თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 01:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2335,
კომენტარები: 15
იანუზაი: "პოგბას ჩემი დაბრუნება სურს"
ადნან იანუზაი აცხადებს, რომ პოლ პოგბას მასთან ერთად თამაში სურს.
იანუზაი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველი ადნან იანუზაი აცხადებს, რომ პოლ პოგბას მისი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება და წარმატების ხილვა სურს.

დუეტი ერთად თამაშობდა "იუნაიტედის" რეზერვებში, მაგრამ ბოლო წლებში მათი კარიერა სრულიად სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა.

იანუზაი "იუნაიტედის" პირველ გუნდში მოხვდა 2013 წელს, ხოლო პოგბა თავის პროგრესს "იუვენტუსში" აგრძელებდა, თუმცა ბელგიელის კარიერა სულ უფრო და უფრო უკან წავიდა, როცა დევიდ მოიესი "წითლების" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

თავის მხრივ, პოგბა ჟოზე მოურინიოს გუნდის რეგულარული წევრი გახდა ზაფხულში 89 მილიონ ფუნტად "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ.

იანუზაი ამჟამად იჯარის წესით "სანდერლენდში" ასპარეზობს, სადაც კვლავინდებურად უჭირს სტაბილურობის გამოვლენა, თუმცა ინგლისის 20-გზის ჩემპიონთა რიგებში მოხვედრის იმედი ჯერ კიდევ აქვს.

"პოგბა ჩემი კარგი მეგობარია. "იუნაიტედში" ყოველთვის ერთად ვიყავით. სადილად ერთად დავდიოდით, "ფლეისთეიშენს" ერთად ვთამაშობდით. ჩემთვის ძმასავით იყო.

რა თქმა უნდა, პოლი მეკითხება, "მანჩესტერ იუნაიტედში" დავბრუნდები თუ არა. ჩემთან ერთად თამაში სურს. მაგრამ ახლა "სანდერლენდში" ვიმყოფები და კლუბისთვის სასარგებლო საქმე უნდა ვაკეთო",
- განაცხადა ბელგიელმა.

"იუნაიტედთან" 2013 წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ადნანს 18 თვე აკავშირებს "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან.

პროფესიონალური კარიერის დასაწყისში მასზე დიდი მოლოდინი მყარდებოდა და ითვლებოდა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" და მადრიდის "რეალიც" კი ცდილობდნენ იანუზაის შეძენას, მაგრამ მისმა რეგრესმა მხოლოდ ის შედეგი მოიტანა, რომ ბელგიელი ამჟამად პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "სანდერლენდის" რიგებში ასპარეზობს.

"ჩემი მიზანი ყოველთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში იქნება. მაგრამ ყურები ყოველთვის დაცქვეტილი უნდა გქონდეს და წინადადებები მოისმინო.

მომავლისთვის ვერ ითამაშებ. მე 2018 წლამდე მაქვს კონტრაქტი. ჩემით ბევრი კლუბი ინტერესდება. ჩემზეა დამოკიდებული შრომა, დანარჩენი კი თავისით მოვა",
- დაასრულა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

წყარო: mirror.co.uk
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: rene harrison_
23 იანვარი 2017 11:44
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
რა უნდა დავაბრუნოთ ვახ ჩემი :D :D იანუზაი და პერეირა? პერეირას გრანადაში 2 გოლი რომ აქვს იანუზაის სანდერლენდში 1 გოლი? ასეთბს რომ ვნატრობთ მაგიტომააა უკვე სტოკის დონის გუნდსაც აღარ ეშინია და და ჩვენთანაც წარმატებასაც აღწევს. თქვენთ კიდე აგინეთ მერე ამ ფეხბურთელებს თამაშების მერე :D :D
0
№12
ავტორი: stepno
23 იანვარი 2017 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Eee adnan ra imedebi mkonda arada
0
№13
ავტორი: JuanMata
23 იანვარი 2017 13:02
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არ ვიცი, შეიძლება მოურინიომ მოუხერხოს რამე, მაგრამ ახლა ნამდვილად არაა ის ფეხბურთელი, რომელიც რეშფორდს, მარსიალს ან მხითარიანს გაუწევს კონკურენციას.
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2017 13:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: SANDROGRIGA
ვან გაალმა რატო გაუშვა შარშან ვერ გამიგია, სეზონის სტარტზე კარგად თამაშობდა, ვილას გოლიც გაუტანა და დორტმუნდში იჯარამ აშკარად კარგი არაფერი მოუტანა. წინა სეზონში საწყის ტურებში მშვენივრად თამაშობდა და შანსს იმსახურებდა ალბათ, მაგრამ აწი აქვს თუ არა აქ მომავალი არვიცი...

სათამაშო პრაქტიკის გამო გაუშვა. დი მარიასთვის ეს კონკურენციის გამწევი არ ეგონა, მითუმეტეს, ანხელმა ძალიან მაგრად დაიწყო. დორტმუნდიდან კი გამოაგდეს. ტუხელმა თქვა, ვარჯიში ეზარებაო და ასეთი დამოკიდებულება რომ აქვთ ფეხბურთისადმი, იმიტომაც ლპებიან აქა იქ


დორტმუნდში რო ვარჯიში ეზარებოდა ეგ ფაქტია, მაგრამ ვან გაალმა დაუშვა შეცდომა, კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო ამის განათხოვრება შარშან სეზონის სტრარტზე, თან დიმარია ტოვებდა გუნდს. ვან გაალს მაინც არ უნდა გაეშვა, ლინგარდს რო ათამაშებდა სულ ადნანიც იმსახურებდა შანსს. არიქა დეპაი მყავსო და მთელი სეზონი მერე ხან იანგის წვალებას ვუყურებდით იმ პოზიციაზე და ხან ვისას. დეპაი გინდ ყოფილიყო მაშინ და გინდ არა
0
№15
ავტორი: MEMPHIS 7
23 იანვარი 2017 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: Qutaiseli
ციტატა: MEMPHIS 7
პერეირა რეებს შვებს გრანადაში მაგარი ბიჭია დს ადნანის იმედი არმაქ

მემფისის დებიუტი შედგა და ფულიც მომაგებინააა მაგრამ ეგ ლაკაზეტმა გააკეთა და არა მემფისმააა

დებიუტის ვიდეოს ვუყურე და საშინელება იყო იფაფხურა და მეტი არაფერი.პასი ვერ გააკეთა ნორმალურად.ვაბშე არაა ფორმაში

რახანია არუთამაშია აბა რაიქნება ვნახოთ რა გამოუვა აი პერეირა მაგარ რეიდებს აკეთებს და კარგადაც ურტყამს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top