თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2017, 21:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2455,
კომენტარები: 13
აგენტი: "იბრაჰიმოვიჩი ნეაპოლზეა შეყვარებული"
მინო რაიოლას მტკიცებით, შვედს იტალიის ქალაქი იზიდავს.
აგენტი:
აგენტმა მინო რაიოლამ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერესებს წარმოადგენს, მიგვანიშნა, რომ მის კლიენტს იტალიაში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს.

35 წლის შვედმა ჩინური და ამერიკული კლუბების წინადადება არ მიიღო და ახალი მიზანი დაისახა - პრემიერ ლიგა დაეპყრო.

"წითელი ეშმაკების" მაისურით ზლატანმა უკვე გაიტანა 19 გოლი, რომელთაგან 14 პრემიერ ლიგაზე მოდის და ჟოზე მოურინიო ამტკიცებს, რომ იბრაჰიმოვიჩი მომდევნო სეზონსაც "იუნაიტედში" გაატარებს.

თავად ზლატანს კი, შესაძლოა, სხვა მიზნები ჰქონდეს: თავდამსხმელს დიდი ხანია იზიდავს ნეაპოლი, ამიტომ სერია A-ში გადასვლა გამორიცხული არ არის.

"იბრაჰიმოვიჩს ყოველთვის უყვარდა ნეაპოლი და ადგილობრივი მაცხოვრებლების სწრაფვა. ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომელიც ნეაპოლურს რაღაცით ჰგავდა. იცის, რას ნიშნავს ნეაპოლის სიყვარული, ეს სწრაფვა ყოველთვის იზიდავდა.

პირადად იცნობს "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს. ჯერჯერობით კონკრეტიკა არ არსებობს, მაგრამ ზლატანის შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს",
- განაცხადა რაიოლამ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
3 თებერვალი 2017 01:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Phil Jones
ციტატა: RojoDiablo
აქვე შენიშვნა: fexburti.ge აგრძელებს ქართველი გულშემატკივრების მოტყუებას და დღეს საოცარი ინფორმაცია გაავრცელა: თითქოს იბრამ ქართველებს ვიზალიბერალიზაციის მიღება მოგვილოცა.

areyoukiddingme

ფცი-ზე ჯერ არ დაუწერიათ?? მანდაც იდება მსგავსი რამეები და მაგრად ვღადაობ ხოლმე ))

ჰაჰა ეხლა შევედი და ფეხბურთი.გეზე და ზიდანსაც მოულოცავს ))))))))))))))

აღარ მიკვირს უკვე რომ იგონებენ, მაგრამ ამდენ რამეს როგორ იგონებენ ვერ ვხვდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: stepno
3 თებერვალი 2017 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
lol lol გრიზუ მოვიდეს და ეს ნაპოლში წავიდეს
0
№13
ავტორი: shotkin
3 თებერვალი 2017 12:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ტეხავს რო ესეთ ასაკში მოვიდა აქ ესრო ცოტა ახალგაზრდა იყოს იდეალური იქნებოდა ეხლა ისეთი გუნდი ეწყობა რომელიც კონტრშეტევებზე და სისწრაფეზე ითამასებს რაც ამას კონტექსტიდან აგდებს აი ესეთი ნელი როარიყყოს კაი იქნება ნუ ჯერ ჯერობით არც მინდა დიდად როწავიდეს და არც მინდა დიდად როდარჩეს არვიცი მარა თუ ისევ ამაზე უნდა ითამასონ მომავალწელს მირცევნია წავიდეს და თუ რამე ახალს და უფრო უკეთეესს მოიფიქრებს მოუ დატოვონ, არმ ინდა რა ეს ნელი მანცესტერი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top