თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2017, 12:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2955,
კომენტარები: 11
კლოპმა მოურინიოს უპასუხა
იურგენ კლოპის კომენტარი მოურინიოს მოსაზრებაზე.
კლოპმა მოურინიოს უპასუხა
იურგენ კლოპმა უპასუხა ჟოზე მოურინიოს კომენტარს - თითქოს მსაჯები სხვადასხვა მწვრთნელს სხვადასხვა სტანდარტებით უდგებოდნენ - და აღნიშნა, რომ გაუმართლა, როცა "ჩელსისა" და "ლივერპულის" მატჩის დროს მოედნის კიდედან არ გააძევეს.

კლოპმა სამშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მეოთხე არბიტრს, ნეილ სუორბრიკს დაუყვირა "ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს", მერე კი ბოდიში მოუხადა, რაზეც მსაჯი გამოეპასუხა "მომწონს თქვენი ემოცია."

მოურინიო კი ამტკიცებს, რომ მისი მხრიდან გამოვლენილ იმავე ემოციას "ჰალ სიტისთან" მისი გუნდის უგოლო მატჩში მეოთხე მსაჯი გაძევების მუქარით გამოეხმაურა.

შეხვედრის შემდეგ პორტუგალიელმა გულშემატკივრებს ტირადა მოუწყო და სიმართლის დაწერისკენ მოუწოდა, რამეთუ მიაჩნია, რომ მას და სხვა მწვრთნელებს სხვადასხვაგვარად ეპყრობიან.

თუმცა კლოპს ამის არ სჯერა: "ამის შესახებ მანამდეც მსმენია. წარმოდგენა არა მაქვს, მწვრთნელებს სხვადასხვაგვარად თუ უდგებიან.

ყველამ ვიცით, რის გაკეთება შეგვიძლია. სასიამოვნოდ არ გამოვიყურებოდი, მაგრამ არც ისე ცუდი ვიყავი. იქნებ გამიმართლა. სიტუაციის განსჯის სხვადასხვა გზა არსებობს.

ემოციური თამაშია. ადვილი არ არის ემოციების კონტროლი. ჩვენ გვსჯიდნენ - მე, ჟოზეს, არსენ ვენგერს. ხანდახან სასჯელს ვიღებთ, ხანდახან - არა.

ახალგაზრდობაში უარესი ვიყავი. უკვე უკეთესი ვარ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
3 თებერვალი 2017 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ახალგაზრდობაში იპარავდი რეკეტი რამე თავნები არაა იურგენ wink უარესიი რაღა იყავი wink am
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2017 12:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
"ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს"

ეს მაგარი თქვა კიდე wink
1
№3
ავტორი: PaLoMo
3 თებერვალი 2017 12:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4129
განგსტერი ყოფილა ეს თურმე :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: shotkin
3 თებერვალი 2017 13:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
კლოპტან არანაირი პრეტენზია არმაქ რაცნდა ისთქვას მაგარი კაცია როგორც მწვრთნელიც და პიროვნებაც მარა აქ მოურინიოზეც არაა რა აი ესე განვიხილოტ უბრალოდ : კაცმა წყლისბოთლის ფეხის დარტყმისთვის 50000 გადაიხადა ვენგერმა ხელით შეხებისთვის 25000 აი რალოგიკაა და მერე იმენა მსაჯს უყვირის კლოპი და ეს მოწონთ ცოტა ბოდიში და ერთ ადგილას ხოარააქქვთ ჰა? ლოგიკა სადაა პირდაპირი კონტაქტი და შეურაწყოფა მსაჯებთან 25000 და და მეორე სემთცვევაში ემოცია მოწონთ და ამან ბოთლკს ფეხი დაარტყა და 50000 ? მდა მართლა შეგეზიზღება ეს ინგლისის ფეხბურთის ასოცოაციაც და ზოგადად პრემიერლიგა მსაჯობის დონიდან გამომდინარე
0
№5
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2017 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Exla ras gavs da kide uarsei ra iqneboda es gjola warmomidgenia)))
0
№6
ავტორი: shotkin
3 თებერვალი 2017 13:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: ikeoni
Exla ras gavs da kide uarsei ra iqneboda es gjola warmomidgenia)))

გეტყვი ქვედაყბა ექნება 90 გრადუსით საპპირისპირო მხარეს გაწეული ერთი თვალი დიდი მეორე უფრო პატარა ცხვირი დაბერილი და სახეზე ყვითელ წითელი რაღაც ტროლის მსგავსი არსება რა
0
№7
ავტორი: beckham7
3 თებერვალი 2017 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
რაც ახალგაზრდობაში იყავი ჩამოსხმა, ეხლაც იგივე ხარ.
0
№8
ავტორი: kobinio
3 თებერვალი 2017 14:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Sxvatashoris kai.mcvrtnelia.vangaalis magivrad ro mosuliko ariqneboda urigo.mara exla goumarjos maus
0
№9
ავტორი: გრიზმან 7
3 თებერვალი 2017 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ჟოზდ აშკარად არევასებათ
0
№10
ავტორი: GeorgeBest
3 თებერვალი 2017 18:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მგონია ხშირად იღებდე სასჯელს derphappycry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top