თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2458,
კომენტარები: 13
ჯოისი: "პოგბამ სულელური ვარცხნილობა უნდა მოიშოროს"
"უიგანის" მთავარი მწვრთნელი პოგბას აკრიტიკებს და აქებს.
ჯოისი:
პოლ პოგბას ბევრი რამ უსწავლია უორენ ჯოისისგან, როცა ეს უკანასკნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა და "უიგანის" მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ინგლისის თასის მატჩამდე ფრანგი ამ ყველაფერს დაივიწყებს.

ჯოისი რვა წლის განმავლობაში წვრთნიდა "იუნაიტედის" რეზერვებს, სანამ ნოემბერში "უიგანის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.

ბუნებრივია, "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩის წინ ჯოისი 23 წლის ფეხბურთელის შესახებ დასმულ შეკითხვას ვერ აირიდებდა, რის შემდეგაც უორენმა პოლის ვარცხნილობასა და სოციალურ მედიასთან მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა, თუმცა კრიტიკის შემდეგ საქებარი სიტყვებიც გამოძებნა.

როცა ჰკითხეს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდებოდა თუ არა საუკეთესო, ჯოისმა უპასუხა: "მასზეა დამოკიდებული, მართლა.

ეს დამოკიდებულია იმაზე, სულელურ ვარცხნილობებს გაიკეთებს თუ არა, მოედანს მიღმა ყურადღების მიქცევის სურვილიც ახდენს გავლენას.

არ ვიცი... მისი საქმეა რას იზამს - ჩემი საქმე კი კრიტიკაა. თუმცა ვერასდროს გაიხსენებთ ასეთ რამეს პოლ სქოულზისა და რაიან გიგზის შემთხვევაში."


ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ ახლახანს გამოვედი მათ წინაშე სიტყვით! სამსახურს გამიწევთ და ყველაფერს დაივიწყებთ?"

მიუხედავად ამისა, ჯოისი პოგბას მისამართით დადებით სიტყვებს მაინც იყენებს და მის წადილს აქებს.

"მისი მიზანი ყოველთვის იყო მსოფლიოში საუკეთესოობა. განიხილებოდა ამის პოტენციალის მქონედ თუ არა, მაინც სურდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელობა.

ამის შესახებ ღიად განაცხადა და მისაღწევად სტანდარტებიც დაიწესა. ყოველთვის ჰქონდა რწმენა, რომ ამას შეძლებს."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
28 იანვარი 2017 18:46
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Adamiani stadionze koncentrurevas gulisxmobs da ara klebuchur varcxnilobebs.... ram dagupa mempisi ?! Sareklamo scenebs da barebs ver mockvites da shedegmac ar daakona.
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
28 იანვარი 2017 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
პოგბას კლასში არავინ შემედაროს უმაგრესი ფეხბირთელია უბრალოთ ხანდახან ბევრის მოტყუებას ცდილობს და არ გამოუდის თორე ყველაფერი იდეალური აქ
0
№13
ავტორი: giorgi kandelakisvili
28 იანვარი 2017 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
პოგბა შეძლებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top