აგენტმა მინო რაიოლამ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერესებს წარმოადგენს, მიგვანიშნა, რომ მის კლიენტს იტალიაში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს.
35 წლის შვედმა ჩინური და ამერიკული კლუბების წინადადება არ მიიღო და ახალი მიზანი დაისახა - პრემიერ ლიგა დაეპყრო.
"წითელი ეშმაკების" მაისურით ზლატანმა უკვე გაიტანა 19 გოლი, რომელთაგან 14 პრემიერ ლიგაზე მოდის და ჟოზე მოურინიო ამტკიცებს, რომ იბრაჰიმოვიჩი მომდევნო სეზონსაც "იუნაიტედში" გაატარებს.
თავად ზლატანს კი, შესაძლოა, სხვა მიზნები ჰქონდეს: თავდამსხმელს დიდი ხანია იზიდავს ნეაპოლი, ამიტომ სერია A-ში გადასვლა გამორიცხული არ არის. "იბრაჰიმოვიჩს ყოველთვის უყვარდა ნეაპოლი და ადგილობრივი მაცხოვრებლების სწრაფვა. ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომელიც ნეაპოლურს რაღაცით ჰგავდა. იცის, რას ნიშნავს ნეაპოლის სიყვარული, ეს სწრაფვა ყოველთვის იზიდავდა.
პირადად იცნობს "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს. ჯერჯერობით კონკრეტიკა არ არსებობს, მაგრამ ზლატანის შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა რაიოლამ.