თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2017, 12:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2955,
კომენტარები: 11
კლოპმა მოურინიოს უპასუხა
იურგენ კლოპის კომენტარი მოურინიოს მოსაზრებაზე.
კლოპმა მოურინიოს უპასუხა
იურგენ კლოპმა უპასუხა ჟოზე მოურინიოს კომენტარს - თითქოს მსაჯები სხვადასხვა მწვრთნელს სხვადასხვა სტანდარტებით უდგებოდნენ - და აღნიშნა, რომ გაუმართლა, როცა "ჩელსისა" და "ლივერპულის" მატჩის დროს მოედნის კიდედან არ გააძევეს.

კლოპმა სამშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მეოთხე არბიტრს, ნეილ სუორბრიკს დაუყვირა "ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს", მერე კი ბოდიში მოუხადა, რაზეც მსაჯი გამოეპასუხა "მომწონს თქვენი ემოცია."

მოურინიო კი ამტკიცებს, რომ მისი მხრიდან გამოვლენილ იმავე ემოციას "ჰალ სიტისთან" მისი გუნდის უგოლო მატჩში მეოთხე მსაჯი გაძევების მუქარით გამოეხმაურა.

შეხვედრის შემდეგ პორტუგალიელმა გულშემატკივრებს ტირადა მოუწყო და სიმართლის დაწერისკენ მოუწოდა, რამეთუ მიაჩნია, რომ მას და სხვა მწვრთნელებს სხვადასხვაგვარად ეპყრობიან.

თუმცა კლოპს ამის არ სჯერა: "ამის შესახებ მანამდეც მსმენია. წარმოდგენა არა მაქვს, მწვრთნელებს სხვადასხვაგვარად თუ უდგებიან.

ყველამ ვიცით, რის გაკეთება შეგვიძლია. სასიამოვნოდ არ გამოვიყურებოდი, მაგრამ არც ისე ცუდი ვიყავი. იქნებ გამიმართლა. სიტუაციის განსჯის სხვადასხვა გზა არსებობს.

ემოციური თამაშია. ადვილი არ არის ემოციების კონტროლი. ჩვენ გვსჯიდნენ - მე, ჟოზეს, არსენ ვენგერს. ხანდახან სასჯელს ვიღებთ, ხანდახან - არა.

ახალგაზრდობაში უარესი ვიყავი. უკვე უკეთესი ვარ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
3 თებერვალი 2017 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგარი კაცია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top