თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2017, 15:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2139,
კომენტარები: 14
ხმა მიეცით: იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი
გამოავლინეთ თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი იანვარში.
ხმა მიეცით: იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი
საკმაოდ რთული გამოდგა სამი ფეხბურთელის გამორჩევა, რომლებმაც იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ასპარეზობისას სამ სხვადასხვა ტურნირზე შთაბეჭდილება მოახდინეს.

თუმცა კლუბის ოფიციალურმა საიტმა მაინც გამოყო სამი კანდიდატი, რომელთაგან ორი მცველი და ერთი თავდამსხმელია.

ფილ ჯონსი - 5 (1) მატჩი

შთამბეჭდავი დაბრუნება გამოუვიდა მცველს, რომელმაც თავისი სტაბილურობით ჟოზე მოურინიოს გუნდში ადგილი დაიმკვიდრა. ცენტრალური მცველი მატჩებში სიმშივიდითა და ბურთის ფლობისას გადაწყვეტილების უნარიანობით გამოირჩეოდა, "ვესტ ჰემთან" მატჩში მისმა თავდადებულმა თამაშმა კი "იუნაიტედს" რიცხობრივი უპირატესობა მოუპოვა.

მარკუს რეშფორდი - 3 (2) მატჩი / 2 გოლი

თინეიჯერი თავდამსხმელი მატჩების მიმდინარეობის შემცვლელია, რაც "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში შეცვლაზე ჩართვის შედეგად დაამტკიცა, გაუკეთა რა საგოლე გადაცემა ხუნა მატას. "რედინგთან" ლიგის თასის მატჩში კი მარკუსმა ცენტრალური თავდამსხმელის როლი მოირგო და დუბლიც გაიფორმა. ინგლისელმა ფეხბურთელმა თავისი გავლენა იქონია "სტოკ სიტისთან" მატჩშიც, სადაც სწორედ მასზე დაირღვა თამაშის წესი, რომლის გამო დანიშნული საჯარიმო დარტყმაც რუნიმ გოლად გარდასახა. ლიგის თასის ნახევარფინალში კი იგი უდავოდ გამორჩეული ფიგურა იყო "ჰალ სიტის" წინააღმდეგ შეხვედრაში.

ანტონიო ვალენსია - 4 მატჩი

მიუხედავად იმისა, რომ ორი მატჩი გამოტოვა, "მანქანას", როგორც მას ჯონსი უწოდებს, შანსი აქვს, ნოემბერში მიღწეული შედეგი გაიმეოროს. ეკვადორელი ფეხბურთელი მარჯვენა მცველად ასპარეზობისას თავდასხმაში და თავდაცვაში ახერხებს გუნდის დახმარებას და სწორედ მისი საგოლე გადაცემით გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ლივერპულთან" ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი. ჟოზე მოურინიოს მიერ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად შეფასებული ანტონიო სტაბილურობის განსახიერებაა მიმდინარე სეზონში.

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე: online და twitter


ვის მიეცით ხმა?

ფილ ჯონსი
მარკუს რეშფორდი
ანტონიო ვალენსია

სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
31 იანვარი 2017 19:06
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მე ჯოუნსს იმიტომ რომ არ ველოდიასეთ ასპარეობას ამდენი უთამაშებლობის მერე და გუნდს ამთვეში დაცვაში პრობლემა არ ჰქონია, ანტონიოსგან მე მივეჩიე სტაბილურობას ასე რომ მე ვერ გოვარჩევდი, ხოლო რეშფორდის საუკეთესო თვე არ იყო ჩემი აზრით.
0
№12
ავტორი: giorgi kandelakisvili
31 იანვარი 2017 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ჯონსი იმიტო რო პირადი რეკორდი მოხსნა ტრავმის გარესჰე ამდენი ხანი არ გაუდზვლია
0
№13
ავტორი: stepno
31 იანვარი 2017 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მარკუს love
0
№14
ავტორი: temo-scholes
1 თებერვალი 2017 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
jonsi an reshfordi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top