თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2017, 12:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2451,
კომენტარები: 15
მოურინიო: "იუნაიტედის" ლეგენდა უნდა გავხდე"
მოურინიო ტიტულების მოგების პირობას დებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ თავის ყოფილ კლუბებში მან ლეგენდის სახელი დატოვა და ახლა იმავე სტატუსის მიღება "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს.

პორტუგალიელ მწვრთნელს ძალზედ წარმატებული კარიერა აქვს და მსოფლიოს ცნობილ კლუბებთან ერთად სხვადასხვა ტიტულის მფლობელი გახდა.

"პორტუსთან" ერთად მიღწეულმა წარმატებამ - მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოგებამ - მოურინიოს "ჩელსის" კარი გაუღო, რომლის ხელმძღვანელობისას პრემიერ ლიგისა და შიდა თასების გამარჯვებული გახდა.

ამის შემდეგ მოურინიომ მილანის "ინტერთან" ერთად ტრებლი გააკეთა, მოიგო რა სერია A, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა, სანამ ესპანეთში "ბარსელონას" დომინირებას შეწყვეტდა და მადრიდის "რეალს" ლა ლიგის გამარჯვებულად აქცევდა.

"ჩელსიში" მეორე მისვლაც ასევე ტიტულის მოგებით დააგვირგვინა და ახლა იმავეს "ოლდ ტრაფორდზე" ესწრაფვის.

მოურინიო დარწმუნებულია, რომ ამას მოახერხებს და "ოცნების თეატრი" "წითელი ეშმაკების" ფოლკლორში მის სახელსა და გვარსაც გააჟღერებს.

როცა ჰკითხეს, თუ რა უნდა მოახერხოს კლუბის ლეგენდად რომ იქცეს, მოურინიომ უპასუხა: "ტიტულები უნდა მოვიგო, როგორც ამას სხვაგან ვახერხებდი, სადაც ვიყავი.

ჩემს კლუბებში მე ლეგენდა ვარ. "პორტუში", "ინტერში", "ჩელსიში" მე ლეგენდა ვარ. მათ ისტორიას ვეკუთვნი და თანაც ძალიან, ძალიან მაღალ დონეზე.

მადრიდის "რეალის" ისტორიასაც ვეკუთვნი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაშიც ჩაიწერა ჩემი სახელი, რადგან ერთ ოთახში სხვა მწვრთნელებთან ერთად გადაღებული ფოტო მაქვს. მაგრამ მე მხოლოდ ქომუნითი შილდი მოვიგე და სხვა ვერაფერი.

ვფიქრობ, ძალიან ბევრს ვშრომობ, უფრო მეტს, ვიდრე ოდესმე. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ისტორიას ციფრები ქმნიან. ტიტულების ოდენობის ამსახველი ციფრები.

ჩემი სამწვრთნელო ისტორია 23 ტიტულს შეიცავს. ისტორიას წამები, მეხუთე ადგილზე გასვლა, თასის წაგება, ფინალის წაგება არ ქმნის. ისტორიას გამარჯვებები ქმნის.

დარჩენილ სამ ტურნირზე გამარჯვება შეგვიძლია. ლიგის თასის მოგების 50% არსებობს. ინგლისის თასის 1/8 ფინალსა და ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ვართ."


გამარჯვებისთვის დაბადებულმა მოურინიომ განაცხადა, რომ ასეთივე მენტალიტეტი სხვა ფეხბურთელებშიც უნდა ჩანერგოს.

"ამიტომაცაა, რომ გამარჯვება ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის. კონკურენცია, ზეწოლასთან გამკლავება, როცა ფინალი გაქვს სათამაშო, ფინალი გაქვს მოსაგები.

გაქვს ნახევარფინალი, თამაშობ ჩემპიონატში. შენი მოწინააღმდეგე 24 საათის შემდეგ მარცხდება. შენ კი უნდა გაიმარჯვო, რომ ეს ქულები აღმოფხვრა. უნდა გაუმკლავდე ზეწოლას. უნდა იცხოვრო ამასთან ერთად.

ჩვენ კი ეს გვაკლია. ფეხბურთელები, რომლებსაც წარმატება ბუნებრივად ახასიათებთ, უეინ რუნი და მაიკლ კერიკი არიან. მეტი ვინ? ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, მაგრამ არა ჩვენს კლუბში. ანტონიო ვალენსია და მეტი არავინ."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2017 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Midi joze sheni imedi gvaq❤️
0
№12
ავტორი: გრიზმან 7
5 თებერვალი 2017 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ხოო და ბასტი დაგავიწყდა ჟოზეე მაგ კაცმაც იცის თასის გემოოო
0
№13
ავტორი: vanovano
5 თებერვალი 2017 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
იუნაიტედის ლეგენდა გახდები ხოო ანტირეკორდებში
0
№14
ავტორი: giorgi_mg
5 თებერვალი 2017 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ა ბატონო, გახსნა კაცმა კარტები, მაგრამ გამარჯვებულები არ იბადებიან გამარჯვებული ხდები შრომის შედეგად და მერე გიყალიბდება მენტალიტეტი, ფაქტია რომ მივდივართ მაგ მენტალიტეტის ჩამოყალიბებისკენ, მაგ: ერერა, პოგბა, ფელა, რეშფორდი, ბაი, ჯონსი აი ამ ბიჭებში ვხედავ ჟინს და წყურვილს გამარჯვებისკენ...

დანარჩენი ნა..უიზეა გასაშვები ყველა ვინც უგულოდ ითამაშებს, ვეთანხმები ზევით ზოგზოგიერთის კომენტარებს
0
№15
ავტორი: stepno
5 თებერვალი 2017 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რამენაირად უნდა ეცადო რო ჩამოუყალიბდეთ მოუუ love ეხლა რუნი და ქერიკი რო ეგეთები არიან ეგ ხო მაგრამ რაღა დარჩათ მაგათ 2 ან 3 წელი? მოკლედ სასწრაფოდ გვჭირდება ახალგაზრდა ტალანტები რო არ ჩავიძიროთ მილანი არ დაგვემართოს იმედია ეგრე არ მოხდება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top