თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2017, 14:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3530,
კომენტარები: 11
მოურინიო: "კლოპივით არ ვიქცევი"
ჟოზე მოურინიოს მორიგი გამოხმაურება იურგენ კლოპის ნამოქმედარზე.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ "ქარიანი" ამინდის შესახებ გაკეთებული განცხადება არ იკმარა და ამჯერად იურგენ კლოპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რაც ინგლისის თასზე შესუსტებული შემადგენლობის გამოყვანას გულისხმობს.

"ვულვერჰემპტონთან" მატჩში გერმანელმა მწვრთნელმა ცხრა ცვლილება განახორციელა და მისი გუნდი "ენფილდზე" 1-2 დამარცხდა, რაც "ლივერპულელებისთვის" იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ პრემიერ ლიგაზე ასპარეზობაღა შემორჩათ.

მოურინიო აცხადებს, რომ ინგლისის სათასო ტურნირებს ასე არასდროს მიუდგება.

"მე ამას არ გავაკეთებ, მაშინაც კი, ისეთი კლუბის მწვრთნელი რომ ვიყო, რომელსაც ჩვენისთანა ამბიცია არ ამოძრავებს - მითუმეტეს, ინგლისის თასზე.

ერთხელ მოვიქეცი ასე, ინგლისში პირველად მოსვლის დროს და მივხვდი, რომ შეცდომა იყო. ჩემი გადაწყვეტილების შედეგები გავაცნობიერე. ის პერიოდი იყო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" უნდა შევხვედროდით.

ლიგის თასის ფინალში "ლივერპულს" შევხვდით. იმ დროს კი ინგლისის თასზე გასვლაზე "ნიუკასლთან" გვქონდა თამაში და ჩემი შეცდომა გავაცნობიერე. ინგლისის თასი პატივისცემით მოპყრობას იმსახურებს, ამიტომაც არ ვაკეთებ ამას.

ფეხბურთელებს თუ ვცვლი, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებსაც მივცე შანსი. ზოგიერთი უნდა დავასვენო.

"ბლექბერნთანაც" შეცვლილ შემადგენლობას დავაყენებ, რადგან სხვებსაც უნდა მივცე შანსი.

ცვლილებას გავაკეთებ, მაგრამ შვიდი ბავშვით არ გავალთ მოედანზე. ეს არ შემიძლია. გავრისკავ, მაგრამ ასე მოვიქცევი."


წყარო: independent
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
1 თებერვალი 2017 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Mixito
Simartle gitxrat mous imedi mqonda mara ese ar megona martalia mtlad saswavlad ver vtamashobt mara im gababas shemdeg tan aset mokle droshi aseti gundis moxodvaa araa advili saqme

მე პირადად მანუს რო უყურებ მგონია რო შემდეგ წელს ერტიპორვნული ლიდერები ვიკნებით პრემიერლიგის და ბოლოს 1 ადგილსა ანუ ჩვენსა და მე 2 ადგილს შორის 11-12 ქულა მინიმუმ იქნება სხვაობა და ესე მგონია ლიგაზეც დავიწყებტ კარ ასპარეზობას. მაგრად დაალაგა გუნდი ასეთ მოკლე დროში ეხლა ზაფხულში მაგარი ტრანსფერები გაკეთდება ჯერ გრიზუ რად ღირს და სხვაც იქნება ასე, რომ დარწმუნებული ვარ მანუს თავისი ზველი დიდების დასაბრუნებლად ძალიან ცოტაღა დარჩა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top