თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2017, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2541,
კომენტარები: 13
რონალდინიო: "ვამაყობ, რომ პოგბას შთაგონების წყარო ვარ"
ბრაზილიელი ლეგენდა "იუნაიტედის" ნახევარმცველზე საუბრობს.
რონალდინიო:
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდინიო ამაყობს, რომ პოლ პოგბასა და რაჰიმ სტერლინგის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებმა ადრე აღნიშნეს, თუ რამდენად დიდ შთაბედჭილებას ახდენდა მათზე ბრაზილიელი თავდამსხმელი.

მსოფლიო ჩემპიონი თავისი თაობის სუპერვარსკვლავი იყო და "კამპ ნოუზე" ასპარეზობისას ორჯერ დაიმსახურა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.

ახლახანს რონალდინიომ აღნიშნა, რომ კარიერის გახანგრძლივება სურს, მისი აგენტის თქმით კი, ბრაზილიელს რამდენიმე წინადადება აქვს.

36 წლის ფეხბურთელი ამჟაად შორსაა თავისი ფორმის პიკისგან, მაგრამ თავის საუკეთესო წლებში ნაჩვენები თამაშით მისი თაობის ახალგაზრდა ფეხბურთელების მოხიბლვას ახერხებდა.

"ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია მსოფლიო კლასის ფეხბურთელების მოხიბლვა - პოგბასა და სტერლინგის მსგავსი ფეხბურთელები უკვე არიან საუკეთესოთა შორის და დიდებულია იმის ხილვა, რომ გააქვთ გოლები, რომლებიც ხალხს უფრო მეტად აყვარებს ფეხბურთს", - განაცხადა რონალდინიომ.

ბრაზილიელი ასევე დიდი გულშმატკივარია "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, უეინ რუნისა.

"ინგლისელებს შორის ჯერ კიდევ მომწონს უეინ რუნი. მას აქვს სხვადასხვა სახის უნარები, კარგი დარტყმა და ბურთს კარგად ინარჩუნებს. მედგარია - მიწაზე არასდროს ეცემა. მისი სტილი ყოველთვის მომწონდა."

წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2017 16:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გაუჩო love
0
№2
ავტორი: mufc1878
31 იანვარი 2017 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
გაუჩო love
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 იანვარი 2017 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გადმოსულიყავი მანჩესტერში რონი რა winked

ბარსელონაში იმდენად დიდებული იყო, რომ აზრი არ ქონდა რომელ კლუბს გულშემატკივრობდი, შეუძლებელი იყო ამის თამაში არ მოგწონებოდა.
0
№4
ავტორი: LASHQARA
31 იანვარი 2017 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მაგარი ფეხბურთელი იყო ეგეთი კლასის არც არავინ მინახავს დღემდე, შეუდარებელი ტექნიკა და გამჭრიახი გონება ქონდა love am
0
№5
ავტორი: DRJBECKHAM
31 იანვარი 2017 16:52
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
პროსტა პოგბასგან ხალხი სასწაულებს ითხოვს თორე, კროოსის პასიც აქვს, ვიდალის ჯანიც და მოდრიჩის კლასიც, თან ძალიან ახალგაზრდაა. გამოხტება ვიღაც და ამბობს არ ღირს 100 მილინია მარა ყველას უნდა თავის გუნდში )))
0
№6
ავტორი: shotkin
31 იანვარი 2017 17:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: DRJBECKHAM
პროსტა პოგბასგან ხალხი სასწაულებს ითხოვს თორე, კროოსის პასიც აქვს, ვიდალის ჯანიც და მოდრიჩის კლასიც, თან ძალიან ახალგაზრდაა. გამოხტება ვიღაც და ამბობს არ ღირს 100 მილინია მარა ყველას უნდა თავის გუნდში )))

რეალურად პოგბა პოტენციასისამივეს ჯობია ყველამონაცემიაქვს რაც მათ აქვთ და იმათ არააქვთ იდეაში თუ ისე განვითარდა როგორც ველოდები ეს კაცი 3-4 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება
0
№7
ავტორი: DRJBECKHAM
31 იანვარი 2017 17:33
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: shotkin
ციტატა: DRJBECKHAM
პროსტა პოგბასგან ხალხი სასწაულებს ითხოვს თორე, კროოსის პასიც აქვს, ვიდალის ჯანიც და მოდრიჩის კლასიც, თან ძალიან ახალგაზრდაა. გამოხტება ვიღაც და ამბობს არ ღირს 100 მილინია მარა ყველას უნდა თავის გუნდში )))

რეალურად პოგბა პოტენციასისამივეს ჯობია ყველამონაცემიაქვს რაც მათ აქვთ და იმათ არააქვთ იდეაში თუ ისე განვითარდა როგორც ველოდები ეს კაცი 3-4 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება

მთავარია გადამწყვეთ თამაშებში და გრანდებთან არ დაიკარგოს ხოლმე
0
№8
ავტორი: shotkin
31 იანვარი 2017 18:00

მდა ხო ეგ სერიოზული პრობლემა გახდა უკვე იუვეშიც ესე იყო დაახლოებით ნუ იტალიის ჩემპიონატში რამდენად არიან გრანდები ეს სხვასაკითხია მარა ლიგაზე რავი ისეთი რაქნა არც ფინალი იყო ბარსასთან იდეალური და ამკომპონენტში ბევრად უნდა მოუმატოს
0
№9
ავტორი: ikeoni
31 იანვარი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
არადა ძალიან ახლოს იყო მანჩესტერში გადმოსვლასთან
0
№10
ავტორი: dybbuk
31 იანვარი 2017 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1599
რონალდინიო არის ჩემთვის პირადად ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი ვისი თამაშიც მინახავს, სანახაობა და შედეგი ერთად ეს არის პიკი რასაც შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა ამ სფეროში, უდაოდ საუკეთესოა, მიუხედავად იმისა რა ასაკშიცაა და რა ფორმაშიც იმყოფება ეხა, დიდი სიამოვნებით ვნახავდი მანიუში. როგორ მახსოვს ის ზაფხული, ბარსამ 3 მილიონით მეტი გადაიხადა და ჩვენთან აღარ გადმოვიდა, დღემდე ვდარდობ მაგ ჩაშლილ ტრანსფერს, არადა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო იუნაიტედში გადმოსვლა. ჩემი კუმირია გაუჩო, რეალს რაც ამან გაუკეთა ბერნაბეუზე მაგას თუ როდესმე ვინმე შეძლებს არამგონია, ნახევარ გუნდი მოატყუა და მთელი სტადიონი ბარსას ფეხბურთელს ტაშს უკრავდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top