ. ვეცადეთ, რომ მორგანი და ჰუტი ზლატანის წინააღმდეგ ორი ერთზე არ დარჩენილიყვნენ. თავდასხმაში მარკუსის დაყენებით ზლატანს უფრო მეტი სივრცე მივეცით. კარგად გამოვიყურებოდით, სტაბილურად ვთამაშობდით, მაგრამ ბურთის ფლობისა და თამაშის კონტროლის გარეშე. მერე კი შევცვალეთ და უფრო მეტი სივრცის მოძებნა დავიწყეთ, პირველ ტაიმში გოლი გავიდა და ყველაფერი გაადვილდა."
გლობალური თამაში
"ბევრჯერ ვითამაშეთ კარგად. საერთო თამაშიც კარგი იყო და ინდივიდუალურიც. მიკი ყველაზე მეტად გვხვდებოდა თვალში გოლით, საგოლე გადაცემითა და საოცარი მოქმედებებით, მაგრამ ბევრ სხვა ინდივიდუალურად კარგად მოთამაშე ფეხბურთელსაც დავასახელებდი."
ზლატანმა 20 გოლს მიაღწია
ჩვეულებრივ, როცა თავდამსხმელს გოლი გააქვს, ვამბობთ "22 გოლი - 14 ჩვეულებრივ და 8 პენალტიდან", ან "21 გოლი - 14 ჩვეულებრივ და 7 პენალტიდან". ზლატანის შემთხვევაში კი თავს უნდა შევახსენოთ, რომ მას 20 გოლი აქვს - 19 ჩვეულებრივ და 1 პენალტიდან." მეტოქეებზე ზეწოლა
"არ ვიცი, კონკურენტებზე ზეწოლას ვახდენთ თუ არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლოს ვართ. ჩვენ გაცილებით რთული სეზონი გვექნება, ბიდრე მათ და გაცილებით რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ახლოს ვართ. გუნდი კარგად თამაშობს; ამ გუნდმა იმედი მოგვცა, რომ ბოლომდე უნდა ენდო."