თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2017, 23:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3094,
კომენტარები: 15
მოურინიოს ვერდიქტი "უიგანთან" გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი ინგლისის თასის მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "უიგანთან" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში პირველი ტაიმი არც ისე კარგად ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.

შეხვედრის შემდეგ მან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

მატჩის შესახებ

"გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველი ტაიმი არ იყო კარგი, მაგრამ 1-0 მოგება მაინც მოვახერხეთ. შესვენებაზე კი გუნდის დინამიკაში რაღაცების ცვლილებაზე ვისაუბრეთ. ბიჭებმა ნამდვილად გაიგეს მოთხოვნა, რადგან მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო, გამარჯვება დავიმსახურეთ, საქმე გაკეთებულია და 1/8 ფინალში ვართ."

რთული მეტოქეები

"ვიცოდით, რომ უორენი გუნდს დაცვაში კარგ ორგანიზებას გაუწევდა, აგრესიულად ათამაშებდა, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ამ კედლის დასანგრევად იმაზე უკეთ უნდა გვეთამაშა, ვიდრე პირველ ტაიმში ვთამაშობდით. ცოტა გაგვიმართლა, რომ 1-0 ვიგებდით და მეორე ტაიმში უფრო მეტის სივრცის გამოჩენის შედეგად თამაში მოვკალით."

რომელიმე ფეხბურთელის თამაშმა ზედმეტი საფიქრალი გაგიჩინათ?

"არა, გუნდის თამაში კარგი იყო. ინდივიდუალური ფეხბურთელების თამაშიც კარგი იყო - ზოგიერთები სხვებს სჯობდნენ, მაგრამ ეს ფეხბურთია. საერთოდ ჯამში ბედნიერი ვარ მათი ნამოქმედარით."

ჰენრიხ მხითარიანის შესახებ

"კლუბში მისი მოსვლის დღიდან ჩვენც და მიკისაც მიგვაჩნდა, რომ მზად იყო. დაუყოვნებლივ კარგი გავლენა მოახდინა, მერე კი "ტოტენჰემთან" მიღებული ტრავმის გამო შეწყვიტა, თუმცა დაბრუნებულმა კვლავ კარგად ითამაშა, რაც გვახარებს".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
29 იანვარი 2017 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
dges chemi azrit sauketeso shreki iyo <3
0
№2
ავტორი: ROONEY-RUNI
29 იანვარი 2017 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: dachi_mu
dges chemi azrit sauketeso shreki iyo <3



გეთანხმები ძმა შრეკიც კარგი იყო ძმა კარგ პასებსაც აკეთებდა და ისე უაზროდაც აღარ კარგავდა ბურთებს მაგრამ ბასტის თამაშიც რო არ დავინახოთ ეგ სირცხვილია :D :D wink
0
№3
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2017 23:31
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კონტრშეტევიდან გატანილი გოლი დამავიწყდა, როგორია. მიკი რა კარგია ასეთ მომენტში, რა სწრაფად აზროვნებს და რა ზუსტად, მაგრამ ენტონიმაც მაგრად შეუსრულა პასი. მე ველოდი, რომ უკან მდგომ რუნის მისცემდა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2017 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Meore taimshi yvelaferi idealurad iyo ❤️
1
№5
ავტორი: Phil Jones
29 იანვარი 2017 23:34
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მესამე გოლმა დიდებული მანჩესტერი გამახსენა <3
1
№6
ავტორი: shotkin
29 იანვარი 2017 23:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: RojoDiablo
კონტრშეტევიდან გატანილი გოლი დამავიწყდა, როგორია. მიკი რა კარგია ასეთ მომენტში, რა სწრაფად აზროვნებს და რა ზუსტად, მაგრამ ენტონიმაც მაგრად შეუსრულა პასი. მე ველოდი, რომ უკან მდგომ რუნის მისცემდა

ხო და მიკის მაგდროს იშვიათად ეშლება ხოლმე პასიც ძაან კლასიკა გვყავს ეგკაცი მარა დღის პიკი არის ისამბავი რო ბასტიმ გაიტანა ბასტი ითამაშებს ევრიოპალიგაზე და ბასტი იქნება ეპლში
1
№7
ავტორი: gache1991
29 იანვარი 2017 23:44
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ver vuyure tamashs magram komentarebidan vxvdebi bevri damikargavs:)) mimoxilva tu daideba siamovnebit vuyureb
0
№8
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2017 23:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: gache1991
ver vuyure tamashs magram komentarebidan vxvdebi bevri damikargavs:)) mimoxilva tu daideba siamovnebit vuyureb

მატჩის განხილვაზე გადადი და იქ არის

აქ გადადი და მიმოხილვის ველი მოძებნე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: tedore
29 იანვარი 2017 23:49
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ციტატა: gache1991
ver vuyure tamashs magram komentarebidan vxvdebi bevri damikargavs:)) mimoxilva tu daideba siamovnebit vuyureb


პირველი დიდი არაფერი მაგრამ მაგარი მეორე ტაიმი გამოტოვე ასე რომ გირჩევ უყურო))
0
№10
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2017 23:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: shotkin
ციტატა: RojoDiablo
კონტრშეტევიდან გატანილი გოლი დამავიწყდა, როგორია. მიკი რა კარგია ასეთ მომენტში, რა სწრაფად აზროვნებს და რა ზუსტად, მაგრამ ენტონიმაც მაგრად შეუსრულა პასი. მე ველოდი, რომ უკან მდგომ რუნის მისცემდა

ხო და მიკის მაგდროს იშვიათად ეშლება ხოლმე პასიც ძაან კლასიკა გვყავს ეგკაცი მარა დღის პიკი არის ისამბავი რო ბასტიმ გაიტანა ბასტი ითამაშებს ევრიოპალიგაზე და ბასტი იქნება ეპლში

ბოლო მაინც საეჭვო მგონია, მაგრამ კერიკს ყველა მატჩში რომ ვერ ათამაშებს ხოლმე, ბასტის და მაიკლს რომ უცვალოს ადგილები ხანდახან, კარგი იქნება.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top