თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2017, 11:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2398,
კომენტარები: 14
მოურინიო: "შოუ სათამაშოდ მზად არის"
ლუკ შოუს შანსი კვლავ მიეცემა.
მოურინიო:
ლუკ შოუ მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობას დაუბრუნდეს და ჟოზე მოურინიოს გუნდს დახმარება გაუწიოს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა თავისი მზადყოფნა ვარჯიშებზე დაადასტურა და მარცხენა მცველის პოზიციაზე მატეო დარმიას, დეილი ბლინსა და მარკოს როხოს გაუწევს კონკურენციას. შოუს შანსი უახლოესი ორი მატჩიდან ერთ-ერთში მაინც მიეცემა - "ჰალ სიტისთან" ლიგის თასის ნახევარფინალში და "უიგანთან" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში.

21 წლის ფეხბურთელს ნოემბერში ლიგის თასზე "ვესტ ჰემთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია.

"ახლა მზად არის სათამაშოდ, ასე რომ, უკვე ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, თუკი ხუთშაბათს, შაბათს და მომდევნო ოთხშაბათს ითამაშებს. შეზღუდვების გარეშე შრომობს, ესე იგი, მზად არის.

თუმცა, ამ პოზიციაზე ბევრი არჩევანი გვაქვს და კონკურენციის გაწევა მოუწევს, საკუთარ თამაშში სტაბილურობა და მაღალი ხარისხი უნდა აჩვენონ, რათა გუნდში დარჩნენ"
, - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: David de Gea 1
26 იანვარი 2017 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ეს მოუ რო იძახის კონკურენციაა ამ ფლანგზეო გამოკვეთილი მარცხენა მცველი მარტო შოუ გვყავს და რეებს ბოდავს პროსტა როხოს და ბლინდს შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში
0
№12
ავტორი: shotkin
26 იანვარი 2017 17:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: MEMPHIS 7
ციტატა: Manstark_United
უნდა დაბრუნდე შოუ ... ჩვენი ახალი 3 ნომერი უნდა გახდეს ეს კაცი !!!

3 ნომ ბაილისია 2ანი აილოს მეც ეგ მინდა მარცხნივ თან ინგლისელია

3 ქონდა შოუს და არმინდაო 23 ჩემთვის ირბლიანი არისო და აირო ისევ ეგნომ
0
№13
ავტორი: stepno
26 იანვარი 2017 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რატომღაც მგონია რო დღეს თუ ათამაშა ძალიან მაგრად ითამაშებს :))))
0
№14
ავტორი: leluk
26 იანვარი 2017 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ამ ბიჭის არ მეიმედება და რა ვქნა?? უიღბლო ტიპიააა და ხელს შეუშლის კარიერაში .... ვერ იხოდება ბოლომდე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top