თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2017, 12:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3230,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" მსოფლიოში ყველაზე მაღალ შემოსავლიანი კლუბია
"იუნაიტედმა" პირველი ადგილი დაიბრუნა.
11 წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე მაღალ შემოსავლიან კლუბთა სიას სათავეში ჩაუდგა, გამოიმუშავა რა, 515.3 მილიონი ფუნტი 2015/16 წლების სეზონში.

12 თვეში 20 მილიონ ფუნტზე მეტით გაზრდილი შემოსავლით "წითელმა ეშმაკებმა" Deloitte Football Money League-ს სიაში ერთბაშად ორი ნაბიჯით ზევით აიწიეს და ესპანური გრანდები, "ბარსელონა" და "რეალი" უკან მოიტოვეს.

სიაში მომდევნო ინგლისური კლუბი "მანჩესტერ სიტია", რომელმაც ერთ წელიწადში მეხუთე ადგილზე აიწია და საკუთარი შემოსავალი 392.6 მლნ. ფუნტამდე გაზარდა.

საუკეთესო ათეულში შევიდნენ "არსენალი" (350.4 მლნ. ფუნტი), "ჩელსი" (334.6 მლნ. ფუნტი) და "ლივერპული" (302 მლნ. ფუნტი). მეორე ათეულში მოხვდნენ "ტოტენჰემი" (209.2 მლნ. ფუნტი), "ვესტ ჰემი" (143.8 მლნ. ფუნტი) და "ლესტერ სიტი" (172.1 მლნ. ფუნტი).

შესამოსავლებში ანალიტიკოსები ითვლიან ჩატარებულ მატჩებში აღებულ თანხას, სატელევიზიო და კომერციულ საქმიანობას. კლუბების სატრასფერო საქმიანობა მოცემულ კვლევაში არ შესულა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "იუნაიტედის" ლიდერობა დროებითი შეიძლება გამოდგეს Brexit-ისა და ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნის გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედს" 11-წლიანი ლოდინი დასჭირდა იმისათვის, რომ მსოფლიოს წამყვანი კლუბის სტატუსი დაებრუნებინა გენერირებული შემოსავლების მხრივ და ამას კლუბმა კომერციული შემოსავლების ფენომენალური ზრდადობით მიაღწია.

"იუნაიტედი" მსოფლიოში ყველაზე მაღალ შემოსავლიანი კლუბია
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SAF
19 იანვარი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ლიგაზე დავბრუნდეთ მოუ სტაბილურ გუნდს დააყენებს და მერე ნახეთ 1 მილიარდიან ზღვარს მანიუ გადალახავს პირველად და საერთოდაც მომავალი ინგლისური გუნდებისაა ისეთი ფული ტრიალებს და ისეთი ტვ-კონტრაქტები ფირმდება ინგლისში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№12
ავტორი: stepno
20 იანვარი 2017 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყველას ვტყ... გენაცვალეთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top