ლუკ შოუ მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობას დაუბრუნდეს და ჟოზე მოურინიოს გუნდს დახმარება გაუწიოს.
ინგლისელმა ფეხბურთელმა თავისი მზადყოფნა ვარჯიშებზე დაადასტურა და მარცხენა მცველის პოზიციაზე მატეო დარმიას, დეილი ბლინსა და მარკოს როხოს გაუწევს კონკურენციას. შოუს შანსი უახლოესი ორი მატჩიდან ერთ-ერთში მაინც მიეცემა - "ჰალ სიტისთან" ლიგის თასის ნახევარფინალში და "უიგანთან" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში.
21 წლის ფეხბურთელს ნოემბერში ლიგის თასზე "ვესტ ჰემთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია.
"ახლა მზად არის სათამაშოდ, ასე რომ, უკვე ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, თუკი ხუთშაბათს, შაბათს და მომდევნო ოთხშაბათს ითამაშებს. შეზღუდვების გარეშე შრომობს, ესე იგი, მზად არის.
თუმცა, ამ პოზიციაზე ბევრი არჩევანი გვაქვს და კონკურენციის გაწევა მოუწევს, საკუთარ თამაშში სტაბილურობა და მაღალი ხარისხი უნდა აჩვენონ, რათა გუნდში დარჩნენ", - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.