მთავარი მწვრთნელის კომენტარი ინგლისის თასის მატჩის შემდგომ.
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "უიგანთან" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში პირველი ტაიმი არც ისე კარგად ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.
შეხვედრის შემდეგ მან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
მატჩის შესახებ"გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველი ტაიმი არ იყო კარგი, მაგრამ 1-0 მოგება მაინც მოვახერხეთ. შესვენებაზე კი გუნდის დინამიკაში რაღაცების ცვლილებაზე ვისაუბრეთ. ბიჭებმა ნამდვილად გაიგეს მოთხოვნა, რადგან მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო, გამარჯვება დავიმსახურეთ, საქმე გაკეთებულია და 1/8 ფინალში ვართ."
რთული მეტოქეები"ვიცოდით, რომ უორენი გუნდს დაცვაში კარგ ორგანიზებას გაუწევდა, აგრესიულად ათამაშებდა, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ამ კედლის დასანგრევად იმაზე უკეთ უნდა გვეთამაშა, ვიდრე პირველ ტაიმში ვთამაშობდით. ცოტა გაგვიმართლა, რომ 1-0 ვიგებდით და მეორე ტაიმში უფრო მეტის სივრცის გამოჩენის შედეგად თამაში მოვკალით."
რომელიმე ფეხბურთელის თამაშმა ზედმეტი საფიქრალი გაგიჩინათ?"არა, გუნდის თამაში კარგი იყო. ინდივიდუალური ფეხბურთელების თამაშიც კარგი იყო - ზოგიერთები სხვებს სჯობდნენ, მაგრამ ეს ფეხბურთია. საერთოდ ჯამში ბედნიერი ვარ მათი ნამოქმედარით."
ჰენრიხ მხითარიანის შესახებ"კლუბში მისი მოსვლის დღიდან ჩვენც და მიკისაც მიგვაჩნდა, რომ მზად იყო. დაუყოვნებლივ კარგი გავლენა მოახდინა, მერე კი "ტოტენჰემთან" მიღებული ტრავმის გამო შეწყვიტა, თუმცა დაბრუნებულმა კვლავ კარგად ითამაშა, რაც გვახარებს".
წყარო:
manutd.com