ჟოზე მოურინიომ "ქარიანი" ამინდის შესახებ გაკეთებული განცხადება არ იკმარა და ამჯერად იურგენ კლოპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რაც ინგლისის თასზე შესუსტებული შემადგენლობის გამოყვანას გულისხმობს.
"ვულვერჰემპტონთან" მატჩში გერმანელმა მწვრთნელმა ცხრა ცვლილება განახორციელა და მისი გუნდი "ენფილდზე" 1-2 დამარცხდა, რაც "ლივერპულელებისთვის" იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ პრემიერ ლიგაზე ასპარეზობაღა შემორჩათ.
მოურინიო აცხადებს, რომ ინგლისის სათასო ტურნირებს ასე არასდროს მიუდგება.
"მე ამას არ გავაკეთებ, მაშინაც კი, ისეთი კლუბის მწვრთნელი რომ ვიყო, რომელსაც ჩვენისთანა ამბიცია არ ამოძრავებს - მითუმეტეს, ინგლისის თასზე.
ერთხელ მოვიქეცი ასე, ინგლისში პირველად მოსვლის დროს და მივხვდი, რომ შეცდომა იყო. ჩემი გადაწყვეტილების შედეგები გავაცნობიერე. ის პერიოდი იყო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" უნდა შევხვედროდით.
ლიგის თასის ფინალში "ლივერპულს" შევხვდით. იმ დროს კი ინგლისის თასზე გასვლაზე "ნიუკასლთან" გვქონდა თამაში და ჩემი შეცდომა გავაცნობიერე. ინგლისის თასი პატივისცემით მოპყრობას იმსახურებს, ამიტომაც არ ვაკეთებ ამას.
ფეხბურთელებს თუ ვცვლი, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებსაც მივცე შანსი. ზოგიერთი უნდა დავასვენო.
"ბლექბერნთანაც" შეცვლილ შემადგენლობას დავაყენებ, რადგან სხვებსაც უნდა მივცე შანსი.
ცვლილებას გავაკეთებ, მაგრამ შვიდი ბავშვით არ გავალთ მოედანზე. ეს არ შემიძლია. გავრისკავ, მაგრამ ასე მოვიქცევი."