თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2017, 14:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2507,
კომენტარები: 17
რეშფორდი: "მინდა, მატჩებში ცვლილება შემქონდეს"
მარკუს რეშფორდს მატჩის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა სურს.
რეშფორდი:
მარკუს რეშფორდი აცხადებს, რომ მატჩებში შეცვლაზე შესვლის შედეგად თამაშის მიმდინარეობის შეცვლა და მოწინააღმდეგე მცველებისთვის თავისი სიმწვავით პრობლემების შექმნა სურს.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "ჰალ სიტისთან" აგვისტოში გატანილი გამარჯვების გოლითა და "ვესტ ჰემთან" მიმდინარე თვეში გაკეთებული საგოლე გადაცემით უკვე დაამტკიცა, რომ "იუნაიტედის" შეტევას სიმწვავეს მატებს.

"იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ნამდვილად გამოირჩეოდა ასეთი უნარით. იგი ყოველთვის ცდილობდა მეტოქის სისუსტეების ამცონობას და მათით სარგებლობას. რეშფორდის თქმით, სათადარიგოთა სკამზე მოხვედრისას ისიც ყოველთვის ამაზე ფიქრობს.

"მნიშვნელოვანია ამის კეთების შესაძლებლობა. არ იცი, მწვრთნელი სად გათამაშებს, ამიტომ ნებისმიერი პოზიციიდან უნდა შეძლო. როგორც კი სათადარიგოთა სკამზე მოხვდები, მაშინვე მენტალურად უნდა მოემზადო ამისთვის.

ამიტომაც, როცა სკამზე მოხვდები, მხოლოდ ამაზე ფიქრობ, მაგრამ ბუნებრივი მახასიათებელია ფეხბურთელისთვის, რომ იმაზე იფიქროს, თუ რა შეუძლია მოედანზე გასვლის შემთხვევაში. იმაზეც უნდა იფიქრო, თუ ვის უპირისპირდები",
- განაცხადა ახალგაზრდა თავდამსხმელმა.

ჟოზე მოურინიომ არაერთხელ აღნიშნა მიმდინარე სეზონში, თუ რამდენად სასარგებლოა რეშფორდის სისწრაფე, როცა მეტოქის ფეხბურთელები იღლებიან. 19 წლის ფეხბურთელს კი მიაჩნია, რომ უკეთესი გახდება.

"მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რომ ასე განაგრძო და 90 წუთის განმავლობაში ერთი და იგივე მოძრაობები იმეორო. ვფიქრობ, დროსთან ერთად ყველაფერი მოვა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიღო. ხანდახან მიდგომას დროს სჭირდება, რომ იდეალურამდე ავიდეს, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.

დამოკიდებულია იმაზეც, რომ ცალკე გაიტყუო თითოეული ფეხბურთელი და მეტოქე, რადგანაც იცი, რომ ერთი ერთზე ნებისმიერს მოატყუებ. ჩემთვის ეს კარგი მდგომარეობაა".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi kandelakisvili
29 იანვარი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: Manstark_United
უკვე შეაქვს დიდი წვლილი მატჩებში.ეს მომავალში რა იქნებააა winked love

რონი მაგ ასაკში კი არ შეჰქონდა აგებინებდა თამაშებს
0
№12
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2017 17:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულის ერთი ფანი დღემდე წერს კომენტარებს და ამ საიტის უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს რომ სხვა გუნდს გულშემატკივრობს. ასეთები რატომ უნდა დავბლოკოთ?

სხვებს რაც შეეხება ვინც ცდილობს უაზრო კომენტარებით გამოვიდეს, ყვეას ვბლოკავ მე პირადად.
0
№13
ავტორი: Lalana
29 იანვარი 2017 17:55
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
საკუთარ ასაკთან შედარებით მშვენივრად აზროვნებს და ასევე მშვენივრად თამაშობს.არ ვიცი კონკრეტულად რომელ პოზიციაზე განვითარდება უკეთესად მაგრამ ვფიქრობ ნებისმიერ შემთხვევაში ინგლისისა და მანჩესტერის მომავალია ეს ბიჭი და აქვს იმხელა ნიჭი რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს.არა მხოლოდ მასზე,არამედ მწვრთნელზეც არის დამოკიდებული და იმედი მაქვს მოუ მიხედავს ამ კაცს როგორც საჭიროა

რაც შეეხება დიაბლოს ნათქვამს,სრულიად ვეთანხმები.ამ საიტს ზოგადად ძალიან კარგი ადმინისტრაცია ყავს,ასეთები რომ ყავდეს სხვა საიტებს უკეთესად ექნებოდათ საქმე.აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია,გინდ ეს ლივერპულის,ჩელსის თუ არსენალის გულშემატკივარი იქნება,ნუ მივაკერებთ ხოლმე რაიმე იარლიყს სხვა გუნდის გულშემატკივრებს.ადამიანი რომელიც იცავს ცენზურას,რომელიც პროვოკაციულად არ საუბრობს და უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს ეს იმას არ ნიშნავს რომ მას შეურაწყოფა მივაყენოთ.ბოლოს და ბოლოს სანამ მანჩესტერის ან რომელიმე გუნდის გულშემატკივარი გახდები ფეხბურთი უნდა გიყვარდეს და სანამ ფეხბურთს შეიყვარებ მაქანდე ადამიანი ხარ და ადამიანურად მოვექცეთ ერთმანეთს.
0
№14
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Didi imedi maqvs am bichis ❤️
0
№15
ავტორი: levionok
29 იანვარი 2017 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: RojoDiablo
ბოდიშს ვიხდი სიახლესთან შეუსაბამო კომენტარის გამო, მაგრამ სერიოზულ პრობლემად იქცა უკვე საიტზე ცენზურის დაცვა.

მანჩესტერელებო, წითლებო, მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ გარემო, რომელიც ყველას ოჯახის წევრად აგრძნობინებს თავს და არა აზრის გამოხატვისას კრიტიკის მოსმენაზე დაშინებულად. კრიტიკა დასაშვებია, ერთ მხარეს თუ აქვს აზრი, მეორესაც ექნება, რა თქმა უნდა, და იტყვის, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს აზრი ყოველგვარი *-ების გარეშე დაწეროთ და ადამიანებს მარტო იმის გამო არ მიაყენოთ შეურაცხყოფა, რომ "ლივერპულის" ფანები არიან. ზოგიერთი სქაუზერი მართლაც შემოდის აქ და ისე წერს კომენტარს, რომ არც ფეხბურთელს აყენებს შეურაცხყოფას, არც გუნდს და არც რომელიმე მომხმარებელს, არ მესმის, ამის გამო რატომ უნდა იმსახურებდეს ადამიანი ცუდ სიტყვებს ან გარიყვას.

იმედია, სწორად მოვიტანე ჩემი სათქმელი და ბოლომდე თუ არა, ცოტათი მაინც გამოსწორდება ვითარება

როხო დიაბლო მართლა დიდ სამსახურს წევ და ძალიან მაგარ სტატიებს გვიდებ და მე პირადად შენ გილოცავ იმას რომ ხალხის მადლიერება დაიმსახურე,ეს არც ისე მარტივი საქმეა და შენ ეს შეძელი..რაც შეეხება ლუზერების ფანობას აქ კომენტების წერას,ჯერ ერთი ნამდვილი ლუზერ-ფანი აქ არ შემოვა რომ უბრალოდ რამე განიხილოს ეს ტყუილია არ შეიძლება მისი კომენტარი იყოს ობიექტური ესეც გამორიცხულია...მაქსიმუმ მან შეიცლება ხაზი გაუსვას რომელიმე ჩვენთვის ცუდ მომენტს და ესეც მინიმუმ ცინიკურათ და არ ისე როგორც ნეიტრალურმა ფანმა,მათ მანიუ ეზიზღებათ და ჩვენ ლუზერპული,ასე რომ,ვთვლი რომ მათი კომენტარები უნდა დაიბლოკოს დ წაიშალონ საიტიდან,მე აქ რამოდენიმე კომენტარი მაქვ ნანახი და დამცინავის მეტი არაფერი მინახავს და სრულიად ვეთანხმები იმ ადამიანებს ვისაც არ სურს ლუზერების ამ საიტზე ხილვა ლუზერები ყოველთვის მინდა ვნახო წაგებულები და გაფარჩაკებულები ისე როგორც ეს 20 წელია ხდება და მეტი არცერთ როლში.
0
№16
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2017 22:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: levionok
როხო დიაბლო მართლა დიდ სამსახურს წევ და ძალიან მაგარ სტატიებს გვიდებ და მე პირადად შენ გილოცავ იმას რომ ხალხის მადლიერება დაიმსახურე,ეს არც ისე მარტივი საქმეა და შენ ეს შეძელი

გაიხარე, მეგობარო. გმადლობ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: stepno
30 იანვარი 2017 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სისტემატიურად ძირითადშI უნდა იყოს ეს კაცი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top