"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდინიო ამაყობს, რომ პოლ პოგბასა და რაჰიმ სტერლინგის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებმა ადრე აღნიშნეს, თუ რამდენად დიდ შთაბედჭილებას ახდენდა მათზე ბრაზილიელი თავდამსხმელი.
მსოფლიო ჩემპიონი თავისი თაობის სუპერვარსკვლავი იყო და "კამპ ნოუზე" ასპარეზობისას ორჯერ დაიმსახურა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.
ახლახანს რონალდინიომ აღნიშნა, რომ კარიერის გახანგრძლივება სურს, მისი აგენტის თქმით კი, ბრაზილიელს რამდენიმე წინადადება აქვს.
36 წლის ფეხბურთელი ამჟაად შორსაა თავისი ფორმის პიკისგან, მაგრამ თავის საუკეთესო წლებში ნაჩვენები თამაშით მისი თაობის ახალგაზრდა ფეხბურთელების მოხიბლვას ახერხებდა.
"ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია მსოფლიო კლასის ფეხბურთელების მოხიბლვა - პოგბასა და სტერლინგის მსგავსი ფეხბურთელები უკვე არიან საუკეთესოთა შორის და დიდებულია იმის ხილვა, რომ გააქვთ გოლები, რომლებიც ხალხს უფრო მეტად აყვარებს ფეხბურთს", - განაცხადა რონალდინიომ.
ბრაზილიელი ასევე დიდი გულშმატკივარია "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, უეინ რუნისა.
"ინგლისელებს შორის ჯერ კიდევ მომწონს უეინ რუნი. მას აქვს სხვადასხვა სახის უნარები, კარგი დარტყმა და ბურთს კარგად ინარჩუნებს. მედგარია - მიწაზე არასდროს ეცემა. მისი სტილი ყოველთვის მომწონდა."