"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ჯერ ძალიან ადრეა ზაფხულის სატრანსფერო საკითხებზე საუბარი.
"წითლების" მწვრთნელმა "ლესტერ სიტისთან" მატჩის წინ პრესის წინაშე ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.
მოურინიომ ტიტულისთვის ბრძოლასა და მიმდინარე სეზონში ოთხეულში მოხვედრაზე საუბრით დაიწყო თავისი პრესკოფერენცია. ამას მოჰყვა შეკითხვა, ხომ არ იქონიებდა გავლენას სატრანსფერო გეგმებზე ჩემპიონთა ლიგაზე გაუსვლელობა.
"სამ თებერვალს სატრანსფერო ფანჯარაზე ლაპარაკს საერთოდ არ აქვს აზრი. სატრანსფერო ბაზარი ზაფხულში იხსნება და ზაფხულამდე არაფერი მაქვს სათქმელი. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, იანვრის ბოლო დღეს ნათქვამის გამეორებაა. მე ვიცი, რაც მსურს.
ჩემს ფეხბურთელებთან ერთად შვიდი თვეა ვმუშაობ. მათ ახლა უკეთ ვიცნობ, ვიდრე ექვსი ან შვიდი თვის წინ. იმასთან დაკავშირებით, რაც მჭირდება, რეალურად ვარ განწყობილი. კარგად ვიცი, შეუძლებელი სამიზნეები ვინც არიან.
არ მინდა, რომ ჩემი კლუბი შეუძლებელი შეთავაზებების კეთებაში მონაწილეობდეს, ეს დროის ფლანგვაა. იმ ფეხბურთელებისთვის კი, ვინც მიუწვდომელნი არიან და მათი აგენტებისთვისაც საჩუქარია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბი ინტერესდება მათით და ამით ისინი ვითარებას იუმჯობესებენ, მაგრამ ჩვენთვის სულაც არ არის კარგი. მე ძალიან რეალისტი ვარ.
საქმეს ობიექტურად ვუდგები, ჩემმა ხელმძღვანელობამ იცის, რაც გვჭირდება და დღეიდან ზაფუხლამდე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე, ტურნირებზე, კლუბსა და გულშემატკივარზე გავამახვილებ ყურადღებას და შესაძლოა საუკეთესო შედეგის მიღებას ვეცდები", - განაცხადა მოურინიომ.