თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2017, 11:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2901,
კომენტარები: 11
მოურინიო მარსიალის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ფრანგი ფეხბურთელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მოურინიო მარსიალის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს
ჟოზე მოურინიო ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ გასულ შაბათს ენტონი მარსიალი "სტოკ სიტისთან" მატჩზე დასწრების ნაცვლად პარიზში ჩავიდა.

ფრანგი ფეხბურთელი "Bet365" სტადიონზე გამართული შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა და დასვენების დღე მიეცა.

მედიაწარმომადგენლები იტყობინებიან, რომ მარსიალმა დასვენების დღე პარიზში გაატარა, მაგრამ მოურინიო გამორიცხავს, რომ ამის გამო მასა და ფეხბურთელს შორის რაიმე სახის უთანხმოება არის.

"ჩვეულებრივ, განაცხადს მიღმა დატოვებული ერთ-ერთი ფეხბურთელი თან მიმყავს, რათა გახურებისას გაუთვალისწინებელი პრობლემების წარმოჩენის შემთხვევაში დაზღვეული ვიყო.

მაგრამ დასვენებისთვის ცოტა დრო გვაქვს, ამიტომ ფეხბურთელებს არჩევანის თავისუფლებას ვაძლევ და თვითონ ირჩევენ, დაისვენებენ თუ არა უიქენდზე, როცა განაცხადში ვერ ხვდებიან. მას თუ ერჩივნა, პარიზში წასულიყო, ამით არაფერი დაუშავებია.

კვირის ბოლოს, თუ რაიმე ტრავმა არ გვექნება, რომერო უნდა ვათამაშო და ჯოელ კასტრო პერეირა სათადარიგოთა სკამზე დავსვა.

დავიდ დე ხეა თავისუფალი იქნება და თუ სურს, ესპანეთში ორი დღით შეუძლია წასვლა, უნდა წავიდეს კიდეც. ფეხბურთელებს არჩევანის თავისუფლებას ვაძლევ, ასე რომ, ენტონის პარიზში წასვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 იანვარი 2017 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამათ ხო ეხლა მეტი არ უნდოდათ რაა areyoukiddingme


რახან პარიზში წავიდა ვსო დაიქცა ქვეყანა??? derpwhy
0
№2
ავტორი: Lady in red
26 იანვარი 2017 11:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
წავიდეს პარიზში იქნებ ცოტა მოვიდეს აზრზე, რაღაც სჭირს მაგას. ფსიქოლოგიურად უჭირს მგონი. მისი ფორმაში ყოფნა გუნდისთვის აუცილებელია და უნდა გამოცოცხლდეს ცოტა.
0
№3
ავტორი: DRJBECKHAM
26 იანვარი 2017 11:41
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მოურინიოსი ის მომწონს რო რასაც აკეთებს ყველაფერს ხსნის და შედარებით ჭორის საბაბს არ აძლევს ჟურნალისტებს, ასევე დარწმუნებული ვარ , რომ ფეხბურთელებსაც პირდაპირ ელაპარაკება და სათქმელსაც ეუბნება. ასევე წონა რ აქვს ყველამ იცის და მგონი მარსიალი მართლა უნდა გამოფხიზლდეს, 1 კარგი და მერე 3 საშინელი თამაშით ძირითადში ვერ მოხვდება.
0
№4
ავტორი: Manstark_United
26 იანვარი 2017 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
პირადი პრობლემები აქვს მაგ ბიჭს.ცოლს გაშორდა.თან აღიარეთ რო ძაან ტეხავს,ვიღაც გრძელცხვირა რო მოდის და შენს ნომერს დაუკითხავად იტაცებს.უბრალოდ შენს ავტორიტეტზე მოქმედებს ეგ ცუდად. თითქოს მარსიალს თავიდანვე გაესვა ხაზი,რომ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა აღარ იქნებოდა. გასაგებია ეს,მაგრამ დროა აზრზე მოვიდეს და მარცხნენა ფლანგზე სომხები და ესპანებელი აღარ დამანახოს.მაგან და შოუმ უნდა ჩაიბარონ მარცხენა ფლანგი,ორივე რო ფორმაში შევა შესანიშნავი ვიქნებით მაგ ფლანგზე.იმედია ჟოზე ხვდება მაგას...
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 იანვარი 2017 12:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რას ერჩი მართალია
0
№6
ავტორი: gaga1987
26 იანვარი 2017 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ფორაში შევიდეს და მოაგვაროს თავის პრობლეები.გუნდს ჭირდება.
0
№7
ავტორი: MEMPHIS 7
26 იანვარი 2017 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: Manstark_United
პირადი პრობლემები აქვს მაგ ბიჭს.ცოლს გაშორდა.თან აღიარეთ რო ძაან ტეხავს,ვიღაც გრძელცხვირა რო მოდის და შენს ნომერს დაუკითხავად იტაცებს.უბრალოდ შენს ავტორიტეტზე მოქმედებს ეგ ცუდად. თითქოს მარსიალს თავიდანვე გაესვა ხაზი,რომ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა აღარ იქნებოდა. გასაგებია ეს,მაგრამ დროა აზრზე მოვიდეს და მარცხნენა ფლანგზე სომხები და ესპანებელი აღარ დამანახოს.მაგან და შოუმ უნდა ჩაიბარონ მარცხენა ფლანგი,ორივე რო ფორმაში შევა შესანიშნავი ვიქნებით მაგ ფლანგზე.იმედია ჟოზე ხვდება მაგას...

გეთანხმები ბრატ რაუჭირდა იბრას 11 ნომერი რო აელოო იბრა ნამეტანს ატრაკებს და ჯარიმაც არუნდა დაარტყმევინო საშინლად ურტყავს პოგბა რო ურტყავდეს აქამდე გაიტანდა და უკეთეს ფორმაშიც იქნებოდა
0
№8
ავტორი: dybbuk
26 იანვარი 2017 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1595
ციტატა: MEMPHIS 7
ციტატა: Manstark_United
პირადი პრობლემები აქვს მაგ ბიჭს.ცოლს გაშორდა.თან აღიარეთ რო ძაან ტეხავს,ვიღაც გრძელცხვირა რო მოდის და შენს ნომერს დაუკითხავად იტაცებს.უბრალოდ შენს ავტორიტეტზე მოქმედებს ეგ ცუდად. თითქოს მარსიალს თავიდანვე გაესვა ხაზი,რომ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა აღარ იქნებოდა. გასაგებია ეს,მაგრამ დროა აზრზე მოვიდეს და მარცხნენა ფლანგზე სომხები და ესპანებელი აღარ დამანახოს.მაგან და შოუმ უნდა ჩაიბარონ მარცხენა ფლანგი,ორივე რო ფორმაში შევა შესანიშნავი ვიქნებით მაგ ფლანგზე.იმედია ჟოზე ხვდება მაგას...

გეთანხმები ბრატ რაუჭირდა იბრას 11 ნომერი რო აელოო იბრა ნამეტანს ატრაკებს და ჯარიმაც არუნდა დაარტყმევინო საშინლად ურტყავს პოგბა რო ურტყავდეს აქამდე გაიტანდა და უკეთეს ფორმაშიც იქნებოდა

შოუ და მარსიალი ფორმაში მართლაც რო სახარბიელო ამბავია ყველასთვის, უბრალოდ მე უფრო მეტად ცხრიანის პოზიციაზე ვხედავ ფრანგს, მანდ უფრო პროდუქტიულია ვიდრე ფლანგზე, მაგრამ იბრას ეგო და ავტორიტეტი ბევრ რამეს წყვეტს, ჯარიმებში მართლაც რო დაუთმოს პოგბას უფრო კარგი იქნება, აშკარად თან, იგივე მატა ახლო პოზიციიდან ბევრად სახიფათოდ ურტყავს ჯარიმებს. მარსიალის ამბავი ბოლო პერიოდია ძაან იძაბება და მაგრად არ მომწონს ეგ ამბავი, არამგონია მთლად ეგრეც ჟურნალისტების მონაგონი იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ისიცაა რო თუ გაშვება უნდოდა მიაყოლებდა დეპაის და შნაიდერლინს, მოკლედ იმედია მოგვარდება ეს ამბავი, ძაან მენანება ეს ბიჭი, მეტი მხარდაჭერა ჭირდება, ფსიქოლოგიურად თუ მოიხოდა ფორმაშიც შევა
0
№9
ავტორი: JuanMata
26 იანვარი 2017 13:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ახლა ატყდება ერთი ამბავი პსჟ-ში გადადისო.

მე მგონია, რომ თვითონ ითხოვა ეგ დასვენების დღეც და თავისი პრობლემების გამო ჩავიდა პარიზში.

მოურინიო ფაქტია, რომ მარცხენა შემტევად ძირითადში მარსიალს განიხილავს და მოწონს, დეპაის გზას დაადგებოდა სხვა შემთხვევაში.

მარსიალს რასაც ვუყურებ თამაშებში, ბევრს დარბის, ყოველთვის ყველაფერი არ გამოსდის წინ, მაგრამ რაც მთავარია დაცვაშიც ჩადის და ეხმარება მცველევს, ასეთ ფეხბურთელს მოუ თავისი ნებით არ გაუშვებს.

რაც შეეხება ნომერს, ეს მართლა ცუდი ფაქტი იყო, დეპაისთვის რომ წაერთმიათ ნომერი, არ უნდა წყენოდა, არაფერი გაუკეთებია და ყველაზე მნიშვნელოვანი ნომერი ჰქონდა გუნდში, მარსიალი იმსახურებდა იმ 9-იანს.

არ არის არაფერი საპანიკო, გარრკვევა ეს ბიჭი თავის პრობლემებში და დაუბრუნდება ისევ კარგ ფორმას. უკვე ნაკრების თამაშებში ეტყობოდა, რომ ვერ იყო კარგად.
0
№10
ავტორი: ikeoni
26 იანვარი 2017 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Arc araferi joze))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top