თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2017, 18:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2835,
კომენტარები: 13
მოურინიო: "მიუწვდომელ ფეხბურთელებზე დროის ფლანგვას არ ვაპირებ"
მოურინიო სატრანსფერო გეგმების განხილვას უარობს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ჯერ ძალიან ადრეა ზაფხულის სატრანსფერო საკითხებზე საუბარი.

"წითლების" მწვრთნელმა "ლესტერ სიტისთან" მატჩის წინ პრესის წინაშე ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

მოურინიომ ტიტულისთვის ბრძოლასა და მიმდინარე სეზონში ოთხეულში მოხვედრაზე საუბრით დაიწყო თავისი პრესკოფერენცია. ამას მოჰყვა შეკითხვა, ხომ არ იქონიებდა გავლენას სატრანსფერო გეგმებზე ჩემპიონთა ლიგაზე გაუსვლელობა.

"სამ თებერვალს სატრანსფერო ფანჯარაზე ლაპარაკს საერთოდ არ აქვს აზრი. სატრანსფერო ბაზარი ზაფხულში იხსნება და ზაფხულამდე არაფერი მაქვს სათქმელი. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, იანვრის ბოლო დღეს ნათქვამის გამეორებაა. მე ვიცი, რაც მსურს.

ჩემს ფეხბურთელებთან ერთად შვიდი თვეა ვმუშაობ. მათ ახლა უკეთ ვიცნობ, ვიდრე ექვსი ან შვიდი თვის წინ. იმასთან დაკავშირებით, რაც მჭირდება, რეალურად ვარ განწყობილი. კარგად ვიცი, შეუძლებელი სამიზნეები ვინც არიან.

არ მინდა, რომ ჩემი კლუბი შეუძლებელი შეთავაზებების კეთებაში მონაწილეობდეს, ეს დროის ფლანგვაა. იმ ფეხბურთელებისთვის კი, ვინც მიუწვდომელნი არიან და მათი აგენტებისთვისაც საჩუქარია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბი ინტერესდება მათით და ამით ისინი ვითარებას იუმჯობესებენ, მაგრამ ჩვენთვის სულაც არ არის კარგი. მე ძალიან რეალისტი ვარ.

საქმეს ობიექტურად ვუდგები, ჩემმა ხელმძღვანელობამ იცის, რაც გვჭირდება და დღეიდან ზაფუხლამდე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე, ტურნირებზე, კლუბსა და გულშემატკივარზე გავამახვილებ ყურადღებას და შესაძლოა საუკეთესო შედეგის მიღებას ვეცდები",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Gigo
3 თებერვალი 2017 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ციტატა: გრიზმან 7
ახლა ლესტერი უნდა გავხიოთ ჟოზე

momwons sheni saxeli neta rodis iqneba rom gadmova grizu

grizu da naingolani minda zalian naingolani zaan magrad mevase tam magari igrokia kerikis shemcvleli iqneba idealurad
0
№12
ავტორი: ფილ ჯონსი(4)
4 თებერვალი 2017 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
გრიზმანი,რ ნაინგოლნი,Nilsson-Lindelof am

მეტი არავინ როუზი თუ გაგვატანა

2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პატრის ევრამ "იუვენტუსი" დატოვა და "მარსელში" გადავიდა.

იწერებოდა, რომ 35 წლის ფრანგს "მანჩესტერში" სურდა დაბრუნება, თუმცა მისი ტრანსფერი დაიბლოკა.

"მანჩესტერში" დაბრუნებასთან ძალიან ახლოს ვიყავი. მოურინიოს ვესაუბრე და ყველაფერი შევუთანხმე, თუმცა გუნდში ერთ პიროვნებას ეს იდეა არ მოეწონა და ტრანსფერი დაბლოკა. რა თქმა უნდა, არ მსურს მისი ვინაობის გამხელა", - განაცხადა ევრამ.
ბრიტანული წყაროები წერენ, რომ ეს პიროვნება დიდი ალბათობით ედ ვუდვარდი იქნება, რომელიც აბსოლუტურად ყველა ტრანსფერს განაგებს. (ეს თუ სიმართლეა მაშინ შენი დედაც ედ ვუდვარდ angry
0
№13
ავტორი: zlatan9
4 თებერვალი 2017 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
გრიზმანს ატლეტიკო არ გამოუშვებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top