თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2017, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2940,
კომენტარები: 17
ფერგიუსონი მოურინიოს "იუნაიტედს" აფასებს
სერ ალექსის ინტერვიუ.
ფერგიუსონი მოურინიოს
სერ ალექს ფერგიუსონს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პროგრესირებს და არ უმართლებს, რომ "ჩელსის" ტიტულისთვის ბრძოლაში ეცილებოდეს.

75 წლის ფერგიუსონმა "ოლდ ტრაფორდზე" მოღვაწეობა 2013 წელს შეწყვიტა, თუმცა მატჩებს კვლავ ესწრება მაყურებლის რანგში.

"ვფიქრობ, დიდებული სამუშაო გასწია", - განაცხადა შოტლანდიელმა ინტერვიუში.

ჟოზე მოურინიო ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "იუნაიტედის" მესამე მწვრთნელი გახდა დევიდ მოიესისა და ლუი ვან გაალის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ "წითლების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული სამივე მატჩი მოიგო, მომდევნო შვიდ შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 6 ქულა დააგროვა.

"იუნაიტედი" ოქტომბრის შემდეგ მეექვსე ადგილზე იმყოფება და მიუხედავად იმისა, იგებს, ფრეს თამაშობს თუ მარცხდება, გუნდი არც მაღლა მიიწევს და არც დაბლა.

მიუხედავად ამისა, ფერგიუსონი გუნდის პროგრესირებას ამჩნევს.

"შესამჩნევია, რომ კლუბს შეეწყო. გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და არ უმართლებს. ექვსჯერ ითამაშა 1-1 ფრე და თითოეულ მატჩში მეტოქეს ჩაგრავდა.

ყველა ეს ფრე რომ არა, ახლა "ჩელსის" ტიტულისთვის შეეცილებოდნენ. სამწუხარო ნაწილია, მაგრამ ამით უნდა იცხოვროს".


მიმდინარე სეზონში მოურინიო ორჯერ გააძევეს ტრიბუნაზე და მის გუნდს "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებების მოპოვება უჭირდა.

თუმცა, "ჩელსისა" და "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ახლა უფრო მოდუნებულად გრძნობს თავს.

"იუნაიტედი" ხუთშაბათს "ჰალ სიტის" ლიგის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში 17-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდება. ამ სერიაში ზედიზედ 9 გამარჯვებაც შედის, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ "ჰალთან" "ოლდ ტრაფორდზე" იქნა მოპოვებული, რაც ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

ფერგიუსონმა განაცხადა: "ჟოზესგან ოდნავ განსხვავებული ვიყავი საფეხბურთო კლუბის შენებისა და მათში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, პირველი გუნდი თუ კარგად ვერ ასპარეზობს, ამ პრობლემის გადაჭრის გზა უნდა მოძებნო. ვფიქრობ, ჟოზე ახლა ამას აკეთებს. სეზონის დასაწყისში იყო პერიოდი, როცა გადაწყვეტილების მიღება უჭირდა და ემოციებს ჭარბად ავლენდა. ახლა კი ხედავთ, რომ მშვიდია და თავს აკონტროლებს.

ეს არის ძირითადი დაკვირვება, რასაც გუნდზე ვახორციელებ. გუნდი მწვრთნელის ანარეკლია.

შაბათს "სტოკთან" ბურთთან ბოლო შეხებამდე თამაშობდნენ. არასდროს დანებებულან და თავიანთი ჯილდო რუნის დიდებული გოლის წყალობით მიიღეს.

და დაინახეთ, რა გააკეთა? შუახაზამდე გაიქცა. არავითარი აღნიშვნა. თითქოს ბურთი ნიშნულზე დადო და თქვა, "გაათამაშეთ, მოგებას ვაპირებთ." ეს არის სულისკვეთება, რაც ჟოზემ შექმნა."


წყარო: bbc.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: mu forever
25 იანვარი 2017 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ox rogor miyvarxart ser alex . shen da runi genacvalet
0
№12
ავტორი: kobinio
25 იანვარი 2017 23:50
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დიდებული პიროვნდბაა
0
№13
ავტორი: tedore
25 იანვარი 2017 23:52
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ყველაზე მაგარი მწვრთნელი და ადამიანი სერ ალექსი ვინც არ უნდა მოიგოს ყველაფერი რაც არსებობს ფეხბურთში ფერგიზე დიადი არავინ იქნება
0
№14
ავტორი: gaga1987
26 იანვარი 2017 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
babu modi modiii
0
№15
ავტორი: temo-scholes
26 იანვარი 2017 03:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
simartle vtqvat yvelam...: ser aleqsi, kaci romelmac yvelas vinc am saitze vart shegvayvara es gundiii... <3
0
№16
ავტორი: stepno
26 იანვარი 2017 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბაბუ რა ძალიან მაგარი კაცი ხარ რაა love love რათქმაუნდა ვეთანხმები ყველაფერში
0
№17
ავტორი: Temo-Mu
26 იანვარი 2017 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
აი მანჩესტერის ლეგენდა ალბათ უფრო მეტი კიდევაც love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top