პოლ პოგბას ბევრი რამ უსწავლია უორენ ჯოისისგან, როცა ეს უკანასკნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა და "უიგანის" მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ინგლისის თასის მატჩამდე ფრანგი ამ ყველაფერს დაივიწყებს.
ჯოისი რვა წლის განმავლობაში წვრთნიდა "იუნაიტედის" რეზერვებს, სანამ ნოემბერში "უიგანის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.
ბუნებრივია, "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩის წინ ჯოისი 23 წლის ფეხბურთელის შესახებ დასმულ შეკითხვას ვერ აირიდებდა, რის შემდეგაც უორენმა პოლის ვარცხნილობასა და სოციალურ მედიასთან მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა, თუმცა კრიტიკის შემდეგ საქებარი სიტყვებიც გამოძებნა.
როცა ჰკითხეს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდებოდა თუ არა საუკეთესო, ჯოისმა უპასუხა: "მასზეა დამოკიდებული, მართლა.
ეს დამოკიდებულია იმაზე, სულელურ ვარცხნილობებს გაიკეთებს თუ არა, მოედანს მიღმა ყურადღების მიქცევის სურვილიც ახდენს გავლენას.
არ ვიცი... მისი საქმეა რას იზამს - ჩემი საქმე კი კრიტიკაა. თუმცა ვერასდროს გაიხსენებთ ასეთ რამეს პოლ სქოულზისა და რაიან გიგზის შემთხვევაში."
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ ახლახანს გამოვედი მათ წინაშე სიტყვით! სამსახურს გამიწევთ და ყველაფერს დაივიწყებთ?"
მიუხედავად ამისა, ჯოისი პოგბას მისამართით დადებით სიტყვებს მაინც იყენებს და მის წადილს აქებს.
"მისი მიზანი ყოველთვის იყო მსოფლიოში საუკეთესოობა. განიხილებოდა ამის პოტენციალის მქონედ თუ არა, მაინც სურდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელობა.
ამის შესახებ ღიად განაცხადა და მისაღწევად სტანდარტებიც დაიწესა. ყოველთვის ჰქონდა რწმენა, რომ ამას შეძლებს."