თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2017, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2940,
კომენტარები: 17
ფერგიუსონი მოურინიოს "იუნაიტედს" აფასებს
სერ ალექსის ინტერვიუ.
ფერგიუსონი მოურინიოს
სერ ალექს ფერგიუსონს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პროგრესირებს და არ უმართლებს, რომ "ჩელსის" ტიტულისთვის ბრძოლაში ეცილებოდეს.

75 წლის ფერგიუსონმა "ოლდ ტრაფორდზე" მოღვაწეობა 2013 წელს შეწყვიტა, თუმცა მატჩებს კვლავ ესწრება მაყურებლის რანგში.

"ვფიქრობ, დიდებული სამუშაო გასწია", - განაცხადა შოტლანდიელმა ინტერვიუში.

ჟოზე მოურინიო ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "იუნაიტედის" მესამე მწვრთნელი გახდა დევიდ მოიესისა და ლუი ვან გაალის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ "წითლების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული სამივე მატჩი მოიგო, მომდევნო შვიდ შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 6 ქულა დააგროვა.

"იუნაიტედი" ოქტომბრის შემდეგ მეექვსე ადგილზე იმყოფება და მიუხედავად იმისა, იგებს, ფრეს თამაშობს თუ მარცხდება, გუნდი არც მაღლა მიიწევს და არც დაბლა.

მიუხედავად ამისა, ფერგიუსონი გუნდის პროგრესირებას ამჩნევს.

"შესამჩნევია, რომ კლუბს შეეწყო. გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და არ უმართლებს. ექვსჯერ ითამაშა 1-1 ფრე და თითოეულ მატჩში მეტოქეს ჩაგრავდა.

ყველა ეს ფრე რომ არა, ახლა "ჩელსის" ტიტულისთვის შეეცილებოდნენ. სამწუხარო ნაწილია, მაგრამ ამით უნდა იცხოვროს".


მიმდინარე სეზონში მოურინიო ორჯერ გააძევეს ტრიბუნაზე და მის გუნდს "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებების მოპოვება უჭირდა.

თუმცა, "ჩელსისა" და "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ახლა უფრო მოდუნებულად გრძნობს თავს.

"იუნაიტედი" ხუთშაბათს "ჰალ სიტის" ლიგის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში 17-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდება. ამ სერიაში ზედიზედ 9 გამარჯვებაც შედის, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ "ჰალთან" "ოლდ ტრაფორდზე" იქნა მოპოვებული, რაც ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

ფერგიუსონმა განაცხადა: "ჟოზესგან ოდნავ განსხვავებული ვიყავი საფეხბურთო კლუბის შენებისა და მათში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, პირველი გუნდი თუ კარგად ვერ ასპარეზობს, ამ პრობლემის გადაჭრის გზა უნდა მოძებნო. ვფიქრობ, ჟოზე ახლა ამას აკეთებს. სეზონის დასაწყისში იყო პერიოდი, როცა გადაწყვეტილების მიღება უჭირდა და ემოციებს ჭარბად ავლენდა. ახლა კი ხედავთ, რომ მშვიდია და თავს აკონტროლებს.

ეს არის ძირითადი დაკვირვება, რასაც გუნდზე ვახორციელებ. გუნდი მწვრთნელის ანარეკლია.

შაბათს "სტოკთან" ბურთთან ბოლო შეხებამდე თამაშობდნენ. არასდროს დანებებულან და თავიანთი ჯილდო რუნის დიდებული გოლის წყალობით მიიღეს.

და დაინახეთ, რა გააკეთა? შუახაზამდე გაიქცა. არავითარი აღნიშვნა. თითქოს ბურთი ნიშნულზე დადო და თქვა, "გაათამაშეთ, მოგებას ვაპირებთ." ეს არის სულისკვეთება, რაც ჟოზემ შექმნა."


წყარო: bbc.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
25 იანვარი 2017 20:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
love love derphappycry
0
№2
ავტორი: ROONEY-RUNI
25 იანვარი 2017 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ისე რო მოვიდეს და მოუს დაეხმაროს არ სურს
0
№3
ავტორი: Ander Herrera
25 იანვარი 2017 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Gaatamashet kidev gavitan, eseti xedvit iyo babu genialurii
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
25 იანვარი 2017 20:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფერგი რა დონეა ამ ინტერვიუშიც ეტყობა winked
0
№5
ავტორი: MEMPHIS 7
25 იანვარი 2017 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ფერგიი გვენატრებიი იმედია ჟოზე შენ კვალს გაყვება და ისევ მოვიგებთ ტიტულებს მე მჯერა ჟოზესი ცოტა ახალგაზრდებსაც უნდა მიცეს შანსი ფოსუმენსა მეცოდება შანს არაძლევს ვალენსია
0
№6
ავტორი: ikeoni
25 იანვარი 2017 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Fergiii ❤️
0
№7
ავტორი: The Special One
25 იანვარი 2017 22:28
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
love არავითარი აღნიშვნა. თითქოს ბურთი ნიშნულზე დადო და თქვა, "გაათამაშეთ, მოგებას ვაპირებთ." love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: giorgisamnidze99
25 იანვარი 2017 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ფერგი მენატრები და იმედი მაქ რო ჟოზეც მაგრად ითამაშებს შენს სტილში როგორც შენ აკეთებდი ბაბუ
0
№9
ავტორი: LASHQARA
25 იანვარი 2017 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
დააფასეთ სანამ ცოცხალია love ესეთი ადამიანები აღარ მეორდებიან love am
0
№10
ავტორი: Phil Jones
25 იანვარი 2017 23:37
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აუ აუ იმენნა ვერ ვაფასებდით კიდე რა!!!! მე პირადად სანამ არ იტყოდა რო სეზზონის ბოლოს მივდივარო ვერ და მანამდე არ წარმომედგინა თუ სეიძლებოდა ფერგიუსონის გარეშე მანჩესტერი.
ჟოზეზე კი რავიცი რა ვთქვა მართლა ყველას ჯობია ვინც გვყავდა ფერგის მერე და მართლა პროგრესირებს გუნდი და იმედია ამ პროგრესს არ შეწყვეტს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top