გამოავლინეთ თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი იანვარში.
საკმაოდ რთული გამოდგა სამი ფეხბურთელის გამორჩევა, რომლებმაც იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ასპარეზობისას სამ სხვადასხვა ტურნირზე შთაბეჭდილება მოახდინეს.
თუმცა კლუბის ოფიციალურმა საიტმა მაინც გამოყო სამი კანდიდატი, რომელთაგან ორი მცველი და ერთი თავდამსხმელია.
ფილ ჯონსი - 5 (1) მატჩიშთამბეჭდავი დაბრუნება გამოუვიდა მცველს, რომელმაც თავისი სტაბილურობით ჟოზე მოურინიოს გუნდში ადგილი დაიმკვიდრა. ცენტრალური მცველი მატჩებში სიმშივიდითა და ბურთის ფლობისას გადაწყვეტილების უნარიანობით გამოირჩეოდა, "ვესტ ჰემთან" მატჩში მისმა თავდადებულმა თამაშმა კი "იუნაიტედს" რიცხობრივი უპირატესობა მოუპოვა.
მარკუს რეშფორდი - 3 (2) მატჩი / 2 გოლითინეიჯერი თავდამსხმელი მატჩების მიმდინარეობის შემცვლელია, რაც "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში შეცვლაზე ჩართვის შედეგად დაამტკიცა, გაუკეთა რა საგოლე გადაცემა ხუნა მატას. "რედინგთან" ლიგის თასის მატჩში კი მარკუსმა ცენტრალური თავდამსხმელის როლი მოირგო და დუბლიც გაიფორმა. ინგლისელმა ფეხბურთელმა თავისი გავლენა იქონია "სტოკ სიტისთან" მატჩშიც, სადაც სწორედ მასზე დაირღვა თამაშის წესი, რომლის გამო დანიშნული საჯარიმო დარტყმაც რუნიმ გოლად გარდასახა. ლიგის თასის ნახევარფინალში კი იგი უდავოდ გამორჩეული ფიგურა იყო "ჰალ სიტის" წინააღმდეგ შეხვედრაში.
ანტონიო ვალენსია - 4 მატჩიმიუხედავად იმისა, რომ ორი მატჩი გამოტოვა, "მანქანას", როგორც მას ჯონსი უწოდებს, შანსი აქვს, ნოემბერში მიღწეული შედეგი გაიმეოროს. ეკვადორელი ფეხბურთელი მარჯვენა მცველად ასპარეზობისას თავდასხმაში და თავდაცვაში ახერხებს გუნდის დახმარებას და სწორედ მისი საგოლე გადაცემით გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ლივერპულთან" ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი. ჟოზე მოურინიოს მიერ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად შეფასებული ანტონიო სტაბილურობის განსახიერებაა მიმდინარე სეზონში.
ხმის მისაცემად გადადით ბმულზე:
online და
twitter