თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2017, 11:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2901,
კომენტარები: 11
მოურინიო მარსიალის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ფრანგი ფეხბურთელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მოურინიო მარსიალის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს
ჟოზე მოურინიო ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ გასულ შაბათს ენტონი მარსიალი "სტოკ სიტისთან" მატჩზე დასწრების ნაცვლად პარიზში ჩავიდა.

ფრანგი ფეხბურთელი "Bet365" სტადიონზე გამართული შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა და დასვენების დღე მიეცა.

მედიაწარმომადგენლები იტყობინებიან, რომ მარსიალმა დასვენების დღე პარიზში გაატარა, მაგრამ მოურინიო გამორიცხავს, რომ ამის გამო მასა და ფეხბურთელს შორის რაიმე სახის უთანხმოება არის.

"ჩვეულებრივ, განაცხადს მიღმა დატოვებული ერთ-ერთი ფეხბურთელი თან მიმყავს, რათა გახურებისას გაუთვალისწინებელი პრობლემების წარმოჩენის შემთხვევაში დაზღვეული ვიყო.

მაგრამ დასვენებისთვის ცოტა დრო გვაქვს, ამიტომ ფეხბურთელებს არჩევანის თავისუფლებას ვაძლევ და თვითონ ირჩევენ, დაისვენებენ თუ არა უიქენდზე, როცა განაცხადში ვერ ხვდებიან. მას თუ ერჩივნა, პარიზში წასულიყო, ამით არაფერი დაუშავებია.

კვირის ბოლოს, თუ რაიმე ტრავმა არ გვექნება, რომერო უნდა ვათამაშო და ჯოელ კასტრო პერეირა სათადარიგოთა სკამზე დავსვა.

დავიდ დე ხეა თავისუფალი იქნება და თუ სურს, ესპანეთში ორი დღით შეუძლია წასვლა, უნდა წავიდეს კიდეც. ფეხბურთელებს არჩევანის თავისუფლებას ვაძლევ, ასე რომ, ენტონის პარიზში წასვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
26 იანვარი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეე მარსიალის დაკარგვის მეშინია belay
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top