თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2017, 12:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2451,
კომენტარები: 15
მოურინიო: "იუნაიტედის" ლეგენდა უნდა გავხდე"
მოურინიო ტიტულების მოგების პირობას დებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ თავის ყოფილ კლუბებში მან ლეგენდის სახელი დატოვა და ახლა იმავე სტატუსის მიღება "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს.

პორტუგალიელ მწვრთნელს ძალზედ წარმატებული კარიერა აქვს და მსოფლიოს ცნობილ კლუბებთან ერთად სხვადასხვა ტიტულის მფლობელი გახდა.

"პორტუსთან" ერთად მიღწეულმა წარმატებამ - მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოგებამ - მოურინიოს "ჩელსის" კარი გაუღო, რომლის ხელმძღვანელობისას პრემიერ ლიგისა და შიდა თასების გამარჯვებული გახდა.

ამის შემდეგ მოურინიომ მილანის "ინტერთან" ერთად ტრებლი გააკეთა, მოიგო რა სერია A, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა, სანამ ესპანეთში "ბარსელონას" დომინირებას შეწყვეტდა და მადრიდის "რეალს" ლა ლიგის გამარჯვებულად აქცევდა.

"ჩელსიში" მეორე მისვლაც ასევე ტიტულის მოგებით დააგვირგვინა და ახლა იმავეს "ოლდ ტრაფორდზე" ესწრაფვის.

მოურინიო დარწმუნებულია, რომ ამას მოახერხებს და "ოცნების თეატრი" "წითელი ეშმაკების" ფოლკლორში მის სახელსა და გვარსაც გააჟღერებს.

როცა ჰკითხეს, თუ რა უნდა მოახერხოს კლუბის ლეგენდად რომ იქცეს, მოურინიომ უპასუხა: "ტიტულები უნდა მოვიგო, როგორც ამას სხვაგან ვახერხებდი, სადაც ვიყავი.

ჩემს კლუბებში მე ლეგენდა ვარ. "პორტუში", "ინტერში", "ჩელსიში" მე ლეგენდა ვარ. მათ ისტორიას ვეკუთვნი და თანაც ძალიან, ძალიან მაღალ დონეზე.

მადრიდის "რეალის" ისტორიასაც ვეკუთვნი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაშიც ჩაიწერა ჩემი სახელი, რადგან ერთ ოთახში სხვა მწვრთნელებთან ერთად გადაღებული ფოტო მაქვს. მაგრამ მე მხოლოდ ქომუნითი შილდი მოვიგე და სხვა ვერაფერი.

ვფიქრობ, ძალიან ბევრს ვშრომობ, უფრო მეტს, ვიდრე ოდესმე. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ისტორიას ციფრები ქმნიან. ტიტულების ოდენობის ამსახველი ციფრები.

ჩემი სამწვრთნელო ისტორია 23 ტიტულს შეიცავს. ისტორიას წამები, მეხუთე ადგილზე გასვლა, თასის წაგება, ფინალის წაგება არ ქმნის. ისტორიას გამარჯვებები ქმნის.

დარჩენილ სამ ტურნირზე გამარჯვება შეგვიძლია. ლიგის თასის მოგების 50% არსებობს. ინგლისის თასის 1/8 ფინალსა და ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ვართ."


გამარჯვებისთვის დაბადებულმა მოურინიომ განაცხადა, რომ ასეთივე მენტალიტეტი სხვა ფეხბურთელებშიც უნდა ჩანერგოს.

"ამიტომაცაა, რომ გამარჯვება ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის. კონკურენცია, ზეწოლასთან გამკლავება, როცა ფინალი გაქვს სათამაშო, ფინალი გაქვს მოსაგები.

გაქვს ნახევარფინალი, თამაშობ ჩემპიონატში. შენი მოწინააღმდეგე 24 საათის შემდეგ მარცხდება. შენ კი უნდა გაიმარჯვო, რომ ეს ქულები აღმოფხვრა. უნდა გაუმკლავდე ზეწოლას. უნდა იცხოვრო ამასთან ერთად.

ჩვენ კი ეს გვაკლია. ფეხბურთელები, რომლებსაც წარმატება ბუნებრივად ახასიათებთ, უეინ რუნი და მაიკლ კერიკი არიან. მეტი ვინ? ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, მაგრამ არა ჩვენს კლუბში. ანტონიო ვალენსია და მეტი არავინ."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
5 თებერვალი 2017 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
magrad mevaseba amis komentarebi.yoveltvis glijavs raaaa.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
5 თებერვალი 2017 12:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მოკლე ვადაში ამ სტატუსის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, ჩემპიონთა ლიგას თუ მოიგებს, გრძელ ვადაში კი მხოლოდ მაშინ, თუკი პრემიერ ლიგაში სტაბილურად იასპარეზებს და ყოველ მეორე ან მესამე წელს მაინც აგვაწევინებს თასს. აქ "ლივერპული" არ არის, რომ პრემიერ ლიგის თასი თვალით ნანახი არ ჰქონდეთ და პირველივე მოგებისთანავე გუნდის ლეგენდად შერაცხონ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Manstark_United
5 თებერვალი 2017 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ჟოზე პროგრესი იგრძნობა გუნდში და აუცილებლად გამოვა ყველაფერი !!! მთავარია წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაგვაბრუნო რამენაირად !!! ეს შეძელი და მერე ყველაფერი თავისით დალაგდება !!! ტრანსფერებიანად და მენტალიტეტიანად !!! love
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
5 თებერვალი 2017 13:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
თამამი განცხადებაა :D
0
№5
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2017 13:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგისთვის ბევრი რამის მოგება და სტაბილურობა დაგჭირდება
0
№6
ავტორი: dachi_mu
5 თებერვალი 2017 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გუშინ იყო აქ კითხვა ვინაა ეგეთიო უკმაყოფილება წამოვიდა მოუს მიმართ,და აგერ პასუხი,სრულიად ვეთანხმები სრულიად,მარა ისიც ვიცი რო ბევრს შეცვლის მოუ ფეხბურთელებში..
1
№7
ავტორი: giorgisamnidze99
5 თებერვალი 2017 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მოუ გიჟე დღეს გაწიკვე ლესტერი
0
№8
ავტორი: gaga1987
5 თებერვალი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
dges mtavari mogebaaa
0
№9
ავტორი: irakli87
5 თებერვალი 2017 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ასი პროცენტით ვეთანხმები. სხვა არავის აინტერესებს და ადარდებს ისე როგორც იმ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს. უმრავლესობა მიეკუთვნება ისეთი კლუბების დონეს რომლებიც არც ქვევით ჩადიან და არც ზევით რომ არ ადიან ცხრილში და ამით რო კმაყოფილები რომ არიან. აი ეგ ტეხავს მანჩესტერში არაფერი ესაქმება ეგეთს ვინც არუნდა იყოს?! თვალში ძაან ბლინდი მხვდება მისი უაზრო გასული წლის კომენტარებით. და საერთოდ მთელი ვაან გაალის სასტავი.
0
№10
ავტორი: dachi_mu
5 თებერვალი 2017 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: irakli87
ასი პროცენტით ვეთანხმები. სხვა არავის აინტერესებს და ადარდებს ისე როგორც იმ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს. უმრავლესობა მიეკუთვნება ისეთი კლუბების დონეს რომლებიც არც ქვევით ჩადიან და არც ზევით რომ არ ადიან ცხრილში და ამით რო კმაყოფილები რომ არიან. აი ეგ ტეხავს მანჩესტერში არაფერი ესაქმება ეგეთს ვინც არუნდა იყოს?! თვალში ძაან ბლინდი მხვდება მისი უაზრო გასული წლის კომენტარებით. და საერთოდ მთელი ვაან გაალის სასტავი.

ზუსტად იმენა სამარცხვინო კომენტარი გააკეთა what
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top